onlain sesxebi - ყველა

რატომაა პიტნა ცივი, წიწაკა კი ცხელი

რატომაა პიტნა ცივი, წიწაკა კი ცხელი

ყველას, ერთხელ მაინც გვაქვს გასინჯული პიტნის კანფეტი ან საღეჭი რეზინი, რომელიც სიცივის შეგრძნებას გვიტოვებს პირის ღრუში. თუმცა, ცოტამ თუ იცის, ამას რა იწვევს.
ცნობილია, რომ სიცივეს შევიგრძნობთ სიცივის რეცეპტორებით, რომლებიც ჩვენს კანზეა განთავსებული. თუ ტემპერატურა ნორმაზე დაბლა ეცემა, მაშინ ტვინში მიდის ნერვული იმპულსი, რის შემდეგაც სისხლძარღვები ვიწროვდება და სისხლი ნაკლებად მოძრაობს. თუმცა ეს რეცეპტორები რეაგირებენ არამარტო სიცივეზე, არამედ კიდევ რამდენიმე ნივთიერებაზე, რომელთაგანაც ერთ-ერთს პიტნა შეიცავს. სინამდვილეში ის არ არის ცივი, ის უბრალოდ სიცივის ილუზიას ქმნის. ის სიცივის რეცეპტორების გარდა ყველა რეცეპტორს უგრძნობს ხდის და უმეტესად ტვინში სიცივის იმპულსები იგზავნება და ჩვენც სიცივეს ვგრძნობთ.

რატომაა პიტნა ცივი, წიწაკა კი ცხელი

აი წითელი წიწაკა, ენაზე მოხვედრისთანავე, იწვევს "ხანძარს" მასში შემავალი კაპსაიცინის ნივთიერება, რომელიც ტრიგემიანლური ნერვების რეცეპტორებს ასტიმულირებს.
უმეტესად ეს ნივთიერება წიწაკის შიდა კედლებშია. ამიტომაც წვის ეფექტი ჩაკბეჩიდან მცირე ხანში ჩნდება. ამ ნივთიერების სულ პატარა დოზაც კი საგრძნობ ეფექტს იწვევს ენაზე. კაპსაიცინი მის "ცეცხლსაშიშობასთან" ერთად უფრო სასარგებლოცაა ვიდრე მავნე, - ის ასტიმულირებს კუჭის წვენის გამოყოფას და მადას აუმჯობესებს. ასევე ეს ნივთიერება კლავს ავთვისებიან უჯრედებს.

წყარო: http://i-fakt.ru/pochemu-myata-xolodnaya-a-perec-goryachij/
Регистрация