onlain sesxebi - ყველა

12 შემზარავი ტყე, რომელიც დღისითაც შეძლებს თქვენს შეშინებას

ტიკის ტყეები, სამხრეთი აფრიკა
12 შემზარავი ტყე, რომელიც დღისითაც შეძლებს თქვენს შეშინებას

ეს ხეები "გარეგნულად საშინელები, შინაგანად კი კეთილები არიან". თუ აფრიკაში მოხვდებით და შემთხვევით ტიკის ტყეებს შეხვდებით, მათზე ინფორმაციის ცოდნის გარეშე, შესაძლოა გამწვანდეთ, ფერი დაკარგოთ ან ენა დაგებათ.
დასისხლიანებული ღერის გვერდიტ ჩავლისას წარმოიდგენთ, რომ აქ საშინელი დანაშაული მოხდა. სინამდვილეში ამ ხის ფისის ფერი უბრალოდ სპეციფიურია, რაც მას ინტერიერის დიზაინში ძალიან მოთხოვნადს ხდის.

აოკიგაჰარა, იაპონია
12 შემზარავი ტყე, რომელიც დღისითაც შეძლებს თქვენს შეშინებას

ფუძის მთის ქვეშ ეს სევდიანი ტყე მდებარეობს. ის ცნობილია, როგორც თვითმკვლელების ტყე. ლეგენდებს ამ ადგილის შესახებ იაპონელები შუასაუკუნეებიდან ჰყვებიან. მეცხრამეტე საუკუნეში ღარიბ იაპონურ ოჯახებს აქ მოხუცები და ბავშვები მოჰყავდათ სასიკვდილოდ, რადგან მათ გამოკვებას ვერ ახერხებდნენ.
სულიერად სსუსტი ადამიანები ამ ტყისგან თავს შორს იჭერენ, რადგან როგორც ამბობენ, საკმარისია რამდენიმე ნაბიჯით სიღრმეში შესვლა და დაინახავთ თვითმკვლელთა ნივთებს.

ჟანგიანი ტყე, უკრაინა
12 შემზარავი ტყე, რომელიც დღისითაც შეძლებს თქვენს შეშინებას

ჩერნობილის კატასტროფამ უკრაინას საკმაოდ სევდიანად გაუთქვა სახელი. ფიჭვნარის უზარმაზარი ტერიტორია რადიოაქტიურმა მტვერმა დაფარა, რამაც ხეები სიკვდილამდე და გაყავისფრებამდე მიიყვანა. ტეზაქტივაციის დროს ჟანგიანი ტყის ტერიტორია ბულდოზერებით დაიტანეს და დამარხეს. ახლა ტყე სპეციალური გზით აღედგინება.
ავარიისთანავე ხალხმა შეამჩნია, რომ ტყეში ხეები ანათებდნენ, თითქოს ტყე სულებით ივსებოდა. სინამდვილეში ამას მეცნიერული ახსნა აქვს, თუმცა ჩერნობილელ გიდებს დღესაც შეუძლიათ ტურისტების შეშინება.

ბენინგტონის სამკუთხედი, აშშ
აშშ-ში ვერმონტის შტატში არსებობს ტყე არც ისე კარგი რეპუტაციით: მასში უგზოუკვლოდ ქრებოდა ხალხი. შეტყობინებები მოდიოდა ასევე უცნაური ხმების შესახებ, უცნაური ატმოსფერული მოვლენების შესახებ და მანამდე ტყეში უნახავი ცხოველების შესახებ. ეს ტყე ინდიელების დროიდან დაწყევლილად ითვლებოდა და ყოველთვის ყველა გვერდს უვლიდა.

უაიჩვუდი, დიდი ბრიტანეთი
ოდესღაც ეს ოკსფორდშირის საგრაფოს სანადირო ტყე იყო, მოგვიანებით ამ ტყეში შემოსვლა აღარავის უნდოდა, რათა თავი აერიდებინა გრაფი ლესტერის ცოლის მოჩვენებისათვის, რომელმაც კისერი მოიტეხა უცნობი მიზეზების გამო.

ჰოია-ბაჩუ, რუმინეთი
ეს ტყე ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე იდუმალ ადგილად ითვლება, მას "ტრანსილვანიის ბერმუდის სამკუთხედსაც" კი უწოდებენ.
სულ რაღაც 100 წლის წინ ეს ჩვეულებრივი ტყე იყო. თუმცა მალე უცნაურო მოვლენები დაიწყო: ღეროები უცნაურ ფორმებში დაიგრიხნენ. ტყიდან გაქრნენ ცხოველები, შემდეგ კი ფრინველები.
ეს ტყე ლეგენდებითაა მოცული - ხან მწყემსი დაიკარგება მისი 200 ცხვრით, ხან გოგონა შევა პეპლის დასაჭერად და 5 წლის შემდეგ ისევ იგივე ასაკის გამოდის პეპლით ხელში. ტყის შუაში დიდი ველიც მდებარეობს, რომელსაც მფრინავი თეფშის დასაჯდომად თვლიან.

მყვირალა ტყე, დიდი ბრიტანეთი
ეს ადგილი კენტის საგრაფოშია, შესულია გინესის რეკორდების წიგნში, როგორც "დიდი ბრიტანეთსი ყველაზე მეტი მოჩვენების ბინა". ითვლება, რომ ამ ტყეში 12-14 მოჩვენება ბინადრობს.
როგორც უკვე შეგიძლიათ ჩათვალოთ, ადგილობრივებს ამ ტყიდან სულტა ყვირილი უნდა ესმოდეთ. ამბობენ, რომ ეს მათი სულებია, ვინც აქ დაიკარგა და მოკვდა.

წყალსაცავი "ფრითაუნ-ფოლ-რივერი", აშშ
ფრითაუნის ტყის ნაწილი მასაჩუსეტსის შტატში მდებარეობს. მას "ბრიჯუოთერსის სამკუთხედს" ეძახიან.
ითვლება, რომ ეს სატანისტების, ბანდიტების და თვითმკვლელების ტერიტორიად ითვლება. ლეგენდების თანახმად ეს მხარე დიდი ხანია სხვადასხვა კულტებს ემსახურება. აქაური ლეგენდები გვეუბნებიან ელვის ბურთებზე, გიგანტურ გველებზე, დასახიჩრებულ ცხოველებზე, მფრინავ თეფშებზე და სხვადასხვა უცნაურ მოვლენებზე.

ტყე ჩრდილოეთ სენტინელის კუნძულზე, ინდოეთი
ეს არც ისე იდუმალი ტყეა. მისი უცნაურობა იმით გამოიხატება, რომ არავინ იცის იქ რა მცენარეები იზრდება, რაჯიშის ცხოველები და ფრინველები ბინადრობენ. იქ ისეთებიც ბინადრობენ, რომლებიც გადაშენებულებად ითვლებიან.
აქ დღემდე ცხოვრობს ძალიან მეომარი ტომი, რომელიც უკონტაქტოებს მიეკუთვნება. მათთან დაკავშირების თითოეული მცდელობა ერთნაირად მთავრდება: საპასუხოდ მხოლოდ ისრებს ისვრიან.

[b]ძველი სახლის ტყე, აშშ
მეთიუზი - მცირე ტერიტორია ვირჯინიას შტატში, რომელიც ადრე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პორტი იყო, რომელიც დღეს გადმოცემების თანახმად აჩრდილების ბინად ითვლება, რომლებიც მკვდარი ჯარისკაცებისა და მეკობრეების სხეულებიდან ამოვიდნენ.
აქ შეუმჩნევიათ მონები, ინდიელები, მცურავი ცეცხლი, უთავო ძაღლები და მოჩვენება-გემებიც კი, რომლებიც ტყის სიღრმეში შედიოდნენ.

[b]მკვდარი თოჯინების კუნძული, მექსიკა

ასეულობით ძველი თოჯინა ჰკიდია ხეებზე ტყეში, რომელიც მექსიკის დედაქალაქიდან მოთავსებულ კუნძულზე მდებარეობს. ლეგენდის თანახმად 50 წლის წინ აქ მცხოვრებმა დონ ჯულიან სანტანამ ერთ-ერთ არხში აღმოაჩინა გარდაცვლილი გოგონა და მასთან ახლოს თოჯინა, რომელიც მან ხეზე ჩამოკიდა გოგნას სამახსოვროდ. მას დიდი ხნის განმავლობაში არ დაურღვევია ეს ტრადიცია. 2001 წელს იმ ხეზე მეათასე თოჯინა უნდა გაჩენილიყო, თუმცა სანტანა თავად დაიხრჩო იმ არხში.

წყარო: https://www.adme.ru/svoboda-puteshestviya/12-dremuchih-lesov-v-kotoryh-vsegda-proishodit-chto-to-strannoe-1597765/