mome.ge

რატომ იწმენდენ ბუზები თათებს

რატომ იწმენდენ ბუზები თათებს

ალბათ ყველას გინახავთ, როგორც იწმენდენ ბუზები დაჯდომისას თავიანთ თათებს. რატომ აკეთებენ ამას? სიმართლე ისაა, რომ ისინი ასე იშორებენ ჭუჭყს...
აღმოჩნდა, რომ ბრჭყალებს შორის მათ მიკროსკოპული ზომის თმები აქვთ, რომელიც ჯაგარს გვაგონებს. ამ თმის თითოეულ ღერზე მათ აქვთ ტუმბოები, რომლებიც დისკებს გვაგონებენ. ამ დისკებიდან გამოიყოფა ცხიმი და თმები და ზედაპირი, რომელზეც ბუზი ჯდება, ერთმანეთს ეკრობიან. ეს შეიძლება შუშაც კი იყოს.
რა თქმა უნდა, როდესაც ის სხვადასხვა ზედაპირებზე დაცოცავს, მას ამ თმებში ჭუჭყი უგროვდება. იმისათვის, რომ ის ზედაპირს კვლავ კარგად მიეწებოს, მას უწევს თმებიდან ამ ჭუჭყის მოცილება.
თუ ბუზი ცხიმს აღარ გამოყოფს, მაშინ ის ვეღარ შეძლებს ყველგან ჯდომას.
რატომ იწმენდენ ბუზები თათებს

იცოდით, რომ ბუზებს ფეხებზე გემოს რეცეპტორებიც კი აქვთ. ეს ნიშნავს იმას, რომ ისინი დაჯდომისთანავე შეიგრძნობენ ტითოეული საგნის გემოს. ის ფეხებით 100-200ჯერ უფრო კარგად აანალიზირებს საკვებს, ვიდრე ადამიანის ენა.
და ბოლოს უნდა შეგახსენოთ, რომ ბუზები უამრავი დაავადების გადამტანები არიან, ამიტომაც თუ ისინი სახლში მომრავლდნენ, რაც შეიძლება სწრაფად გათავისუფლდით მათგან. ისინი კარგს არაფერს მოიტანენ.

წყარო: http://i-fakt.ru/pochemu-muxi-moyut-lapki/
Регистрация