onlain sesxebi - ყველა

კიმანი მარუგე - ყველაზე მოხუცი მოსწავლე

კიმანი მარუგე - ყველაზე მოხუცი მოსწავლე

2004 წელს კენიაში, ქალაქ ელდორეტის დაწყებით სკოლაში ერთი უჩვეულო პირველკლასელი მოვიდა. საქმე იმაშია, რომ იმ დროს ის უკვე 84 წლის იყო. მართალია კიმანი მარუგეს არანაირი დაბადების დამადასტურებელი დოკუმენტები არ წარუდგენია, თუმცა ამტკიცებდა რომ ის 1920 წელს დაიბადა. სკოლის ხელმძღვანელობამ მასთან შეხვედრა გადაწყვიტა, და საბოლოოდ ის პირველი კლასის ოთახთან ერთად გინესის რეკორდების წიგნშიც მოხვდა, როგორც მსოფლიოში ყველაზე მოხუცი მოსწავლე.
2003 წელს კენიის ხელისუფლებამ მიიღო კანონი საყოველთაო, უფასო განათლების შესახებ და კიმანი მარუგემაც ამით სარგებლობა გადაწყვიტა, ეს კი იმით ახსნა, რომ მას ყოველთვის უნდოდა ბიბლიის წაკითხვა. ის ღარიბ ოჯახში დაიბადა, სადაც ბავშვებისათვის რაიმე განათლების მიცემაც კი შეუძლებელი იყო.
სხვათა შორის, კიმანი მარუგე სკოლაში მის შვილიშვილებთან ერთად შევიდა, რომლებიც მაშინ უკვე 30 წელს იყვნენ გადაცილებულნი. მალე მოხუცი მოსწავლის ოცნება ახდა: მან დაიწყო ბიბლიის კითხვა და მოინათლა, როგორც სტივანი, დიდმოწამე სტეფანის საპატივცემულოდ. ამ დროისათვის კიმანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო. მას კუჭის სიმსივნე აღმოუჩინეს, ამიტომ ეკლესიაში ის ინვალიდის ეტლით მიიყვანეს.
ჩვენი მოსწავლე-ვეტერანი წერა-კითხვაზე გაჩერებას არ აპირებდა. მას უფრო დიდი მიზნებიც ჰქონდა: მათემატიკის შესწავლის შემდეგ, უნდოდა თავიდან შეედგინა სიმღერა, რომელიც მისი აზრით ზედმეტად პატარა იყო. ხოლო სკოლის დამთავრების შემდეგ მას ვეტერინარობა უნდოდა.
ხმებმა უჩვეულო მოსწავლეზე გაერომდეც მიაღწია. 2005 წელს ის ნიუ-იორკშ მიიწვიეს, სადაც საყოველთაო განათლებაზე სიტყვით გამოვიდა. მას სასმენი აპარატიც კი აჩუქეს, რომელიც მას სჭირდებოდა: ის მეოცე საუკუნის შუა წლებში ბრიტანული კოლონიალური მმართველობის წინააღმდეგ აჯანყებაში მონაწილეობდა, სადაც ტყვედ ჩავარდა და წამების შედეგად ყურის ბარაბანები დაუზიანდა.
სამწუხაროდ მან ვერ შეძლო სკოლის დამთავრება. 2008 წელს მის ჯანმრთელობასთან სერიოზული პრობლემები გაუჩნდა და ვეღარ შეძლო სკოლაში სიარული. იმ დროისათვის ის უკვე კენიის დედაქალაქ ნაირობიში ცხოვრობდა: მისი სახლი გაიძარცვა 2007 წლის არეულობების დროს, მოუწია დევნილების ბანაკში გადასახლება. მომაკვდავიც კი, სთხოვდა მასწავლებლებს მასთან მოსვლას და სწავლებას. ის 2009 წლის 14 აგვისტოს გარდაიცვალა. სკოლის დასამთავრებლად 2 წელი არ ეყო.

წყარო: http://i-fakt.ru/kimani-maruge-samyj-pozhiloj-shkolnik-v-mire/