onlain sesxebi - ყველა

რატომაა კონფლიქტები სასარგებლო?

სიცოცხლე კამათის გარეშე - ილუზიაა. თუმცა კონფლიქტები შესაძლოა სასარგებლო იყოს, დარწმუნებულია ფსიქოთერაპევტი შონ გროვერი.
რატომაა კონფლიქტები სასარგებლო?


როდესაც კონფლიქტს ეჯახებით, ცდილობთ ბოდიში მოიხადოთ, შეთანხმდეთ და სიტუაცია მოაგვაროთ? მიდიხართ კომპრომისსზე და მალავთ გრძნობებს ღიმილის მიღმა? შემდეგ არ შეგიძლიათ შეწყვიტოთ ამ სიტუაციაზე ფიქრი და ღამით ვერ იძინებთ?

თუ თქვენი პასუხი რომელიმე კითხვიდან დადებითია, მაშინ კონფლიქტი თქვენში ღელვას იწვევს. ყოველ შემხვედრ წინააღმდეგობაზე თქვენ ფერმკრთალდებით, ტეხთ პანიკას და თავს მსხვერპლად გრძნობთ.

სანამ ვერ ისწავლით რთული სიტუაციების გადამუშავებას და არ აღიარებთ, რომ უთანხმოება ურთიერთობის ჯანმრთელი ელემენტია, ნამდვილი სიახლოვე პარტნიორთან შეუძლებელია.

რატომ გვაბრაზებენ კონფლიქტები? ისინი არვიძებენ უსიამოვნო გრძნობებს, ძველ შიშებსა და წუხილს. ამიტომაც კონფლიქტთან შეჯახებისას, ვგრძობთ გახშირებულ გულისცემას, ვკანკალებთ და ვოფლიანობთ. ტანი რეაგირებს წარსულის ტრამვებზე.

რატომ გავურბივართ კონფლიქტებს?
აი რამდენიმე მიზეზი:
აგრესორი მშობლები. ზედმეტად მკაცრი, ფეთქებადი და მოძალადე მშობლები აპროვოცირებენ ბავშვებში შფოთვას, რომელიც თავს არ ანებებთ.
ზრდასრულ ასაკში კონფლიქტი ამ ჭრილობებს აღვიძებს დაპანიკურ რეაქციებს იწვევს, მაგალითად ოფლიანობა, ტრემორი და გულის პალპატი. ამას კი ბავშვურ დაცვის მეთოდებამდე მივყავართ.
ჩვენ ვდისტანცირდებით გარშემომყოფებისგან, ვწყვეტთ ურთიერთობებს, აღარ ვურთიერთობთ მეგობრებთან და სხვადასხვა მიზეზებს ვიგონებთ.

აგრესიული თანატოლები, ძმები ან დები. თუ დიდები არ უკრძალავენ, ძმები და დები იწყებენ ბავშვების გრძნობებზე თამაშს და მათ მგრძნობელობას ამაღლებენ, რაც მათ ფსიქიკას აზიანებს.

უფროსების ყურადღების ნაკლებობა. თუ ბავშვს არავინ ამშვიდებს, მას უჩნდება უნდობლობის გრძნობა. შემდეგ ზრდასრულ ასაკში ზურგს აქცევს კონფლიქტს და ადემონსტრირებს გულგრილობას მომხდართან დაკავშირებით.

თუ გინდათ რომ კონფლიქტს კარგად შეხვდეთ, მაშინ არ უნდა გაჩუმდეთ, უნდა გამოთქვათ თქვენი პირადი აზრი აუცილებლად რეალურ ცხოვრებაში და არა ვირტუალურში. დაუმეგობრდით კონფლიქტს, ნუ აჰყვებით გრძნობებს, რათა მატ არ გააღვიძონ ტკივილი თქვენში. უნდა შეხვდეთ იმ აზრს რომ კონფლიქტს თავს ვერ აარიდებთ. ჩაეწერეთ ჯგუფურ ფსიქოთერაპიაზე, ეს გაგიუმჯობესებთ კომუნიკაბელურ უნარებს, და გეცოდინებატ როგორ უნდა ურთიერთობა. ავარჯიშეთ გამძლეობა კონფლიქტების წინააღმდეგ, ნუ შეხვდებით მას დესტრუქციულად, ნუ იყვირებთ, ნუ დაიმალებით, ოპონენტის მშვიდად მოსმენა რთულია, მაგრამ თუ ივარჯიშებთ ყველაფერი გამოვა.

წყარო: http://www.psychologies.ru/standpoint/pochemu-konfliktyi-poleznyi/