onlain sesxebi - ყველა

თუ ფიქრობთ სად შეიძლება გაემგზავროთ, აი 10 ქალაქი, რომელიც მსოფლიოსი საუკეთესოებად იწოდებიან

ჰამბურგი (გერმანია) - 95 ქულა 100-დან
თუ ფიქრობთ სად შეიძლება გაემგზავროთ, აი 10 ქალაქი, რომელიც მსოფლიოსი საუკეთესოებად იწოდებიან

  • ჰამბურგი იმდენად მწვანე ქალაქია, რომ შეიძლება მსოფლიოში ყველაზე მწვანედ იწოდებოდეს
  • ჰამბურგში ვერ შეხვდებით ცათამბჯენებს, 10 სართულზე მაღალი შენობა ძალიან ცოტაა.
  • და რა თქმა უნდა , საქვეყნოდ ცნობილი ჰამბურგერმა მისი სახელი ისტორიული სამშობლოს საპატივცემულოდ მიიღო. შემდგომში ჰამბურგიდან ბევრი გერმანელი გადასახლდა ამერიკაში.


ჰელსინკი (ფინეთი) - 95,6/100
  • წელიწადში 169 დღე ჰელსინკიში ტემპერატურა 0 °С-ზე ქვემოთ ეცემა. ხოლო 120 დღის განმავლობაში წვიმს.
  • თუ გადაწყვიტეთ ფინეთის დედაქალაქს ესტუმროთ, ამინდზე ნერვიულობა ნამდვილად არ მოგიწევთ - ცენტრის ტროტუარები გათბობითაა აღჭურვილი, ამიტომაც აქ ვერასოდეს დაინახავთ ბინძურ თოვლს და ყინულს
  • კიდევ ფინეთში ყოველ 3 ადამიანზე 1 საუნა მოდის.
  • თუმცა ქალაქს ერთი პრობლემა მაინც აქვს - ეს კურდღლების რეგულარული შემოსევებია.
  • ჩვენს საყვარელ თოვლის ბაბუას ფინურად "შობის თხას" ეძახიან.


ოკლენდი (ახალი ზელანდია) - 95,7/100
  • ქალაქში 256 დღის განმავლობაში მზე ანათებს, არ არის თოვლი, და ბოლო დროს ტორნადო აქ ჩვეულებრივი მოვლენა გახდა.
  • ოკლენდის მოსახლეობის 30%-ს ახალგაზრდები და სტუდენტები შეადგენენ
  • და კიდევ კატების 700 დამოუკიდებელი კოლონია


პერთი (ავსტრალია) - 95,9/100
  • პერთი - ავსტრალიის "მზიური დედაქალაქი". აქ მზე ყოველდღე 8 საათის განმავლობაში ანათებს.
  • პერთი ასევე ცნობილია, როგორც "სინათლის ქალაქი". ეს დასახელება 1962 წელს წარმოიშვა, როცა ასტრონავტმა ჯონ გლენმა დედამიწას შემოუფრინა და პერთი ღამით დაინახა, სწორედ ამ მომენტისათვის ქალაქის ყველა მაცხოვრებელმა სახლში სუქი აანთო, რათა მატი ქალაქი დიდი მანძილიდან გამოჩენილიყო.
  • პერთში ცხოვრობს მილიონერების ყველაზე დიდი რაოდენობა. ბევრი ნანობს, რომ ამ ქალაქში არ დაიბადა.


ადელაიდა (ავსტრალია) 96,6/100
  • ადელაიდა - ეს ნამდვილად "20 წუთის ქალაქია" ერთ-ერთი დამაარსებლის, უილიამ ლაითის გამჭრიახობის წყალობით, ქალაქის ნებისმიერ ადგილამდე მისვლა მაქსიმუმ 20 წუთში შეიძლება.
  • ადელაიდას ბოტანიკურ ბაღში მდებარეობს მსოფლიოსი ყველაზე დიდი წყლის ლილია, რომელსაც ცალკე პავილიონიც კი დაუთმეს.
  • პარკში - Granite Island Recreation Park ცხოვრობენ მსოფლიოში ყველაზე პატარა პინგვინები.


კალგარი (კანადა) - 96,6/100
  • კალგარი - კანადის ყველაზე "ახალგაზრდული" ქალაქი (აქაური მაცხოვრებლების საშუალო ასაკი 34 წელია).
  • კალგარის დიდ ნაწილს 1-დან 3 სართულამდე სახლები შეადგენენ თავიანთი ფერად-ფერადი სახურავებით.
  • თუ ზამთარსი ცივა, მაცხოვრებლებს აქ ხელოვნური მზე აქვთ, რომელიც ხანდახან ინთება სტივენ-ავენიუზე.


ტორონტო (კანადა) - 97,2/100
  • ტორონტოში გაცნობისას პირველი შეკითხვაა: "საიდან ხარ?", რადგან ქალაქში 100 ეროვნებაზე მეტი ადამიანი ცხოვრობს.
  • გოგონები აქ არ იკეთებენ ნათელ მაკიაჟს - ეს თავდაუჯერებლობის განსახიერებაა.
  • ხალხი სამსახურში კოსტუმებით და შესანიშნავი კაბებით დარბის, თუმცა ფეხზე კი კედები და სპორტული ფეხსაცმელი აცვიათ. ასე ხომ უფრო მოსახერხებელია.
  • ქალაქის ცენტრში ხეები ფაქტობრივად არ არიან. ამიტომაც აქ რამდენიმე მაღალი მცენარეც კი სხვადასხვა ცხოველების ბუდე ხდება.


ვანკუვერი (კანადა) - 97,3/100
  • აქ დილით შეგიძლიათ თხილამურებით ისრიალოთ სადილისათვის კი ზღვაში ბანაობასაც შეძლებთ.
  • ამ ქალაქში უძრავი ქონების ღირებულება ქვეყანაში ყველაზე მაღალია (პატარა სახლის ღირებულება საშუალოდ 3,5 მილიონი ლარი დაგიჯდებათ).
  • და 1947 წელს კანადაში დაფიქსირდა ტემპერატურა, როგორიც მარსზეა (−63 °C).


ვენა (ავსტრია) - 97,4/100
  • ვენა - ევროპის ნამდვილი მუსიკალური ცენტრი. ამიტომაც აქ სპექტაკლები 3 კატეგორიად იყოფა: ყველასათვის, მოყვარულთათვის და ჭეშმარიტი მაყურებლებისთვის.
  • ამ ქალაქში შეგიძლიათ წყნარად დალიოთ წყალი ონკანიდან, ის აქ პირდაპირ ალპებიდან მოედინება.
  • აქაურ ბარებში სპეციალურად ნაბახუსევისათვის დადგეს აპარატები: ჩააგდებ მონეტას და ცხვირში ამიაკის სპირტი გირტყავს.


მელბურნი (ავსტრალია) - 97,5/100
  • აქ უცნაური კანონებია, მაგალითად მაცხოვრებლებს აკრძალული აქვთ აქციების გამართვა წვიმის წამოსვლასთან დაკავშირებით.
  • აქ ასევე აკრძალულია თხის ან ძაღლის აკაზმვა
  • ასევე არ შეიძლება უხამსი ბალადების სიმღერა სხვა ხალხის გარემოცვაში, თუმცა სახლში შეიძლება, სანამ არავის ესმის.

წყარო: https://www.adme.ru/svoboda-puteshestviya/esli-vy-dumaete-kuda-poehat-vot-10-gorodov-priznannyh-samymi-krasivymi-na-svete-1580615/