onlain sesxebi - ყველა

რატომ ერევიან მშობლები თავიანთი შვილების ოჯახურ ცხოვრებაში?

ქმრებს და ცოლებს მშობლებთან ურთიერთობა ყოველთვის კარგად არ ულაგდებათ. მშობლებს ხშირად უჭირთ თავიანთი შვილების ბუდიდან გაშვება, ეს კი შვილების სამართლიან აგრესიას იწვევს. თუ მივხვდებით რა ამოძრავებთ, იქნებ თავიდან ავიცილოთ ეს კონფლიქტები ან შევეცადოთ ამას მინიმალური შედეგი მოყვეს.
რატომ ერევიან მშობლები თავიანთი შვილების ოჯახურ ცხოვრებაში?


შვილების და მშობლების განცალკევება ძნელი პროცესია
მშობლები ამბობენ, რომ მატი შვილები უკვე ზრდასრულები არიან და თავად უნდა გადაწყვიტონ, როგორ უნდათ ცხოვრება. თუმცა ნათქვამი ერთია და რეალობა კი განსხვავებულია. როდესაც შვილები იპოვიან თავიანთ წყვილს და იწყებენ მომავლის დაგეგმვას, მშობლები ბიჭს ან გოგოს საბედისწერო, სახიფათო ნაბიჯზე ელაპარაკებიან. ამან შეიძლება დიდი გავლენა იქონიოს ადამიანზე და მომავალში შეეშინდეს იმისა, რომ მისი თითოეული ნაბიჭი არასწორი იქნება და გამბედაობას დაკარგავს.

მშობლების ასეთი ქცევა არ არის მაინცდამაინც ეგოიზმი. ამ დროს ლაპარაკია შიშზე, რომ როცა მათი შვილი ვინმეს გაიცნობს და დაქორწინდება, ისინი სამუდამოდ დაკარგავენ მას. თუ ადამიანი ზედმეტად გვიან დაქორწინდება ეს გრძნობა უფრო ძლიერდება, რადგან მშობლებსა და მას შორის უფრო მჭიდრო კავშირია, მათი შიში უფრო იზრდება და ბოლოს შვილს მათი დახმარება აღარ სჭირდება.

ძნელია მისცე შვილს საკუთარი გამოცდილების მიღების უფლება
თითქმის ყველა მშობლის მიზანია შვილს გადასცეს მისი ცხოვრების გამოცდილება, რათა იგივე შეცდომები მანაც არ გაიმეოროს. ადამიანის მიღებული გამოცდილება მხოლოდ მისტვისაა სასარგებლო, ადამიანს მხოლოდ თავად მიღებული გამოცდილება დაეხმარება ცხოვრებაში გზის გაკვალვაში. თუ პარტნიორს რამდენჯერმა არასწორად აარჩევთ, ეს დაგეხმარებათ საკუთარი საზღვრებისა და ხასიატის ჩამოყალიბებაში და მომავალში ასეთ შეცდომას აღარ დაუშვებთ.

სასიყვარულო ურთიერთობებში გონივრული არჩევანი არ არსებობს, ყოველი ჩვენგანი შემცდარა ერთხელ მაინც. ჩვენ უნდა ვიპოვოთ ურთიერთობის ტიპი რომელიც მხოლოდ ჩვენ გვერგება და არა მშობლებს. თუ მშობლებს ეს არ ესმით, ისინი უფრო ებმევიან თავიანთ შვილებს, რომლებიც წყვილთან ერთად ცხოვრობენ. ისინი თვლიან , რომ მატი სვილები ჯერ კიდევ პატარები არიან და არ შეუძლიათ დამოუკიდებლად ცოვრება.

იმის გათვალისწინება, თუ რა აკავშირებს პარტნიორს მშობლებთან, მნიშვნელოვანია
როდესაც პარტნიორს ვირჩევთ, უნდა გავითვალისწინოთ მისი ურთიერთობა მშობლებთან. რადგან შემდეგ, თუ კონფლიქტი წარმოიშვა, უფრო ძნელი იქნება იმის აღიარება, რომ პარტნიორს არ შეუძლია მშობლებისათვის წინაარმდეგობის გაწევა, ეშინია მათი წყენინების, გაურბის სიტუაციებს, რომელშიც ის შეიძლება "ორმხრივ ცეცხლში" აღმოჩნდეს, აყენებს თქვენს ინტერესებს მეორე ადგილზე. მას უნდა შეეძლოს ხანდახან მშობლების წინააღმდეგ "გაილაშქროს" და დაგიცვათ თქვენ, თუ მშობლები თქვენს მიმართ არაადეკვატურად არიან განწყობილნი.

წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენ თავს უსარგებლო ნივთად იგრძნობთ, რომელიც შეგიძლია აიღო და ნაგავში მოისროლო... ეს გაუაზრებლად წარმოშობს კონფლიქტს დედამთილთან და მამამთილთან, სიდედრთან და სიმამრთან, მაშინ, სიყვარულს, რომელსაც პარტნიორისადმი განვიცდით და სიყვარულს, რომელსაც მშობლების მიმართ განვიცდით, არ ექნებათ არაფერი საერთო.

არ უნდა ვიცხოვროთ ჩვენი შვილების ცხოვრებით
როდესაც მშობლები ხვდებიან, რომ ვერ მიაღწიეს ცხოვრების მიზნებს, იწყებენ თავიანთი შვილების ცხოვრებაში ჩარევას. ისინი ამას კეთილი მიზნებით სჩადიან: იმისათვის, რომ მათმა შვილებმა მიაღწიონ იმას, რასაც თავად ვერ მიაღწიეს, ჰქონდეთ ის, რაც მშობლებს არ ჰქონდათ და თავი აარიდონ იმ წყლისქვეშა კენჭებს და ქვებს, რომლებსაც მშობლები შეეჩეხნენ.

თუმცა მშობლებისა და შვილების სურვილები ხშირად არ ემთხვევა, ამ დროს მშობლებს იმედი უცრუვდებათ, იმის გამო რომ მათი სვილები "იდეალურები" არა არიან. იმის სურვილი, რომ შვილებს ასწავლო როგორ უნდა იცხოვრონ - ეს არის სურვილი, შეინარჩუნო კონტროლი მათზე. ეს აუცილებლად დასთესს უთანხმოებას მათ ოჯახებში, ეს მათ უბიძგებს არჩევანისკენ, მოუწევთ მშობლებსა და პარტნიორს შორის არჩევანის გაკეთება. მსგავს სიტუაციებში საჭიროა თავშეკავება აზრის გამოხატვისას და ჩაურევლობა.

წყარო: http://www.psychologies.ru/roditeli/generations/pochemu-roditeli-vmeshivayutsya-v-semeynuyu-jizn-detey/