onlain sesxebi - ყველა

ვინ შეჭამა ყველაზე ძვირადღირებული პიცა?

ვინ შეჭამა ყველაზე ძვირადღირებული პიცა?

ახალგაზრდა პროგრამისტი ლასლო ჰანიეში ფლორიდის შტატიდან, ვერც კი წარმოიდგენდა, რომ შევიდოდა ისტორიაში, როგორც პირველი ადამიანი, რომელმაც ყველაზე ძვრიადღირებული პიცა შეჭამა. ამის მიზეზი არ ყოფილა პიცაში შემავალი ოქრო, ან სხვა დელიკატესი. ყველაფერი ჩვეულებრივად იყო: ხახვი, სოკო, პომიდორი, ყველი.
ადამიანი უბრალოდ მშიერი იყო, სახლიდან გამოსვლა კი ეზარებოდა. მანაც გადაწყვიტა ინტერნეტში გაეშვა, რომელშიც 10 000 ბიტქოინს ჰპირდებოდა მას, ვინც მისთვის 2 პიცას შეუკვეთავდა. ეს 2010 წლის 17 მაისი იყო, მაშინ ბიტქოინს ფაქტობრივად ჩალის ფასი ჰქონდა და 10 000 ბიტქოინი 40-50 დოლარი თუ ეღირებოდა.
გასაკვირი არაა, რომ ასეთი გაცვლის მსურველი ძალიან ცოტა იყო. სტუდენტი პასუხს მთელი 5 დღე ელოდა. სავარაუდოდ, ამ ხნის განმავლობაში მან ბევრჯერ მოასწრო სადილობა. მხოლოდ 22 მაისს ვინმე ჯერემი სტურდივანტი გამოეხმაურა მას და დათანხმდა პირობებს. მან შეუკვეთა 2 პიცა ლასლოსთვის და სანაცვლოდ მაშინდელი უვარგისი ბიტქოინები მიიღო.
იმასე, რომ მომავალში ბიტქოინი მილიონები ეღირებოდა, პროგრამისტი არ დაფიქრებულა. მისთვის ისიც საკმარისი იყო, რომ ის გახდა მსოფლიოში პირველი ადამიანი, ვინც ბიტქოინები მატერიალურ საგანზე გაცვალა. ახლა ლასლოს მიერ შეჭმული თითოეული პიცა არაერთი პიცერიის შეძენას ეყოფოდა.
თავად ლასლო გვარწმუნებს, რომ დახარჯულ ბიტქოინებზე არ დარდობს. სამაგიეროდ ბიტქოინი ყოველ წელს 22 მაისს ზეიმობს პიცის დღეს, ასევე როგორც მას უწოდებენ, ყველაზე ძვირადღირებული პიცის დღეს.
არანაკლებ საინტერესოა ნორვეგიელი სტუდენტის კრისტოფერ კოჰის ისტორია. 2009 წელს ის წერდა სამეცნიერო ნაშრომს კრიპტოვალუტების შესახებ და გადაწყვიტა 27 დოლარის ღირებულების ბიტქოინი ეყიდა. როდესაც მან მუშაობა დაამთავრა, მისი შენაძენიც გადაავიწყდა. მთელი 4 წლის მანძილზე მას არც კი გახსენებია ბიტქოინები. მხოლოდ 2013 წელს, როდესაც გაიგო, რომ ბიტქოინის კურსი ძალიან სწრაფად იზრდებოდა, კრისტოფერმა გადაწყვიტა, შეემოწმებინა მისი ანგარიში. აღმოჩნდა, რომ ამ წლის მანძილზე მათი ღირებულება იზრდებოდა და 2013 წელს კრისტოფერს უკვე 885 000 დოლარი დაუგროვდა.
მან გადაწყვიტა თანხის ერთი მეხუთედის განაღდება, თუმცა ესეც საკმარისი აღმოჩნდა ბინის საყიდლად. ხოლო მისი შეყვარებული, რომელიც ყოველთვის თანხის უაზროდ ხარჯვის გამო ჰსაყვედურობდა, აღარასდროს ჩარეულა კრისტოფერის ფინანსურ საქმეებში.


Регистрация