onlain sesxebi - ყველა

საინტერესო ფაქტები კარლ მარქსის შესახებ

საინტერესო ფაქტები კარლ მარქსის შესახებ


კარლ მარქსი დაიბადა 1818 წელს გერმანულ ქალაქ ტრირში. მისი მამა ჰენრიხ მარქსი იყო იურისტი, წარმოშობით ებრაელი, რომელმაც მოგვიანებით ლუთერანობა მიიღო. კარლის გარდა ოჯახში კიდევ 6 ბავშვი იყო, რომლებმაც ტრაგიკული ბედი გაიზიარეს: ოთხი ჩვილ ასაკში გარდაიცვალა, ორმა კი თავი მოიკლა. მხოლოდ კარლ მარქსმა მიაღწია სიჭაბუკეს.
1848-1849 წლებში ევროპა რევოლუციების ომმა მოიცვა. ახალგაზრდა ფილოსოფი და ეკონომისტი არასასურველ ადამიანად ჩათვალეს გერმანულ სახელმწიფოებში, საფრანგეთში და ბელგიაში. კარლს ოჯახთან ერთად ლონდონში გადასახლება მოუწია, სადაც 1883 წლამდე - გარდაცვალებამდე ცხოვრობდა.
ფრიდრიხ ენგელსი მარქსმა 1844 წელს გაიცნო. სწორედ ეს ადამიანი, საკმაოდ შეძლებული, დაეხმარა კოლეგას წიგნების გამოცემაში.
კარლ მარქსის მთავარი ნაწარმოებია "კაპიტალი". პირველმა ტომმა სინათლე 1867 წელს იხილა. მიუხედავად იმისა, რომ უკვე 150 წელი გავიდა ამ წიგნს ახლაც აქტურად იყენებენ, განსაკუთრებით კრიზისის დროს. პირველად წიგნი რუსულ ენაზე ითარგმნა. ეს მეცხრამეტე საუკუნის სამოცდაათიან წლებში მოხდა. ცენზორები არაფერს "ასწორებდნენ", რადგან ეგონათ, რომ ძნელი ტექსტის გამო წიგნს ცოტა მკითხველი ეყოლებოდა.
მთელი ცხოვრების განმავლობაში მარქსმა მაინც ვერ შეძლო კარგი მატერიალური მდგომარეობის შექმნა. მისი სიკვდილის შემდეგ აღმოჩნდა, რომ შვილებს მხოლოდ დიდი ვალები დარჩათ.
დიდი მოაზროვნე 1883 წელს გარდაიცვალა ლონდონში. ის ჰაიტგეიტის სასაფლაოზე დაკრძალეს. არსებობს ლეგენდა, რომ სიკვდილამდე ცოტა ხნიტ ადრე, მასთან მოახლე მივიდა თხოვნით, რომ მას რაიმე ბრძნული რჩევა დაეტოვებინა. მარქსმა უპასუხა: "ბოლო სიტყვა - სულელებისთვისაა, რომლებმაც ცხოვრებაში ცოტა რამის თქმა მოასწრეს".
გასაკვირი არაა, რომ საბჭოთა კავშირში მარქსი უზარმაზარი პოპულარობით სარგებლობდა. სსრკს ჩამოყალიბებამდეც კი, 1918 წელს, მარქსს პენზაში პირველი ძეგლი დაუდგეს. 21-ე საუკუნის დასაწყისში რუსეთსი 1200-ზე მეტი ქუჩა იყო, რომელიც მის სახელს ატარებდა.

წყარო: http://i-fakt.ru/interesnye-fakty-pro-karla-marksa/
Регистрация