onlain sesxebi - ყველა

5 უბრალო ახსნა იმისა, თუ რატომ მალავდნენ ხელს ტანსაცმლის ქვეშ

ყველას გვინახავს პორტრეტები ლიდერების, იმპერატორების და მეთაურებისა, რომლებიც თავიანთ ერთ ხელს ზედა ტანსაცმლის მიღმა იჭერდნენ. ახლა ძნელად პოვით ადამიანს, რომელიც ასე პოზირებს ფოტოს გადაღებისას, თუმცა ადრე ეს ჟესტი ტრენდში იყო.

1. ძველბერძნული მანერები
5 უბრალო ახსნა იმისა, თუ რატომ მალავდნენ ხელს ტანსაცმლის ქვეშ

როგორ ვუყურებთ ადამიანს, რომელიც საზოგადოებაში იხოცავს ცხვირს? მაგალითად, ძველ საბერზნეთსი სწორედ ასე უყურებდნენ ადამიანს, რომელიც ტანსაცმლის მიღმა არ მალავდა ხელს, განსაკუთრებით საუბრისა და პუბლიკასი გამოსვლის დროს. ხელის ამოღება უკულტურობას ნიშნავდა.

2. ორიენტაცია კლასიკურ პოზებზე
5 უბრალო ახსნა იმისა, თუ რატომ მალავდნენ ხელს ტანსაცმლის ქვეშ

მეთვრამეტე საუკუნეში დასავლეთ ევროპაში აღორძინდა ანტიკური ტრადიციები. მხატვრები ანტიკური ბერზნების ნამუშევრების მიხედვით გამოსახავდნენ ხალხს ხელით ჯიბეში. დროთა განმავლობასი ეს მაღალი წრის ჟესტად იქცა.

3. იმპერატორის პოზის მოდა
5 უბრალო ახსნა იმისა, თუ რატომ მალავდნენ ხელს ტანსაცმლის ქვეშ

მისი პორტრეტების უმეტესობაზე ნაპოლეონ ბონაპარტეს ხელი ჯიბეში უდევს. შეიძლება თქვათ, რომ იმპერატორს ეს ჟესტი უბრალოდ მოსწონდა, მაგრამ ეს ასე არ არის. მაგალითად, პორტრეტისთვის "ნაპოლეონ ბონაპარტე ტუილრის კაბინეტში" საერთოდ არ უპოზიორია: ჯაკ-ლუი დავიდი მას უბრალოდ მეხსიერებით ხატავდა და პოზასაც თავად ირჩევდა.

4. მოსახერხებელი პოზა ფოტოსთვის
5 უბრალო ახსნა იმისა, თუ რატომ მალავდნენ ხელს ტანსაცმლის ქვეშ

ფოტოპორტრეტისათვის ამ ჟესტს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. პოზირება დიდხანს უწევდათ (30 წამიდან 15 წუთამდე), გაუნძრევლად ვერავინ იდგებოდა. ასეთი პოზა ეხმარებოდათ გათხაპვნის პრევენციაში. ასეთ პოზაში ხშირად იღებდნენ ამერიკელებს სამოქალაქო ომის დროს, ასევე პოზირებდა კარლ მარქსიც. მეცხრამეტე საუკუნეში ეს პოზა მოდიდან გადავიდა, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია იოსებ სტალინისათვის.

5. მასონური ნიშანი
5 უბრალო ახსნა იმისა, თუ რატომ მალავდნენ ხელს ტანსაცმლის ქვეშ

ასევე არსებობს ვერსია, რომ ეს პოზა საიდუმლო მასონური ნიშანია, რომელსაც წევრები თავიანთი იდენტიფიკაციისთვის იყენებდნენ. ამბობენ, რომ ხალხი, რომლებიც ასეთი პოზით არიან დახატულები, არიან თავიანთი საქმის ერთგულები, ან ეს მიუთითებს მატი იერარქიის დონეზე. მაგალითად ხშირად მოჰყავთ მოზარტის პორტრეტი, რომელიც ანტონიო ლორენცონიმ დახატა.

წყარო: https://www.adme.ru/svoboda-kultura/5-prostejshih-obyasnenij-pochemu-oni-vse-pryatali-ruku-pod-odezhdoj-1591915/