onlain sesxebi - ყველა

გარდერობის 9 ვარიანტი, რომელიც გაგხდით მიმზიდველს, მაგრამ არა ვულგარულს

წითელი ფერი
გარდერობის 9 ვარიანტი, რომელიც გაგხდით მიმზიდველს, მაგრამ არა ვულგარულს

წითელი ფერი - ყველაზე ადვილი ხერხი ყურადღების მისაქცევად. თუმცა აქაცაა წყალქვეშა ქვები. იმისათვის, რომ ვულგარულად არ გამოიყურებოდეთ, არ გირჩევთ ზედმეტად ღია მოდელებს და მხოლოდ ერთ რამეზე კონცენტრირებას. ასევე, როდესაც წითელ ფერს ირჩევთ, ეცადეთ აღარ გადააჭარბოთ იგივე ფერის აქსესუარით.

მჭიდრო სვიტრი
გარდერობის 9 ვარიანტი, რომელიც გაგხდით მიმზიდველს, მაგრამ არა ვულგარულს

ეს უნივერსალური ტანსაცმლის ტიპია, რომელიც რბილად წარმოაჩენს თითოეულ მატებას, თუმცა არ ჰყვირის იმაზე, თუ რა იმალება ქსოვილის უკან. ვიწრო სვიტრში შეიძლება ძალიან მიმზიდველად გამოიყურებოდეთ, მთავარია, თქვენი ზომა აარჩიოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში მხოლოდ ნაკლებს გამოაჩენთ და გარეგნობაც იაფფასიანი იქნება.

თეთრი პერანგი
გარდერობის 9 ვარიანტი, რომელიც გაგხდით მიმზიდველს, მაგრამ არა ვულგარულს

თეთრი პერანგი - ძალიან ძლიერიიარაღია, რადგან ის შეიძლება გამოიყურებოდეს ოფიციალურადაც და ძალიან მიმზიდველადაც. მთავარია, სწორი კომბინაცია. თუ მას მოკლე ქვედაბოლოსთან იცვამთ, მაშინ დააკვირდით, რომ ღილები შეკრული გქონდეთ. თუ პერანგს ჯინსის შარვალთან ერთად ჩაიცვამთ, მაშინ ცოტა ოდენი თავისუფლებაც დაშვებულია.

ბოტფორტები
გარდერობის 9 ვარიანტი, რომელიც გაგხდით მიმზიდველს, მაგრამ არა ვულგარულს

ბოტფორტების საშუალებით თქვენი პერსონა დიდ ყურადღებას მიიქცევს, თუმცა ასეთი ფეხსაცმელი ზედმეტად მომთხოვნია. ამიტომაც, იმისათვის, რომ ვულგარულობა თავიდან აიცილოთ, უნდა გაითვალისწინოთ რამდენიმე მომენტი. საუკეთესო ვარიანტია ზამშის ბოტფორტები - ისინი უფრო თავშეკავებულნი არიან, ვიდრე ლაკირებული ბოტფორტები. დაუმატეთ გარეგნობას ნაქსოვი ნივთი და შეგიძლიათ შიშის შესახებ დაივიწყოთ.

ღია ტოპი
გარდერობის 9 ვარიანტი, რომელიც გაგხდით მიმზიდველს, მაგრამ არა ვულგარულს

თუ გინდათ, რომ თქვენი გარეგნობა აღაფრთოვანებდეს მამაკაცურ წარმოსახვას, მაგრამ არ იყოს ზედმეტად პროვოკაციულია, მაშინ გთავაზობთ, უარი თქვათ ღრმა დეკოლტეზე და მხრები გამოაჩინოთ. ეს უფრო რომანტიკულს და მიმზიდველს გაგხდით.

კორსეტი, არა, როგორც შიდა საცვალი
გარდერობის 9 ვარიანტი, რომელიც გაგხდით მიმზიდველს, მაგრამ არა ვულგარულს

კორსეტი - ეს ქალის გარდერობის წარმოუდგენლად სექსუალური დეტალია. მას შეუძლია თქვენი მიმზიდველობა საპირისპირო სქესის თვალში ძალიან გაზარდოს. თუმცა, ვულგარულობა თუ არ გინდათ, გირჩევთ პერანგის ჩაცმასაც.

ასიმეტრიული ტანსაცმელი
გარდერობის 9 ვარიანტი, რომელიც გაგხდით მიმზიდველს, მაგრამ არა ვულგარულს

ასიმეტრიული ტანსაცმელი, შესაძლოა თქვენი გარდერობის განუყოფელ ნაწილად იქცეს. ის ნახევრადჩაცმულობის ეფექტს ქმნის. თუმცა თუ მხარს მოიშიშვლებთ, სხეულის სხვა ნაწილები დაფარული უნდა დარჩეს - ჩვენ ხომ უბრალოდ მინიშნება გვინდა.

მაღალი ქუსლები
გარდერობის 9 ვარიანტი, რომელიც გაგხდით მიმზიდველს, მაგრამ არა ვულგარულს

მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი - ეს კლასიკური მიმზიდველობაა. მაღალი პლატფორმა და ღია ფერი ძალიან სექსუალურად გაქცევენ, თუმცა ეს არანაირად არ არის ელეგანტური. თუ კლასიკურ დაბალ პლატფორმიან ფეხსაცმელს აირჩევთ, ნამდვილად არ წააგებთ.

კროპ-ტოპი
გარდერობის 9 ვარიანტი, რომელიც გაგხდით მიმზიდველს, მაგრამ არა ვულგარულს

ეს სწორედ ისაა, რაც ნათელი გარეგნობისათვის გვჭირდება. მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ღია ვარიანტი პლიაჟებს უფრო შეეფერება, ქალაქისათვის კი უმჯობესია უფრო დახურული ტანსაცმელი აარჩიოთ.

წყარო: https://www.adme.ru/tvorchestvo-dizajn/eti-9-sposobov-pomogut-vyglyadet-soblaznitelno-no-ne-vulgarno-1612665/