onlain sesxebi - ყველა

როგორ გავაკეთოთ ყავარჯნების ბიზნესი?

როგორ გავაკეთოთ ყავარჯნების ბიზნესი?
ასეთი არაჩვეულებრივი ყავარჯნების შექმნის იდეა ლორი ჯონსონს პირადი ტრაგედიის ფონზე გაუჩნდა. 2002 წელს, ის, მისი ქმარი და შვილი თვითმფრინავში ისხდნენ, რომელიც ჩამოვარდა. სამწუხაროდ, მთელი ოჯახიდან მხოლოდ ლორი გადარჩა, რომელიც რთული მოტეხილობის გამო ინვალიდად გადაიქცა. ვერც ერთი ქირურგიული ჩარევა ვერ დაეხმარა ლორის, რომელსაც უწევდა საშინლად მოუხერხებელი ყავარჯნებით სიარული, რომლებიც ტყივილს აყენებდა მის ხელებს. მაშინ კი კომფორტის გასაუმჯობესებლად ლორიმ მოიფიქრა ყავარჯნების ნათელი ფერებით დაფარვა.
იდეა იმდენად წარმატებით რეალიზდა, რომ ბევრი ნაცნობი ეკითხებოდა კიდეც მას, თუ სად იყიდა ეს ყავარჯნები. ლორიმ საკუთარი ბიზნესის გახსნა გადაწყვიტა. ის კომფორტულ, დიზაინერულ ყავარჯნებსა და სხვა ორთოპედიულ ნივთებს გაყიდდა.
'LemonAid Crutches'-ის ორთოპედიული ნაწარმი კარგი საღებავით იღებება, შემდეგ იფარება ცვეთაგამძლე, ნათელი ქსოვილით. ლორი ასეთ ყავარჯნებზე ამბობს: "ისინი ჩემში ღიმილს იწვევენ". ახლობლების დაკარგვის შემდეგ ჯონსონი სამუდამოდ გამოემშვიდობა წარსულს და დიდი ხნის განმავლობაში არ გამოსულა დეპრესიიდან. ამიტომაც მისი გამოცდილება კომპანიის შემქნაში უნიკალურია. გარდაამისა ამ ადამიანს აქვს საქველმოქმედო კომპანიაც, სახელად 'Step With Hope', რომელიც ეხმარება ისეთ გაჭირვებულ ადამიანებს, რომლებმაც ჯონსონის ბედი გაიზიარეს. ორგანიზაცია შემოსავლის 50%-ს ყავარჯნების გაყიდვით იღებს.
'LemonAid Crutches'-ის პროდუქცია მაღალტექნოლოგიური ალუმინისგან მზადდება. შემდეგ გადის ფხვნილის საფარის სტადიას მაქსიმალური სიმყარისათვის და ნათელ ფერში იღებება. ნაწარმი ხელმისაწვდომია სამ ზომაში - დაბალი, საშუალო და მაღალი; და ათამდე ფერის გამა. კომპანია ყავარჯნების შესანახ მაღალკომფორტულ ჩანთებსაც უშვებს.
ბრენდი 'LemonAid Crutches'-ი კომპანია 'CastCoverZ!'-მა შეისყიდა და დღეს მხოლოდ ის სთავაზობს მომხმარებელს დიზაინერულ გადაწყვეტას და მოდურ მორთულობას ყავარჯნებისათვის.

წყარო: http://i-fakt.ru/kak-sdelat-biznes-na-kostylyax/