mome.ge

ბერტი - მსოფლიოში ყველაზე სწრაფი კუ

ბერტი - მსოფლიოში ყველაზე სწრაფი კუ

სტატისტიკამ იცის ყველაფერი, გინესის რეკორდების წიგნმა კი - არანაკლები. მაგალითად, მან ზუსტად იცის, რომელი კუა ყველაზე სწრაფი მსოფლიოში. ეს პატივი ერგო კუს, სახელად ბერტის. რეკორდსმენი დიდ ბრიტანეთში ცხოვრობს, მისი პატრონები მარკო და ჯანინ კალცინი არიან, რომლებიც პატარა ქალაქ დარემში გასართობ პარკს ფლობენ.
რამდენიმე წლის წინ გადაწყვიტა ცოლ-ქმარმა ამ პარკის გახსნა. სტუმართა მოსაზიდად დაახლოებით 200 ეკზოტიკური ცხოველი შეიძინეს, მათ შორის იყო წყვილი კუ - მამრი ბერტი და მდედრი შელი. მეპატრონეებს არც კი ეგონათ, რომ სწორედ ბერტი მოუტანდათ მათ საოცარ დიდებას მთელს მსოფლიოში. მათ უბრალოდ შეამჩნიეს, რომ ბერტი წარმოუდგენლად სწრაფად "მირბოდა" საჭმლის ჯამთან, ეს კი კუსთვის ძალიან უჩვეულო რამაა.
ბერტი - მსოფლიოში ყველაზე სწრაფი კუ

კალცინები მიხვდნენ, რომ ეს კუ შესანიშნავი რეკლამა იქნებოდა მათი დაწესებულებისათვის, ამიტომაც გადაწყვიტეს გაერკვიათ - ვინ იყო მსოფლიო რეკორდსმენი სირბილში კუებს შორის? აი აქ გადაწყვიტეს, გინესის რეკორდების წიგნისთვის მიემართათ, რომელმაც იცის ყველაფერი, არა სტატისტიკაზე უარესად. აღმოჩნდა, რომ ასეთი ბოლო რეკორდი 1971 წელს იყო დამყარებული, საკმაოდ ადრე. სხვათა შორის, ასევე დიდ ბრიტანეთში. კუმ, სახელად ჩარლიმ განაითარა სისწრაფე 0,125 მ/წმ, იგივე, რაც 0,450 კმ/სთ.
და მართლაც, მარკოსა და ჯანინის კუმ დაუპრკოლებლად გადალახა შორეული სამოცდაათიანების რეკორდი. ბერტის სისწრაფემ 1კმ/სთ-მდე მიაღწია, ის ორჯერ უფრო სწრაფი იყო, ვიდრე ჩარლი. აქ გაჩნდა იდეა, რომ ეს რეკორდი გინესის წიგნში შეეტანათ. ახალმა რეკორდსმენმა 5,48 მეტრის გავლა 19,59 წამში შეძლო. ასეთი ტემპით, ის 100 მეტრის გავლას 6 წუთში მოახერხებდა. ადამიანისათვის რეკორდი სიცილისმომგვრელია, თუმცა კუსთვის - ლეგენდარული სპრინტერის უსეინ ბოლტის დონეა, სხვათა შორის, ბერტის ხანდახან ამ სახელსაც უწოდებენ.
გახარებულმა მეპატრონეებმა ბერტისათვის ხის სახლი ააგეს, სადაც ის თავის მეგობარ შელისთან ერთად ცხოვრობს. სახლის წინ კი კიდია სერტიფიტაკი, რომელიც ამტკიცებს, რომ ბერტი არ არის ჩვეულებრივი კუ, არამედ რეკორდსმენია. თუმცა კალცინები გვარწმუნებენ, რომ ბერტისთვის მთავარი ჯილდოა არა სერტიფიკატი ან მედალი, არამებ უბრალო მარწყვი, რომელსაც მას სტარტის წინ აჭმევენ. რეკორდსმენისთვის ეს საუკეთესო დოპინგია.
მისი დიდება იმდენად დიდებულია, რომ კუ სხვადასხვა კომპიუტერული თამაშების მუდმივ გმირად იქცა.

წყარო: http://i-fakt.ru/berti-samaya-bystraya-v-mire-cherepaxa/
Регистрация