mome.ge

7 ეფექტური გზა დახმარების სათხოვნელად და მის მისაღებად

7 ეფექტური გზა დახმარების სათხოვნელად და მის მისაღებად

თქვენ შეგიძლიატ ეს რჩევები გამოიყენოთ ოჯახთან ურთიერტობისას, სამუშაოზე, მეგობრებთან და უცხოებთან, ან გამოიყენოთ კლიენტ-მომსახუების სიტუაციებში. აი რა უნდა გააკეთოთ დახმარების მისაღებად.

1. აჩვენეთ, რომ ცდილობთ საკუთარ თავს დაეხმაროთ, მაგრამ უშედეგოდ
ხალხი მათ უფრო დაეხმარება, ვინც უკვე სცადა საკუთარი ტავის დახმარება, ვიდრე მასთან, ვისაც უბრალოდ მომსახურება უნდა. ("ვცადე დაგუგლვა..", "ვდაცე კომპიტერი გადამეტვირთა...") დააფორმულირეთ თქვენი სათხოვარი ლაკონიურად და გასაგებად. წარმოიდგინეთ, რომ სიას წერთ, იყავით კონკრეტულები.

2. აჩვენეთ, რომ მანამდეც დაგხმარებიათ, ამ ადამიანის რჩევა
არაა სასიამოვნო, როდესაც ადამიანს ეხმარები ის კი შენს რჩევებს არ ითვალისწინებს. ხალხი ეხმარება მათ ვისშიც დარწმუნებულია. მაშინ რატომ უნდა დახარჯო დრო და ძალა ტყუილად? ამიტომ თუ ვინმეს დახმარებას სთხოვთ, დარწმუნდით, რომ მან იცის, თუ როგორ გაითვალისწინებთ მის რჩევებს.

3. დაგეგმეთ თხოვნის დრო
ყველას ყოველთვის არ სცალია და სხვადასხვა დროს სხვადასხვა ხასიათზეა. თუ იცით, როდისაა თქვენი თხოვნა ყველაზე ეფექტური, მაშინ აუცილებლად მიიღებთ დახმარებას.

4. გამოიყენეთ ტექნიკა "ფეხი კარში" ან "კარი სახეში"
ეს ტაქტიკები მანიპულირებად ითვლება და ამიტომ მათ ფრთხილად უნდა მოეპყრათ. ტექნიკა "ფეხი კარში" - თქვენ აკეთებთ პატარა თხოვნას, რომელზეც იცით, რომ უარს არ გეტყვიან, შემდეგ კი თხოვთ რაიმე დიდს. ტექნიკა "კარი სახეში" პირიქით მოქმედებს - როდესაც დიდ თხოვნაზე გეუბნებიან უარს, მაშინ სთხოვეთ რაიმე მცირე და ის აუცილებლად დაგეხმარებათ და თავს დამნაშავედ იგრძნობს.

როგორც წესი, უცხო ადამიანები სიამოვნებით გამოგიწვდიან დახმარების ხელს

5. ნუ აფიქრებინებთ სხვას, თუ რა დახმარება გესაჭიროებათ
როდესაც ვინმეს დახმარებას სთხოვთ, დარწმუნდით, რომ ზუსტად იცის რა გესაჭიროებათ. მაგალითად, თუ გინდათ რომ თქვენმა მეუღლემ გაჩვენოტ, თუ რა უნდა გააკეთოთ, და ამის მაგივრად უბრალოდ არ გითხრათ, სთხოვეთ სწორედ ეს. ხანდახან გინდათ, რომ ვინმეს სპონტანურად თავად შემოგთავაზოთ დახმარება. მაგალითად, თქვენ მიათრევთ მძიმე ჩემოდანს კიბეზე. შეგიძლიატ თავად ითხოვოთ დახმარება, ნუ შეგრცხვებათ, რაც მეტ პრაქტიკას გაივლით, მით უფრო ადვილი იქნება ეს. თუმცა უდარდელობაში არ უნდა გადახვიდეთ.

6. გამოიყენეთ რამდენიმე არხი
თუ რეკავტ რომელიმე კომპანიასი მომსახურებისთვის, მაშინ უნდა სცადოთ რამდენიმე ვარიანტი იმისთვის, რომ მიიღოტ ის, რაც გინდათ. მაგალითად, გამოიყენეთ არამხოლოდ ტელეფონი, არამედ ჩატიც, წერილები, პირადი შეხვედრები და სოციალური ქსელი. თუ თქვენ დარეკეთ და ვერ მიიღეთ სათანადო პასუხი, მაშინ დაკიდეთ ყურმილი და სცადეთ სხვა წარმომადგენელთან საუბარი.

7. დაეხმარეთ თავად
თქვენ განეკუთვნებით მათ რიცხვს, ვინც თავად უფრო ბევრჯერ სთავაზობს ან ეხმარება, ვიდრე თვითონ იღებს? მაშინ მისი მიღების მეტი შანსი გაქვთ. მაგალითად მეუღლეები გადახრილები არიან ურთიერთობაში თავიანთი წვლილის შეფასებისკენ. და თუ ფიქრობთ, რომ თქვენ პარტნიორს უფრო მეტჯერ ეხმარებით, ვიდრე ის თქვენ, მაშინ მისგან დახმარების მიღება უფრო გაგიადვილდებათ.

წყარო: http://www.psychologies.ru/self-knowledge/behavior/7-effektivnyih-sposobov-poprosit-o-pomoschi-i-poluchit-ee/
Регистрация