onlain sesxebi - ყველა

როგორ იხსნეს ფორთოხლებმა ოდესა

როგორ იხსნეს ფორთოხლებმა ოდესა

ის, რომ ბატებმა იხსნეს რომი, ყველამ იცის. ხოლო იმაზე, რომ ფორთხოლებმა ოდესა იხსნეს, ძალიან ცოტამ თუ იცის. ეს ძალიან საინტერესო ისტორიაა. 2004 წელს ძელგიც კი დაუდგეს ამ ხილს.

1796 წელს რუსეთის ტახტზე ავიდა იმპერატორი პავლე I, ეკატერინე II-ს ვაჟი. მისი კურთხევიდან მალევე შეწყდა ოდესის პორტის მშენებლობა, რადგან ქვეყანას საშუალება აღარ ჰქონდა. იმ დროს პორტი ქალაქის მთავარი შემოსავალი იყო, ქალაქს მნიშვნელოვანი ფინანსური პრობლემა გაუჩნდა.

1800 წლის 9 იანვარს ოდესის სამაგისტრო შეიკრიბა, სასწრაფოდ ზომები უნდა მიეღოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ქალაქი გაკოტრდებოდა. მიიღეს გადაწყვეტილება, რომ პავლე I-სგან 250 000 რუბლი ესესხებინათ 25 წლის ვადით. ისინი ხვდებოდნენ, რომ ქალაქს ასეთ "საჩუქარს" არავინ გაუკეთებდა, ამიტომ წერილში მიუთითეს, რომ მატ პორტში შემოსვლას ფორთოხლების დიდ პარტიას ელოდებოდნენ და 3000 გამორჩეულ ფორთოხალს სამეფო კარზე გააგზავნიდნენ.

მალე, მართლაც გაიგზავნა სამი ათასი საუკეთესო ეკზემპლარი სანკტ-პეტერბურგში. ტვირთი მთლიანად უვნებელი ჩავიდა ქალაქში. ოდესაში მალევე მოვიდა წერილი, რომელშიც პავლე წერდა, რომ ხაზინიდან აუცილებლად გამოიყოფოდა თანხა პორტის დასრულებისა და განვითარებისთვის.

საპორტო ქალაქისთვის ეს ნამდვილი ხსნა იყო. მაგისტრატის გამჭრიახობის წყალობით ქალაქმა მიიღო დაპირებული თანხა და სწრაფად განვითარება დაიწყო. სხვათა შორის, მადლიერმა მაცხოვრებლებმა 200 წლის შემდეგაც არ დაივიწყეს იმპერატორის სიკეთე და 2004 წელს ფორთოხლის ძეგლი დადგეს.

წყარო: http://i-fakt.ru/kak-apelsiny-spasli-odessu/