onlain sesxebi - ყველა

სპორტს ნებისყოფა ესაჭიროება

თქვენ სპორტდარბაზში ჩაეწერეთ, ერთი თვის შემდეგ დაიწყეთ დაცდენა, ხოლო ორი თვის შემდეგ აბონიმენტი საერტოდ გააუქმეთ. ნაცნობი სიტუაციაა? "უბრალოდ ნებისყოფა არ გყოფნის" - გეუბნებიან ახლობლები. ფსიქოლოგებს ამ დამოკიდებულებასთან დაკავშირებით სხვა აზრებიც აქვთ.
სპორტს ნებისყოფა ესაჭიროება


ყოველ სექტემბერს ვიწყებთ სპორტდარბაზებში შესვლას, გვინდა შევინარჩუნოთ ან დავიბრუნოტ კარგი ფორმა. ჩვე დარწმუნებულები ვართ, რომ ყველაფერი ჩვენს ხელშია, მხოლოდ ძალდატანებაა საჭირო. თუმცა ბევრი უკვე ოქტომბერში ანებებს ამ საქმიანობას თავს. ნუთუ ჩვენ მაშინაც არ შეგვიზლია ნებისყოფის გამოვლენა, როდესაც ვიცით, რომ ეს საქმე ასეთი მნიშვნელოვანია?

"ასეთი დამოკიდებულება სპორტულ საქმიანობასთან დაკავშირებით ყველაზე მეტად არასწორი მოტივაციის ბრალია - გვიხსნის ფსიქოთერაპევტი ანგელინა ჩეკალინა. - თუ თქვენთვის მხოლოდ ისაა მნიშვნელოვანი, თუ როგორი ტანი გექნებატ და რა გავლენას მოახდენთ გარსემომყოფებზე და მხოლოდ თქვენს გარეგნულ მხარეზე ფიქრობთ, მაშინ ენთუზიაზმი მალე გაქრება. ვისაც მეტად უნდა შინაგანი სიძლიერე მოიპოვოს და ჯანმრთელობა გაიუმჯობესოს, მისთვის უფრო ადვილია."

"თუ გინდათ ნამდვილად დატკბეთ იმით რასაც აკეთებთ, მასინ უნდა იპოვოთ მასში ის რაც მოგწონთ. - აგრძელებს ექსპერტი. - წინააღმდეგ შემთხვევაში ნეირომედიატორი დოფამინი , რომელიც სიამოვნებაზე აგებს პასუხს, არ გამოიყოფა და ჩვენ უბრალოდ ვეღარ ვაგრძელებთ სპორტულ საქმიანობას.

მთავარია - აირჩიოთ სპორტის ტიპი, რომელიც მოგანიჭებთ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ სიამოვნებას და არ დაგიზიანებთ ჯანმრთელობას

როდესაც სურვილები და მიზნები არ ემთხვევიან, საკუთარ თავს გამოვიჭერთ იმაში, რომ ვაგვიანებთ სპორტდარბაზში ვიბროპლატფორმაზე, გვავიწყდება აკვააერობიკის განრიგი და თავს დამნაშავედ ვგრძნობთ.

როგორ გავექცეთ ასეთ მახეებს? საკუთარ თავს უკეთ უნდა მოვუსმინოთ და ტვირტისგან გავთავისუფლდეთ. ხოლო მთავარია - ვიპოვოთ სპორტის ტიპი, რომელიც მოგვანიჭებს სიამოვნებას და არ გვავნებს. ერთი სიტყვით ჩვენი მოტივაცია უფრო მყარი იქნება თუ ეს არაა "უნდა გავხდე", არამედ ესაა "მე მიყვარს მოძრაობა, მეტი უნდა ვიმოძრაო, ვიხტუნო და ვიცეკვო, ვატრიალო პედლები".

წყარო: http://www.psychologies.ru/articles/dlya-zanyatiy-sportom-neobhodima-sila-voli/