onlain sesxebi - ყველა

12 ფაქტი ჩვენს სამყაროზე

ევერესტი არ არის ყველაზე მაღალი მთა პლანეტაზე
12 ფაქტი ჩვენს სამყაროზე

რა თქმა უნდა, ევერესტი ზღვის დონიდან უფრო მაღლაა, ვიდრე რომელიმე სხვა მთა. მაგრამ თუ ათვლის წერტილად ოკეანის ბსკერს ავიღებთ, მაშინ მსოფლიოში ყველაზე მაღალ მთად შეგვიძლია ვულკანი მაუნა-კეა ჩავთვალოთ. ძღვის დონიდან მისი სიმაღლე 4 207 მეტრს შეადგენს, ხოლო ოკეანის ბსკერიდან - 10 203 მეტრს.

ფეთქებადი ტბები
12 ფაქტი ჩვენს სამყაროზე

მსოფლიოსი არსებობენ ტბები, რომლებიც საშიშნი არიან არა თავიანტი სიღრმის გამო, არამედ მათში მყოფი მომწამლავი გაზების გამო. ერთ-ერთი ასეთი ტბაა ნიოსი კამერუნში. 1986 წელს იქ ლიმნოლოგიური კატასტროფა მოხდა, რომლის შედეგადაც ტბაში ჩაედინა დიდი რაოდენობით აირისებრი ნახშირბადის დიოქსიდი. კატასტროფას 1170 ადამიანი შეეწირა.

მომრერალი ქვიშა

მომღერალი ქვიშის ფენომენი უდაბნოებში გამოწვეულია ქვიშის მოძრაობისგან, რომელსაც ქარი უბერავს. რაც უფრო დიდია მოძრავი ქვიშის მასა, მითუ უფრო გამოკვეთილია ხმაც. ხანდახან მათი ხმა ორღანისას ჰგავს.

მეცნიერებისათვის უცნობი ოკეანის ბინადრები
12 ფაქტი ჩვენს სამყაროზე

ყველა არ უფიქრდება იმას, რომ ღრმა წყლების ბინადრებზე იმაზე მეტი არ ვიცით ვიდრე შორეულ გალაკტიკებზე. დღეს ოკეანის ბინადართა მხოლოდ 5%-ია გამოკვლეული. არსებები, რომლებსაც სურათზე ხედავთ 2017 წელს აღმოაჩინეს.

ანტარქტიდა - დედამიწის ყველაზე მშრალი ადგილი
12 ფაქტი ჩვენს სამყაროზე

ეს ძალიან გასაკვირია, მაგრამ მაკ-მერდოს ველი ანტარქტიდაზე ყველაზე მშრალი ადგილია. რამდენიმე რაიონი იმდენად მშრალია, რომ ნასამ აქ აპარატ "ვიკინგის" გამოცდა ჩაატარა, რომელიც მარსზე უნდა გაუშვან.

წარსულში დედამიწა შეიძლებოდა იასამნისფერი ყოფილიყო
12 ფაქტი ჩვენს სამყაროზე

ზოგიერთი მეცნიერი ამტკიცებს, რომ შორეულ წარსულში მცენარეები ფოტოსინთეზის პროცესში გამოიყენებდნენ არა ქლოროფილს(სწორედ ის აგებს პასუხს მწვანე ფერზე), არამედ სრულიად სხვა პიგმენტს, რომელიც მცენარეს იასამნისფერ შეფერილობას აძლევდა.

მრუდე ტყე
12 ფაქტი ჩვენს სამყაროზე

ეს ტყე დასავლეთ პოლონეთსი მდებარეობს ქალაქ გრიფინოსთან ახლოს. ხეები, რომლებიც იქ იზრდებიან, გამრუდებული ფორმით გამოირჩევიან, ამის მიზეზი არავინ იცის. არსებობს რამდენიმე თეორია, რომლის მიხედვითაც შეიძლებოდა ხეები ქარისაგან გაღუნულიყვნენ ან მატი ფორმა დარგვისას ყოფილიყო განსაზღვრული.

საჰარას თვალი
12 ფაქტი ჩვენს სამყაროზე[/center]
გეოლოგიური ფორმირება რიშათი, ცნობილი, როგორც საჰარას თვალი, იმდენად დიდია, რომ დიდი ხნის განმავლობაში კოსმონავტები მას ორიენტირად იყენებდნენ.

მოძრავი ქვები
12 ფაქტი ჩვენს სამყაროზე

კალიფორნიის სიკვდილის ველში არსებობს მოძრავი ქვების ფენომენი. ეს გამოიყურება ისე, თითქოს ქვები ცოცხლებივით მოძრაობენ. მეცნიერები ამის მიზეზად ღამე ჩამოყალიბებული ყინულის ნაწილაკებს ასახელებენ, შემდეგ კი დნობისას ყინული ქვებს 5 მ/წთ სიჩქარით ამოძრავებს.

უცნაური ჩაღრმავებები პერუს ანდებში
12 ფაქტი ჩვენს სამყაროზე

ამ ჩაღრმავებების ნახვა გაჭირვების გარეშე შეგიძლიათ Google Maps-ში: ისინი გადაჭიმულები არიან ჩრდილოეთიდან სამხრეთამდე პისკოს ველზე. არქეოლოგები თვლიან, რომ ამ ორმოებს ინკები სათავსოებად იყენებდნენ.

უკონტაქტო ხალხი
12 ფაქტი ჩვენს სამყაროზე

დედამიწაზე არსებობს რამდენიმე ტომი, რომლებიც სხვადახვა წერტილებში ცხოვრობენ და გარე სამყაროსთან არანაირი კონტაქტი არ აქვთ. მათზე ძალიან ცოტა რამაა ცნობილი და მატი კადრზე ასახვაც კი დიდ შრომასთანაა დაკავშირებული. ამ ტომებიდან ზოგიერთი ძალიან მტრულადაა განწყობილი უცხოების მიმართ და მათთან კონტაქტის დამყარება პრაქტიკულად შეუძლებელია.

სისხლიანი ჩანჩქერი ანტარქტიდაში
12 ფაქტი ჩვენს სამყაროზე

ანტარქტიდაში მდებარეობს ჩანჩქერი, არა ჩვეულებრივი, არამედ "სისხლიანი" და ამასთან ერთად მარილიანი. უჩვეულო შეფერილობას მას რკინის დიდი შემცველობა აძლევს. მისი წყარო მარილიანი ტბაა, რომელიც 400 მეტრი სისქის ყინულის ქვეშაა. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ამ წყალში ცხოვრობენ მიკროორგანიზმები, რომლებსაც მზის ენერგიის გარეშე შეუძლიატ ცხოვრება.

წყარო: https://www.adme.ru/svoboda-puteshestviya/12-faktov-o-nashem-mire-kotorye-izvestny-daleko-ne-vsem-1592815/
Регистрация