onlain sesxebi - ყველა

9 სახიფათო რამ, რაც წარსულში მიღებული იყო

ჩვენი წინაპრები უფრო უცნაურ რამეებს სჩადიოდნენ, ვიდრე დღეს წარმოგვიდგენია და ეს ნორმალურადაც მიაჩნდათ. დღეს წარმოგიდგენთ 9 უცნაურ ფაქტს ჩვენი წარსულიდან.

კოკაინით მკურნალობა
9 სახიფათო რამ, რაც წარსულში მიღებული იყო

100 წლის წინ ეს ნივთიერება საერტოდ არ ითვლებოდა სახიფათოდ, პირიქით, მისი ყიდვა ჩვეულებრივ აფთიაქშიც შეიძლებოდა. კოკაინს ბავშვებსაც კი უწერდნენ ძილის წამლად, ასევე მკურნალობდნენ ხველებას და კბილის ტკივილს. და როგორც მედიკამენტების უმეტესობა, კოკაინის წვეთები და მიქსტურებიც ფართოდ რეკლამირდებოდა.

ბავშვების ფოსტით გაგზავნა
9 სახიფათო რამ, რაც წარსულში მიღებული იყო

ხუმრობას ჰგავს, თუმცა მეოცე საუკუნის დასაწყისში აშშ-ში აბსოლუტურად ლეგალურად შეგეზლოთ თქვენი შვილი ნათესავებისათვის ფოსტით გაგეგზავნათ. ეს სერვისი მშობლებს დაახლოებით 15 ცენტი უჯდებოდათ, თუ ბავშვი მძიმე არ იყო.

ფანჯრის გალიები ჩვილებისთვის
9 სახიფათო რამ, რაც წარსულში მიღებული იყო

1930-იან წლებში ხშირად შეხვდებოდით მავთულის გისოსებს საცხოვრებელი ბინების ფანჯრებზე. ამ საშინელი საშუალებით ჩვილები სუფთა ჰაერს სუნთქავდნენ, როცა მათი დედები სახლის საქმით იყვნენ დაკავებულები. წარმოუდგენელია, თუმცა ეს გალიები სავსებით უსაფრთხოდ ითვლებოდა.

ბაღის განდეგილები
9 სახიფათო რამ, რაც წარსულში მიღებული იყო

მდიდრებს ყველა დროში ყველაფერი შესაზლებელი უნდოდათ, ამით კი სხვას აწამებდნენ. მეთვრამეტე საუკუნეში არსებობდა "პერსონალური განდეგილის" მოდა. მდიდრები მათ თავიანთ ბაღში ასახლებდნენ. განდეგილებს ეკრძალებოდატ თმის შეჭრა, ბანაობა, ხოლო სახლად მას ხელნაკეთი გამოქვაბული ემსახურებოდა. ამ "ცოცხალი დეკორაციის" ჩვენება სტუმრებისთვის ძალიან უყვარდათ მდიდრებს.

მკურნალობის საეჭვო მეთოდები
9 სახიფათო რამ, რაც წარსულში მიღებული იყო

არც ისე შორეულ წარსულში ექიმებმა არაფერი იცოდნენ დეზინფექციის შესახებ და უცნაურ მეტოდებს იყენებდნენ: სისხლდენა ყველა დაავადების დროს, ენის ამოჭრა ენაბმის დროს, ლობოტომია და ელექტროშოკი. ყველაზე ცნობილი ექიმებისთვისაც, მაგალითად ქირურგ-ორთოპედის ლუის სეირისათვის (ის არის გამოსახული ფოტოზე თავის პაციენტთან ერთად) ოპერაციები ლეტალური შედეგით არ იყო იშვიათობა.

რადიოაქტიური სათამაშოები
9 სახიფათო რამ, რაც წარსულში მიღებული იყო

მეოცე საუკუნის 50-იან წლებში უფრო განსხვავებული დამოკიდებულება ჰქონდათ, ვიდრე ჩვენ გვაქვს დღეს - მას არც ისე საშიშად თვლიდნენ. "ატომური" სათამაშოები, როგორიც სურათზე გამოსახული მინი ლაბორატორიაა, პოპულარობის პიკზე იყვნენ. სათამაშოს ნაკრებში შედიოდა ნამდვილი პოლონიუმი და ურანი, რა თქმა უნდა მიკროსკოპული რაოდენობით.

ადამიანები ვოლიერებში
9 სახიფათო რამ, რაც წარსულში მიღებული იყო

ოდესღაც დასავლეთში პოპულარული იყო "გართობის" საშუალება, რომლის მიზანიც იყო აზიელი და აფრიკელი გამომსვლელების ყურება მხეცების როლში. უმეტესად მაიმუნებთან ერთად - როგორც დარვინის თეორიის ცოცხალი მტკიცებულება. ამ პრაქტიკამ საკმაოდ დიდხანს იარსება. ფოტოზე თქვენ ხედავთ ადამიანთა ზოოპარკს ბელგიაში 1958 წელს.

სხეულის ნაწილების კოლექცია
9 სახიფათო რამ, რაც წარსულში მიღებული იყო

ახლა ადამიანური სხეულის ნაწილების კოლექცირებას, როგორც ჯილდოს მხოლოდ ფსიქოპათი გადაწყვეტს. თუმცა ოდესღაც ეს საშინელი ჰობი არანაირ ზიზღს არ იწვევდა: სოლიდური ჯენტლმენები მთელ კუნსტკამერებს ავსებდნენ, ხოლო ჯარისკაცები არ ერიდებოდნენ სახლში მტრის ქალის ჩამოტანას. ასე მოიქცა მეორე მსოფლიო ომის დროს ჯარისკაცი, რომელსაც ფოტოზე ხედავთ იაპონელი ჯარისკაცის ქალასთან ერთად.

მოწევა ფეხმძიმობის დროს ექიმის დანიშნულებით
9 სახიფათო რამ, რაც წარსულში მიღებული იყო

ჯერ კიდევ 70-იან წლებში ამერიკელი ექიმები ფეხმძიმე ქალებს რეკომენდაციას აძლევდნენ, რომ მათ სიგარეტი მოეწიათ, ხოლო ახლადნამშობიარებ ქალს მშვიდად შეეძლო მოეკიდებინა სიგარეტისთვის და პალატაში მოეწია. იმის გაფიქრება კი მზარავს, რა შეიძლებოდა მომხდარიყო, მედიცინა თავის დროზე რომ არ გამოფხიზლებულიყო.

წყარო: https://www.adme.ru/svoboda-kultura/10-zhutkih-veschej-kotorye-v-proshlom-schitalis-absolyutno-normalnymi-1595215/