onlain sesxebi - ყველა

8 საოცარი აღმოჩენა, რომლებიც ისტორიის წიგნებს ეწინააღმდეგებიან

ყოველწლიურად მეცნიერები აკეთებენ სენსაციურ აღმოჩენებს, რომლებიც აბსოლიტურად ყველაფერს ეწინაარმდეგება, რაც ისტორიის სახელმძღვანელოებში წერია და ძირეულად ცვლიან წარმოდგენას დედამიწაზე.

ჩვენ წარმოგიდგენთ 8 წარმოუდგენელ აღმოჩენას, რომლებიც გვაიძულებენ გადავხედოთ ყველაფერს, რაც მანამდე ვიცოდით.

1. პრეისტორიული ხალხი დინოზავრებთან ერთად ცხოვრობდა
8 საოცარი აღმოჩენა, რომლებიც ისტორიის წიგნებს ეწინააღმდეგებიან

2012 წელს დოსონის მახლობლად, მონტანას შტატში, პალეონტოლოგმა ოტის კლაინმა არქეოლოგიური გათხრებისას ბალახისმჭამელი ტრიცერატოპსის რქა. რქის გამოკვლევისას საოცარი რამ დადგინდა: დინოზავრის ასაკი 33500 წელს შეადგენს. ეს აღმოჩენა ედავება იმ აზრს, რომ რეპტილიები 65 მილიონი წლის წინ გადაშენდნენ, ამიტომაც სავსებით შესაძლებელია, რომ პრეისტორიული ადამიანები დინოზავრებთან ერთად ცხოვრობდნენ.

2. ანტარქტიკა ტროპიკული კონტინენტი იყო
8 საოცარი აღმოჩენა, რომლებიც ისტორიის წიგნებს ეწინააღმდეგებიან

დღესდღეობით ანტარქტიკის ტერიტორიის 98% ყინულითაა დაფარული, თუმცა მილიონობით წლის წინ ის ტროპიკულ კონტინენტად ითვლებოდა.
ანტარქტიკის ტერიტორიის გამოკვლევისას მეცნიერებმა აღმოაჩინეს გაქვავებული სითბოს მოყვარე მცენარეები: აფრიკული ბაობაბები, გვიმრები, ასევე აღმოაცინეს იქტიოზავრები - ძველი ქვეწარმავლები, რომლებიც სითბოში ცხოვრობდნენ. საოცარმა აღმოჩენამ დაამტკიცა, რომ 50 მილიონი წლის წინ
დედამიწაზე ყველაზე ცივი კონტინენტის სანაპიროზე პალმები იზრდებოდნენ, ხოლო წყალი ოკეანეში თბილი იყო.

3. რომაელებმა აღმოაჩინეს ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკა.
8 საოცარი აღმოჩენა, რომლებიც ისტორიის წიგნებს ეწინააღმდეგებიან

არსებობს ვარაუდი, რომ რომაელები ამერიკის მატერიკზე კოლუმბზე ბევრად ადრე ჩავიდნენ. ამის მტკიცებულება არის 1933 წელს მექსიკაში აღმოჩენილი კერამიკის თავის ფიგურა, რომელიც განსხვავდება ადგილობრივი ხელოვნების ნიმუშებისგან და მოგვაგონებს რომაულ სკულპტურებს, რომლებიც ჯერ კიდევ მეორე საუკუნეში შეიქმნენ. კიდევ რიო-დეჟანაეიროში, გუანაბარას მცირე ყურეში მკვლევარებმა აღმოაჩინეს არტეფაქტები, რომლებიც მიეკუთვნება რომაული კულტურას და თარიღდება მესამე საუკუნით. ამიტომაც ერთ-ერთი თეორია გვიმტკიცებს რომ ამერიკა პირველად რომაელებმა აღმოაჩინეს.

4. კოსტა-რიკის ქვის ბურთები
8 საოცარი აღმოჩენა, რომლებიც ისტორიის წიგნებს ეწინააღმდეგებიან

კიდევ ერთი იდუმალება, რომელზეც მკვლევარები ტვინებს იჭყლეტენ, არიან კოსტა-რიკაში ნაპოვნი ქვის ბურთები. ისინი იდეალუი მრგავლი ფორმისანი არიან და დამზადებულები არიან სხვადასხვა მასალისაგან: კირქვა, ქვიშაქვა და მაგმური ქანები. მათი წონა 16 ტონასაც აღწევს.
ცნობილია, რომ ბევრი ქვა სხვა ფიგურებსაც გამოხატავდა: სამკუთხედები, ხაზები და ასტორნომიური კონფიგურაციებიც კი. თუმცა პირდაპირი დანიშნულება ბურთებისა, რომლებიც ძველმა ცივილიზაციებმა დაგვიტოვეს, აქამდე უცნობი რჩება.

5. პირამიდებს მხოლოდ ეგვიპტეში არ აშენებდნენ
8 საოცარი აღმოჩენა, რომლებიც ისტორიის წიგნებს ეწინააღმდეგებიან

ყველამ ვიცით, რომ ეგვიპტური პირამიდები ყველაზე გრანდიოზულები და უნიკალური შენობებია დედამიწაზე. თუმცა 2005 წელს არქეოლოგმა სემირ ოსმანგიჩმა გააკეთა სენსაციური განცხადება: ბოსნიაში შეინახა პირამიდები, რომლებიც ეგვიპტურებზე ბევრად ძველი და დიდია. მსოფლიო მეცნიერებმა ასეტი განცხარება სკეპტიკურად მიიღეს და თქვეს, რომ მთა ვისოჩიცა, რომელსაც მკვლევარი პირამიდად თვლის, უბრალოდ ბუნებრივი ფორმაციაა და არა ხელნაკეთი სტრუქტურა.
თავად ოსმანგიჩი კატეგორიულად წინააღმდეგია ასეთი სკეპტიციზმის. ვინ იცის, იქნებ ოდესმე მკვლევარმა შეძლოს მისი აღმოჩენის მტკიცებულება.

6. ძვირფასი ზოდები ატლანტიდიდან
8 საოცარი აღმოჩენა, რომლებიც ისტორიის წიგნებს ეწინააღმდეგებიან

ისტორიკოსები დღესაც აქტიურად კამათობენ ატლანტიდის რეალურად არსებობაზე. თუმცა ცოტა ხნის წინ გაკეთდა არმოჩენა, რომელმაც დააფიქრა ყველა მეცნიერი-სკეპიკოსი.
სიცილიასთან ახლოს მყვინთავმა ფრანკო კასარინომ იპოვა დაუდგენელი წარმომავლობის 39 ცალი ზოდი, რომლებიც 2500 წლის წინათ ჩაძირული გემის ნანგრევებში იპოვეს. ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ მასალა, რომლისგანაც ზოდებია დამზადებული, არის ორიქალკუმი - რამდენიმე ბუნების შენადნობი. არქეოლოგები გვარწმუნებენ, რომ ანალიზის რეზულტატები ამტკიცებენ ოდესღაც აყვავებული სახელმწიფოს არსებობას, ჯერ კიდევ პლატონი თავის ტექსტებში აგვიღწერს ორიქალკუმს, როგორც პოპულარულ მეტალს ატლანტიდაში.

7. დღევანდელი აშშ-ს ტერიტორიაზე პირველად ჩინელები ჩავიდნენ.
8 საოცარი აღმოჩენა, რომლებიც ისტორიის წიგნებს ეწინააღმდეგებიან

ჩრდილოეთ ამერიკის რამდენიმე შტატში მეცნიერებმა ათასობით ამოკაწრული ნახატი იპოვეს, მათი გარკვეული ნაწილი კი იდენტიფიცირდება, როგორც ძველი ჩინური დამწერლობა.
მკვლევარები მივიდნენ დასკვნამდე, რომ აზიელები აშშ-ს ჩრდილოეთ ნაწილში დაახლოებით ჩვენ წელთაღრიცხვამდე 1300-იან წლებში მოხვდნენ - ბევრად ადრე, ვიდრე რომაელები, ერიკსონი ან კოლუმბი.

8. სიცოცხლე მარსზე
8 საოცარი აღმოჩენა, რომლებიც ისტორიის წიგნებს ეწინააღმდეგებიან

იმ კითხვის გარშემო არსებობს თუ არა სიცოცხლე მარსზე ყოველთვის ცხელი დისკუსიები მიმდინარეობდა. თუმცა არც ისე დიდი ხნის წინ გაკეთდა არმოცენა, რომელიც მეცნიერებს დაეხმარებათ სწორ პასუხამდე მისვლასი დაეხმარება.
მკვლევარებმა გაარკვიეს, რომ წარსულში წითელ პლანეტას დიდი ოკეანე ფარავდა. მონაცემები, რომლებიც ხელოვნური თანამგზავრებისა და მარსმავლების დახმარებით მიიღეს, გვაჩვენებენ, რომ ოდესღაც მარსი ბევრად თბილი იყო, ვიდრე დღესაა, ხოლო მის ნაწილს თხევადი წყალი ფარავდა. მოცემული აღმოჩენა გვაძლევს საშუალებას, ვიფიქროთ რომ მარსი წარსულში ნამდვილად დასახლებული პლანეტა იყო.

წყარო: https://www.adme.ru/svoboda-kultura/9-udivitelnyh-otkrytij-sposobnyh-izmenit-istoriyu-mira-1591015/
Регистрация