onlain sesxebi - ყველა

როდის გადადიან ახალგაზრდები სხვადასხვა ქვეყნებში ცალკე საცხოვრებლად

საბერძნეთი
საბერძნეთში 30 წლის ახალგაზრდები, რომლებიც მშობლებთან ცხოვრობენ, იშვიათობა არაა. სოციოლოგები თვლიან, რომ ბერძნული ახალგაზრდობა მიეჩვია ყველაფერი გამზადებულის მიღებას და შიშს სიძნელეების მიმართ. გვერდს ვერ ავუვლით ეკონომიკურ სიძნელეებსაც. მაგალითად, სალონიკში და ათენში ბინის ქირა და კომუნალური გადასახადები ხელფასსაც უტოლდება.

[b]იტალია
სტატისტიკის მიხედვით, იტალიელი ახალგაზრდების ნახევარი 18 წლიდან 34 წლამდე მშობლებთან ცხოვრობენ, მიუხედავად იმისა, მათ აქვთ სამუშაო თუ არა. ამ პრობლემის გადაჭრას სახელმწიფოებრივ დონეზეც კი ცდილობენ.
მაღალ ფასებს უძრავ ქონებაზე და სამუშაოს პრობლემებს დიდი გავლენა აქვთ ამ სიტუაციაზე. თუმცა არც ისე მცირე როლს ასრულებს ის, რომ თავად ახალგაზრდებისთვისაა მოსახერხებელი მშობლებთან ცხოვრება და ისინიც ყველაფრით ცდილობენ მათ დაინტერესებას, მათ შორის მატერიალურადაც.

[b]ისრაელი
როდის გადადიან ახალგაზრდები სხვადასხვა ქვეყნებში ცალკე საცხოვრებლად

ბევრი ახალგაზრდა ადამიანი ისრაელში სკოლის დამთავრების შემდეგ ჯარში მიდის. სამსახურს 21 წლის ასაკში ამთავრებენ. ჯარიდან სახლში დაბრუნება ძალიან იშვიათია. თუ არსებობს შემთხვევა, როცა ვინმე მშობლებთან ცხოვრობს, ეს დროებითი სიტუაციაა, მაგალითად მათ დრო სჭირდებათ, რომ ფული დააგროვონ.
ზოგი მშობელი მათ ეხმარება კიდეც ბინის ქირაობაში, რომლებსაც ახალგაზრდები 3-4 ადამიანთან ერთად იყოფენ. ამ საკითხში მშობლები არ უშლიან შვილს.

[b]ეგვიპტე
ახალგაზრდების უმეტესობა ეგვიპტეში 18 წლის შემდეგ მშობლებისგან ცალკე გადასვლას ლამობს. ამ გეგმაში ბევრს მატერიალური და ტრადიციული სიძნელეები უშლიან ხელს. კაცი რომ დაქორწინდეს, მას ხომ კარგი ხელფასი უნდა ჰქონდეს, უნდა იყიდოს ბინა, ავეჯი და ცოლს საჩუქრები უნდა უყიდოს.
თუმცა ყოველი მეოთხე მაცხოვრებელი რჩება მშობლებთან. ეკონომიკური კრიზისი ბევრს აძალებს მშობლების სახლში დარჩენას.

[b]რუსეთი
რუსეთის ახალგაზრდობის უმრავლესობა 24 წლამდე მშობლებთან ცხოვრობს. რუსეთის პროვინციული მოსახლეობის რაღაც ნაწილი 18-დან 21 წლამდე ქმნის ოჯახს. ჩვეულებისამებრ ეს პროფესიულ განათლებასთანაა დაკავშირებული. ბევრი საერთო საცხოვრებელში ცხოვრობს და ქირას მეგობრებთან ერთად იხდის.

[b]აშშ
აშშ-ში არაა მიღებული მშობლიურ სახლში დარჩენა. სკოლის დამთავრების შემდეგ ხალხი კოლეჯში ან უნივერსიტეტში მიდის. სწავლის დამთავრების შემდეგ ზოგი მშობლებთან ბრუნდება. ითვლება, რომ 25 წლის შემდეგ ადამიანმა მარტო უნდა იცხოვროს.

[b]დიდი ბრიტანეთი
დიდ ბრიტანეთში უნივერსიტეტში სწავლის დაწყებისასვე მირებულია ცალკე გადასვლა. თუმცა არსებობს სხვა სიტუაციები, როდესაც შვილები მშობლეთან რჩებიან დიდ სახლში, მაგრამ 24 წლის შემდეგ უმეტესობა ოჯახს ქმნის და ცალკე ცხოვრებას იწყებს.

[b]საფრანგეთი
ფრანგების უმეტესობა სკოლის დამთავრებისთანავე ტოვებს მშობლებს. კარგი უნივერსიტეტები ქვეყნის ყველა კუთხეშია. ისინი საერთო საცხოვრებელში ცხოვრობენ ან მეგობრებთან ერთად ქირაობენ ბინებს. მშობლები დისტანციას ინარჩუნებენ და ფაქტობრივად არ ერევიან მათ ცხოვრებაში.

[b]გერმანია
გერმანელების უმეტესობა თვლის, რომ 25 წლის შემდეგ ყველამ უნდა დატოვოს მშობლები და ცალკე დაიწყოს ცხოვრება, თავად იქირაოს ან იყიდოს ბინა, თავად მოიპოვოს ყველაფერი რაც სჭირდება.
გერმანელების უმეტესობა 24 წლამდე ცხოვრობს მშობლებთან. სტატისტიკა გვაჩვენებს, რომ 40 წლისას მამაკაცების მხოლოდ 4% და ქალების მხოლოდ 1% ცხოვრობს მათ მშობლებთან.

[b]შვედეთი
სკოლის დამთავრების შემდეგ (დაახლოებით 18 წელი) ახალგაზრდა შვედები ტოვებენ მშობლების საცხოვრებელს და საკუთარ ბინაში გადადიან. ხშირ შემთხვევაში ისინი ერთ ქალაქში ცხოვრობენ და მშობლებთან ურტიერთობას არ წყვეტენ. ისინი თავად ირჩევენ, რისი სწავლა უნდათ, თავად იხდიან საფასურს და თავად უძღვებიან სახლის საქმეებს.

წყარო: https://www.adme.ru/svoboda-puteshestviya/do-kakogo-vozrasta-deti-zhivut-s-roditelyami-v-raznyh-stranah-mira-1594565/