mome.ge

საინტერესო ფაქტები ვიდეომაგნიტოფონებზე

საინტერესო ფაქტები ვიდეომაგნიტოფონებზე


1944 წელს რუსმა ემიგრანტმა ალექსანდრ მიხაილოვიჩ პონიატოვმა, რომელიც მაშინ აშშ-ში ცხოვრობდა, დააარსა ფირმა Ampex-ი. კომპანია ამერიკული არმიისათვის ელექტრონულ მოწყობილობებს ამზადებდა. მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ კი კომპანიამ მაგნიტური ხმისჩამწერი მოწყობილობების დამზადება დაიწყო. სწორედ Ampex-მა გამოუშვა 1956 წელს პირველი კომერციული ვიდეომაგნიტოფონი.
იმ დროისათვის, ასეთი აპარატის გამოყენებას მხოლოდ ტელესტუდიებში თუ გამოიყენებდნენ. არავის მოსვლია თავში აზრად, რომ მოწყობილობა ეყიდა და უბრალოდ სახლში წაეღო - მათ არამარტო ზღაპრული ფასი, არამედ წონაც(1ტონა) აშინებდათ.
1958 წელს ამერიკული ვიდეომაგნიტოფონები საბჭოთა კავშირში დემონსტრირდნენ. ეს უზარმაზარი ნივთი დაინახა ნიკიტა სერგეევიჩ ხრუშოვმა და მაშინვე გასცა განკარგულება საბჭოთა კავშირში ვიდეომაგნიტოფონების დამზადების შესახებ. სულ მალე გაჩნდა პირველი საბჭოთა ვიდეომაგნიტოფონი, სახელად "კადრი", მისი წარმოება 1960 წელს დაიწყეს. 1961 წლის 21 თებერვალს ცენტრალური არხის ეთერში გავიდა პირველი გადაცემა, რომელიც ვიდეომაგნიტოფონით იყო ჩაწერილი.
სამოცდაათიან წლებში ვიდეომაგნიტოფონების წარმოებაში გამოჩნდნენ ახალი ლიდერები: Philips-ი და Sony, რომლებმაც დაიწყეს კომპაქტური, სახლში გამოსაყენებელი აპარატების აწყობა.
ამავე წლებში დაიწყო კასეტური ვიდეომაგნიტოფონების წარმოება სსრკ-ში. თუმცა ის ყველას არ იზიდავდა მაღალი ფასის გამო(2000 რუბლი) და კასეტების ამოღებაზეც დიდი პრობლემები ჰქონდა.
ოთხმოციან წლებში სსრკ-ში დაიწყო ამერიკული ფილმების მეკობრეული ასლების შემოდინება. 1984 წელს კი წარმოებაში ჩაეშვა ვიდეომაგნიტოფონი "ელექტრონიკა ВМ-12".
საინტერესო ფაქტები ვიდეომაგნიტოფონებზე

1987 წლიდნ საბჭოთა კავშირში დაიწყო კერძო მეწარმეობის ეპოქა. იმის გამო, რომ ვიდეომაგნიტოფონის ყიდვა ყველას არ შეეძლო, ქვეყანაში გაჩნდა ვიდეოსალონები, სადაც 1 რუბლად ნებისმიერი დასავლური ფილმის ნახვა შეიძლებოდა.
ხალხს, რომლებიც მაშინ უცხო ენებს ფლობდნენ, საკმაოდ კარგი შემოსავლის მიღება შეეძლოთ ფილმების თარგმნით. ნამდვილ ლეგენდად ლეონიდ ვოლოდარსკი იქცა, რომელმაც 80-90-იან წლებში 5000-მდე ფილმი გადათარგმნა. სწორედ მისი ხმით საუბრობდნენ ცნობილი ფილმების გმირები.

წყარო: http://i-fakt.ru/interesnye-fakty-o-videomagnitofonax/
Регистрация