onlain sesxebi - ყველა

მეგობრების 12 ტიპი, რომლებისგანაც თავი შორს უნდა დაიჭიროთ

1. მსხვერპლები: "თქვენთან ყველაფერი კარგადაა, მე კი..."
მეგობრების 12 ტიპი, რომლებისგანაც თავი შორს უნდა დაიჭიროთ

მათ ყველა აბრაზებთ, და სწორედ სიტყვებით ავადდებიან. ასეთ ადამიანებს სტანდარტულად ვერ მოექცევით, რადგან მათგან მუდმივად მოისმენთ ცრემლიან და გაბრაზებულ საუბრებს.

2. მხსნელები: "მიყურე და ისწავლე"
მეგობრების 12 ტიპი, რომლებისგანაც თავი შორს უნდა დაიჭიროთ

მათ ყოველთვის გააჩნიატ ინსტრუქციები და მზა რჩევები ცხოვრებისათვის. მაშინაც კი, თუ თქვენ არანაირი პრობლემა არ გაქვთ და მშვენივრად ცხოვრობთ, მათ საკუთარი თავი მაინც მზრუნველი ზრდასრული ჰგონიათ. და თქვენ გსურთ ეს?

3. დამოკიდებულები: "მეც რომ შენსავით გამმართლებოდა"
მეგობრების 12 ტიპი, რომლებისგანაც თავი შორს უნდა დაიჭიროთ

ასეთმა ადამიანებბა აუცილებლად უნდა მიიღონ ის, რაც თქვენ გაქვთ. ნებისმიერ ფასად. შემდეგ კი აღმოჩნდება, რომ მათ ეს სულაც არ უნდოდათ. დამნაშავედ თქვენ გამოგაცხადებენ, რადგან თქვენ თავად უყვებით თქვენს მიღწევებზე.

4. იდეურები: "და მოდით..."
მეგობრების 12 ტიპი, რომლებისგანაც თავი შორს უნდა დაიჭიროთ

როდესაცეს ადამიანი რაღაც ახლით მოიხიბლება, მაშინვე სხვების "განათლებას" იწყებენ. მუდამ გასწავლით, რომ უნდა გაუფრთხილდეთ ცხოველებს, უნდა დაკავდეთ მედიტაციით და ჭამოთ მხოლოდ ხილი. ასეთი ზეწოლის გაძლება მხოლოდ ზოგიერთს შეუძლია დათანაც ასეთი მეგობარი არასოდეს მოგისმენთ.

5. ერთდღიურები: "საერთოდ რა მოხდა გუშინ?"
მეგობრების 12 ტიპი, რომლებისგანაც თავი შორს უნდა დაიჭიროთ

ასეთი ადამიანები ცხოვრობენ დევიზით "მხოლოდ ერთად ვცხოვრობთ". ესე იგი დროის ტყუილად დახარჯვა შეიძლება და მუდმივად თავგადასავლები უნდა ვეძებოთ. ასეთ კომპანიაში შესაძლოა რაღაც დროით გაერთოთ, თუმცა კარგი მეგობრები მათგან არ გამოვა.

6. მათხოვრები: "შეიძლება...?"
მეგობრების 12 ტიპი, რომლებისგანაც თავი შორს უნდა დაიჭიროთ

არსებობენ ადამიანები, რომლებიც მიეჩვივნენ საჩუქრების მიღებას. საშიში იმაში არაფერია, თუ მეგობარს კაფეში დაპატიჟებთ ან მას საკუთარ ნივთს აჩუქებთ. მაგრამ თუ მეგობარს ძალიან მოსწონს წურბელას მდგომარეობა, მაშინ მასთან ურთიერთობა უნდა გაწყვიტოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში მოგიწევთ მისი კისერზე შესმა და ხანდახან მის უბედურებაში დამნაშავეობა.

7. მოლაყბეები: "შენ რა უთხარი?" "მან რა გითხრა?"
მეგობრების 12 ტიპი, რომლებისგანაც თავი შორს უნდა დაიჭიროთ

ასეთი ადამიანებისათვის ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესია - ცარიელი სიტყვები. დროის დიდ ნაწილს ისინი უვარგის ლაყბობაში ატარებენ. ასეთი მეგობრისაგან არც დახმარებას უნდა ელოდოთ და არც ყურადღებას.

8. ეგოისტები: "აი ასე დამემართა..."
მეგობრების 12 ტიპი, რომლებისგანაც თავი შორს უნდა დაიჭიროთ

მათ საერთოდ არ აინტერესებთ თქვენი ცხოვრება., ამიტომაც ნებისმიერი საუბარი საკუთარ თავზე გადაჰყავთ. ისინი გპასუხობენ: "ისე ცუდად ვარ, გამომაგდეს", კიდევ შეიძლება გაიგოთ: "ჰო, ცუდია. მე კი გუშინ ძალიან ცუდად ვიყავი, როდესაც აღმოჩნდა, რომ ეს ახალი ფეხსაცმელები მიჭერს".

9. ფეთქებადები: "წადი, თავად ვიცი!"
მეგობრების 12 ტიპი, რომლებისგანაც თავი შორს უნდა დაიჭიროთ

ალბათ შეხვედრილხარტ ენერგეტიკულ ვამპირებს, რომლებთან შეხვედრის შემდეგაც თავს გაწურულ ლიმონად გრძნობთ. მათ აქვთ არაკონტროლირებადი მრისხანება, გაღიზიანება, მოქმედებენ სულელურად. არ ღირს მათზე საკუთარი დროის დახარჯვა.

10. უსირცხვილოები: "სად იპოვე ეს საშინელი კაბა?"
მეგობრების 12 ტიპი, რომლებისგანაც თავი შორს უნდა დაიჭიროთ

ასეთი ადამიანები აუცილებლად გამონახავენ ფრაზას ან მაგალითს, რათა თქვენ გრძნობებს ავნოს. მათ შეუძლიათ უცნაური კითხვა დაგისვან, რომელიც გაგაწითლებთ, შეიძლება უტვინო ხუმრობითაც მოგიწიოთ პასუხის გაცემა. ერთი სიტყვით, ასეთ მეგობართან ერთად ვერ მოისვენებთ.

11. კრიტიკოსები: "ისევ არასწორად გააკეთე"
მეგობრების 12 ტიპი, რომლებისგანაც თავი შორს უნდა დაიჭიროთ

ჯანსაღი კრიტიკა - კარგი რამაა. თუმცა არსებობენ ადამიანები რომლებიც მიჩვეულები არიან კრიტიკას არგუმენტირებულად და მის გარეშე. პრობლემა თავად მათშია და არა თქვენში. მეტად სავარაუდოა, რომ ისინი უკმაყოფილოები არიან საკუთარი ცხოვრებით და უიღბლოდ გრძნობენ თავს. თქვენ ხარჯზე კი პიროვნებას იმტკიცებენ.

12. დროის მჭამელები: "მოდი ცოტა ვიჭორაოთ"
მეგობრების 12 ტიპი, რომლებისგანაც თავი შორს უნდა დაიჭიროთ

ისინი მიეჩვივნენ თქვენი დროის მიზანმიმართულად ფუჭად ხარჯვას. მუდმივად გიწევთ მათთვის რაღაცის კეთება, სადმე წასვლა ან მგზავრობა. მაგრამ თუ ასეთი მოთხოვნები თქვენც გაგიჩნდებათ, ასეთი მეგობრები განზე გადგებიან.

წყარო: https://www.adme.ru/svoboda-psihologiya/12-tipov-druzej-skandal-s-kotorymi-neizbezhen-1610815/