onlain sesxebi - ყველა

როგორ მოატყუა მეცნიერმა იოსებ სტალინი და როგორ გადაურჩა სასჯელს

როგორ მოატყუა მეცნიერმა იოსებ სტალინი და როგორ გადაურჩა სასჯელს

მსოფლიო პროლეტარიატის მეთაური ვალოდია ილიჩ ილიანოვი(ლენინი) საკმაოდ ახალგაზრდა გარდაიცვალა - 53 წლის ასაკში. მისმა მაგალითმა ყველას აჩვენა, რომ ყველაზე ძლევამოსილი ხალხიც კი მოკვდავია. სსრკს ხელმძღვანელობამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ეს შემაშფოთებელი გაუგებრობა აღმოეფხვრა, ბელადს სამუდამოდ თუ არა, ძალიან დიდ ხანს ხომ მაინც უნდა ეცხოვრა.
ამ წრეში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მეცნიერი იყო ალექსანდრ ალექსანდროვიჩ ბოგომოლეცი, ადამიანი გამაოცებელი ბედით. ი 1881 წელს კიევში, ლუკიანოვსკის ციხეში დაიბადა. იქ დედამისი სამხრეთ-რუსული მუშათა კავშირის წევრობისათვის იჯდა. მალე ბავშვი ნათესავებმა წაიყვანეს, დედა კი რამდენიმე წელიწადში, ციმბირში ჭლექისგან გარდაიცვალა.
როგორ მოატყუა მეცნიერმა იოსებ სტალინი და როგორ გადაურჩა სასჯელს
ბოგომოლეცმა სამედიცინო ფაკულტეტი დაამთავრა და ენდოკრინოლოგიისა და ნერვული სისტემების დარგის კვლევას შეუდგა. პირველ მსოფლიო ომამდე ცოტა ხნით ადრე მან შექმნა დისპანსერი "ბრძოლა ნაადრევ სიკვდილთან". მეცნიერმა გადაწყვიტა მეცნიერულად დაემტკიცებინა, რომ ადამიანი დედამიწაზე ძალიან მცირე ხნით ცხოვრობს, რომ ის მინიმუმ 100 წლის განმავლობაში უნდა ცხოვრობდეს.
ოქტომბრის რევოლუციას მეცნიერი დიდი აღფრთოვანებით შეხვდა, დედამისიც ხომ ამ იდეას შეეწირა და თავად ამ კვლევის იდეაც ძალიან მოეწონატ ბოლშევიკებს: სოციალისტურ სახელმწიფოში ხალხი დიდ ხანს და ბედნიერად უნდა ცხოვრობდეს. ბოგომოლეცმა განაცხადა, რომ შემქნა უკვდავების ელექსირი - ნივტიერება, რომელიც არ მისცემდა ადამიანის დამაკავშირებელ ქსოვილებს რღვევის საშუალებას და ხალხი 150 წელიწადს იცხოვრებდა. 1939 წელს გამოვიდა მისი წიგნი "სიცოცხლის გახანგრძლივება".
ამ დროისათვის სტალინს 60 წელი შეუსრულდა. ის თავადაც არ იყო 150 წლიანი ცხოვრების წინააღმდეგი, ამიტომაც ბოგომოლეცის კვლევებს სერიოზულად მოეკიდა. უბრძანა წიგნის გასაიდუმლოება, დღეგრძელობის რეცეპტები არ უნდა ყოფილიყო ყველასათვის ხელმისაწვდომი. "ერების ბელადს" მეცნიერი არ დაუვიწყებია და მუდმივად ჯილდოებს აძლევდა. ბოგომოლეცმა მიიღო სტალინის პრემია, სოციალისტური შრომის გმირის წოდება და ლენინის ორი ორდენი.
სამწუხაროდ, სტალინს გეგმები წყალში ჩაეყარა. 1946 წელს მეცნიერი ა.ა. ბოგომოლეცი 65 წლის ასაკში გარდაიცვალა. სტალინი საშინლად გაბრაზდა და მრისხანედ თქვა: "ყველა მოგვატყუა!". გასაკვირი არაა, რომ სულ მალე ბოგომოლეცის ნაშრომები უტოპიურად და ანტიმეცნიერულად გამოცხადდა. მის მიერ შექმნილი ინსტიტუტები დახურვის პირას იდგნენ.
თუმცა არ შეიძლება ითქვას, რომ მეცნიერის ნაშრომები უვარგისი იყო. სისხლის გადასხმის მისი მეთოდით მრავალ მეომარს დაეხმარნენ. მეცნიერის გარდაცვალების მიზეზად შრომისგან გადატვირთვას ასახელებენ.

წყარო: http://i-fakt.ru/kak-uchenyj-obmanul-iosifa-stalina-i-izbezhal-nakazaniya/