onlain sesxebi - ყველა

10 უზუსტობა, რომლისგანაც უნდა გავთავისუფლდეთ

1. პრეისტორიულ დროში ცხოვრების საშუალო სიხანგრძლივე 30 წელიწადი იყო, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ ასაკის ზევით არავინ ცხოვრობდა. ბავშვთა სიკვდილიანობის მარალი პროცენტი საგრძნობლად ამცირებდა ხალხის სიცოცხლის საშუალო სიხანგრძლივეს. თუმცა ამასთან ერთად ზოგიერთი ადამიანის სიცოცხლე 30 წელიწადზე ბევრად დიდხანს გრძელდებოდა.
10 უზუსტობა, რომლისგანაც უნდა გავთავისუფლდეთ


2. სინამდვილეში, ადამიანი წელიწადში 8 ობობას არ ყლაპავს. ასეთი მტაცებლების უმეტესობა არასოდეს შეუტევს თავისზე რამდენჯერმე დიდ არსებას. ამასთან ერთად ობობები ძალიან მგრძნობიარეები არიან სითბოსა და ვიბრაციის მიმართ და არასოდეს ააცოცდებიან ვინმეს სპეციალურად. ეს საშინელი ციფრი 1993 წელს ლიზი ჰოლსტის სტატიაში გამოქვეყნდა, რომელშიც მან მოიგონა "ფაქტები", რათა ხალხის კრედიტურობის დემონსტრაცია მოეხდინა.
10 უზუსტობა, რომლისგანაც უნდა გავთავისუფლდეთ


3. ელვას შეუძლია ერთ ადგილას ორჯერ მოხვდეს. მეტიც: კვლევები აჩვენებს, რომ ასეთი მოვლენა არც ისეთი იშვიათობაა.
10 უზუსტობა, რომლისგანაც უნდა გავთავისუფლდეთ


4. თუ ცდილობთ საკმარისი სითხე მიიღოთ და მერვე ჭიქას უკვე ძალით იღებთ, შეწყვიტეთ - თქვენმა ორგანიზმმა უკვე საკმარისი სითხე მიიღო. ეს ციფრი არ არის უნივერსალური, მთავარია - წყურვილი თანამედროვეულად მოიკლათ. კვლევები გვაჩვენებენ, რომ ტვინი თავად აძნელებს ყლაპვას, როდესაც ხვდება, რომ სითხე სხეულში ნორმას აჭარბებს.

5. ზოგს ჰგონია, რომ ჭამის შემდეგ ცურვა არ შეიძლება, თუმცა ცურვა ჭამის შემდეგ იმაზე მეტად არ გავნებთ, ვიდრე უბრალო გასეირნება. არაგადამუშავებული საკვები ვერ მიგიყვანთ კრუნჩხვებამდე, მაქსიმალური, რაც შეიძლება იგრძნოთ, - ღებინებაა.
10 უზუსტობა, რომლისგანაც უნდა გავთავისუფლდეთ


6. არსებობს თეორია, რომ ძაღლის 1 წელი ადამიანის 7 წელს უდრის, თუმცა ეს უბრალოდ სამოციანი წლების საბავშვო ამოცანების გადმონაშთია. სინამდვილეში ეს რიცხვი დამოკიდებულია ცხოველის ჯიშსა და ზომაზე.

7. ბუზები არ ცხოვრობენ 24 საათის განმავლობაში. ოთახის ბუზის სიცოცხლის ხანგრძლივობა 2-4 კვირას შეადგენს. მათ ასევე მთელი ზამთრის ძილში გატარება შეუძლიათ.

8. ადამიანის ენა არანაირ ზონად არ იყოფა. ჩვენ გემოს მთლიან ენაზე ერთნაირად ვგრძნობთ. ვერსია 4 ზონაზე გერმანელი მეცნიერის დევიდ ჰენიგის ნაშრომის არასწორი თარგმანის შედეგად გაჩნდა.
10 უზუსტობა, რომლისგანაც უნდა გავთავისუფლდეთ


9. არსებობს ვერსია, რომ ოქროს თევზის მახსოვრობა 3 წამს შეადგენს, მაგრამ კვლევებმა აჩვენეს, რომ თევზებმა, რომლებიც 1 თვის განმავლობაში საკვების მიღებას გარკვეული ხმის შემდეგ მიეჩვივნენ, იგივე რამ 5 თვის შემდეგ გაიხსენეს.

10. ადამიანს სინამდვილეში 5 გრძნობაზე მეტი აქვს. ზოგიერთი მეცნიერი 21-საც კი ითვლის, სადაც შედის, მაგალითად ბალანსი, ტკივილი, ტემპერატურა, გარემოს შეგრძნება.
10 უზუსტობა, რომლისგანაც უნდა გავთავისუფლდეთ


ბონუსი: სინამდვილეში ხარები ფერებსაც კი ვერ არჩევენ. მათ თავად ის ნაჭერი განარისხებთ, რომელსაც წინ უფრიალებენ.
10 უზუსტობა, რომლისგანაც უნდა გავთავისუფლდეთ