onlain sesxebi - ყველა

როგორ გაჩნდა ხსნადი ყავა

როგორ გაჩნდა ხსნადი ყავა

ხსნადი ყავის შექმნის მცდელობები, ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნეს უკავშირდება. 1890 წელს ახალ ზელანდიელმა დევიდ სტრენგმა პატენტიც კი მიიღო მსგავს გამოგონებაზე. მეოცე საუკუნის დასაწყისში კი ინგლისელმა ჯორჯ კონსტანტ ვაშინგტონმა სცადა ამ სასმელის სერიული წარმოების ჩამოყალიბება.

თუმცა, ნამდვილი "ყავის რევოლუცია" ოცდაათიან წლებში კომპანია Nestle-ს ტექნოლოგმა, მაქს მორგენტალერმა მოახდინა. ამის მიზეზი კი ბრაზილიერი ყავის პლანტატორების გაღარიბება გახდა.

უზარმაზარმა ყავის მოსავალმა ბრაზილია იქამდე მიიყვანა, რომ პროდუქციაზე ფასი საშინლად დაეცა, გამყიდველები პანიკაში ჩავარდნენ - ყავა ვერსად მიჰქონდათ, მათი დიდხანს შენახვა კი საკმაოდ ძნელი საქმე იყო. ბრაზილიური ყავის ინსტიტუტუი იძულებული გახდა, Nestle-ს სპეციალისტებს დაკავშირებოდა, ისინი პირდაპირი მნიშვნელობით რაიმე გზის გამონახვას შესთხოვდა კომპანიას.

პროექტით მაქს მორგენტალერი დაინტერესდა, რომელიც უკვე მუშაობდა ხსნადი ყავის რეცეპტზე და უცბად მას უნიკალური შანსი გაუჩნდა! თუმცა მას ძალიან გაუჭირდა - მისი ფირმის ხელმძღვანელობამ მალევე დაკარგა ინტერესი, როგორც მაშინ ეგონათ, უპერსპექტივო პროექტის მიმართ და სამუშაოების შეჩერების ბრძანებაც გასცა.

მაქსს სამუშაო სივრცის გარეთ მოუწია ხსნადი ყავის რეცეპტზე მუშაობის გაგრძელება. ყავის მარცვლებსაც საკუთარი სახსრებით ყიდულობდა. გავიდა 2 წელი და მორგენტალერის შრომა წარმატებით დაგვირგვინდა: 1938 წლის 1 აპრილს მასიურს წარმოებაში ჩაეშვა უცხო სასმელი, სახელად "Nescafe" სიტყვა «Nestle»-ს და «café»-ს გაერთიანებით. წარმოება ჩამოყალიბდა ერთ პატარა შვეიცარიულ ქალაქ ორბში.

მეორე მსოფიო ომის დროს, ხსნად ყავაზე მოთხოვნა მრავალჯერ გაიზარდა. მას არ სჭირდებოდა შენახვისათვის სპეციალური პირობები, სწრაფად მზადდებოდა, საველე მოქმედებებისასაც კი. ხოლო ომის შემდეგ ასეთი ყავა ახალგაზრდებში გახდა პოპულარული, მათ სასმელის დაბალი ფასი იზიდავდა.

აი ყავის ნამდვილი გურმანები კი, საკმაოდ დიდხანს ეჩვეოდნენ ყავის ახალ ტიპს. ისინი თვლიდნენ, რომ მთლიანი მარცვლებისგან მომზადებულ ყავასთან შედარებით, ახალ ყავას საშინელი გემო ჰქონდა. კომპანია ნესტლე ამბობდა, რომ მათი ყავის გემოს აღწერა სიტყვით შეუძლებელია. გარდაამისა, შეფუთვაზე სტიკერები იყო მიმაგრებული, რომლებიც პრიზებზე იცვლებოდა. მაგ: ცნობილ წითელ ჭიქაზე.

წყარო: http://i-fakt.ru/kak-poyavilsya-rastvorimyj-kofe/