onlain sesxebi - ყველა

ყველაზე უცნაური ომი

ყველაზე უცნაური ომი


უკვე მრავალი წელია დანიასა და კანადას შორის გაჩაღებულია ომი ერთი პატარა ჰანსის კუნძულის გამო, რომელიც კენედის სრუტეში მდებარეობს კანადურ ნუნავუტსა და გრენლანდიას შორის, რომელიც როგორც ცნობილია დანიას ეკუთვნის. თუმცა კუნძული სრტის შუაში მდებარეობს და ამიტომ ორივე მხარე მას თავისად აცხადებს. კუნძულს ვერ დავარქმევთ განსაკუთრებით მიმზიდველს: მისი ტერიტორია სულ რაღაც 1,3 კვ.კმ.-ა, კლიმატიც მკაცრია. და მისთვის ომიც განსაკუთრებული გზით მიდის. მას "ვისკის ომსაც" უწოდებენ.

1973 წელს კანადამ და დანიამ შეძლეს საზღვაო საზღვრებზე შეთანხმება. რამდენიმე პატარა პრობლემა ჰანსის კუნძულთან დაკავშირებით გაჩნდა, თუმცა ქვეყნებმა ამის განხილვა საკმაოდ დიდი დროით გადადეს.

10 წელი ამ პრობლემას არავინ დაბრუნებია, თუმცა ცეცხლზე ნავთი დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა დაასხა. 1984 წელს ის ესტუმრა ამ დაუსახლებელ კუნძულს, იქ დატოვა შნაპსის ბოთლი და მოსაწვევი: "მოგესალმებით დანიაში!". კანადელებმაც არ დააყოვნეს და სულ მალე კუნძულზე გაჩნდა ვისკის ბოთლი და წარწერა: "მოგესალმებით კანადაში!".

ყველაზე უცნაური ომი


ამის შემდეგ ეს ტრადიციად იქცა: რამდენიმე თვეში ერთხელ კონფლიქტურ კუნძულზე ჩასვლა, მოწინააღმდეგის დროშის ჩამოხსნა სასმელის სახით, და საკუთარი დროშის აღმართვა. რა თქმა უნდა წარწერაც არ უნდა დაგვავიწყდეს. ორივე ქვეყანა აცხადებს, რომ ამ კუნძულისათვის შეიარაღებულ ბრძოლას არ დაიწყებენ, თუმცა მის დატმობას მაინც არავინ აპირებს.

მითუმეტეს, ამ ბოლო დროს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამ რაიონში, შესაძლოა ნავთობისა და გაზის დიდი რაოდენობა მოიპოვებოდეს. რაც იმას ნიშნავს, რომ კუნძულის მფლობელი საკმაოდ კარგად იხეირებს. აქ კი საქმეს მხოლოდ ერთი ბოთლი ვისკით ვერ მოაგვარებ.

კანადურმა მხარემ შეიტანა შეთავაზება, რომ კუნძული ორად გაიყოს. ამ მომენტში ორივე ქვეყანა თვლის, რომ ამ დროისათვის ეს საუკეთესო ვარიანტია.

სამართლიანობისთვის გეტყვით, რომ აქ დანიელები ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნეში მოვიდნენ, და თავად კუნძულს სახელი დანიელი პოლარული მკვლევარის ჰანს ჰენდრიკის საპატივცემულოდ ეწოდა. მან ეს მიწები 1871-1873 წლების ექსპედიციაში გამოიკვლია. ხოლოდ 1786 წლიდან დოკუმენტებში მოიხსენიება, როგორც ჰანსის კუნძული.

წყარო: http://i-fakt.ru/samaya-neobychnaya-vojna/