onlain sesxebi - ყველა

ოსკარის ცერემონიის უცნობი წესი, რომელსაც ვარსკვლავები იცავენ

ოსკარის ცერემონიის უცნობი წესი, რომელსაც ვარსკვლავები იცავენ


ყველასთვის საინტერესოა თუ რა ხდება ცნობილი ცერემონიალების კულისებში, რადგანაც იქ სხვა სამყაროა, განსხვავებული წესებითა და საიდუმლოებებით.

ვარსკვლავებს წითელ ხალიჩაზე პირადი ასისტენტი ჰყავთ
როცა წითელი ხალიჩის ფოტოებს ვუყურებთ, ვფიქრობთ, რომ ვარსკვლავები დიდი კაბებით იდეალურად მოძრაობენ. სინამდვილეში, ფოტოს გადაღებამდე მათ ასისტენტები ეხმარებიან. მათ მოვალეობაში არამხოლოდ სამოსის გასწორება, არამედ ჟურნალისტების შეკითხვებზე პასუხების კარნახიც შედის.

ვარსკვლავების "შემცვლელები" ოსკარის ცერემონიალზე
"ოსკარის" ცერემონიალი რამდენიმე საათს გრძელდება, დარბაზში კი ადგილები არასდროს ცარიელდება, საინტერესოა რატომ? ვარსკვლავებიც ხომ ადამიანები არიან და ხანდახან ადგილის დატოვება უწევთ. საიდუმლო მარტივია: დარბაზში შემცვლელები არიან ჩასაფრებულები, რომლებიც ისე გამოიყურებიან როგორც ვარსკვლავები, თუმცა მათთან კონტაქტის უფლება არ აქვთ. მათი მოვალეობაა ცარიელი ადგილი დაიკავონ.

ადგილების შერჩევა
ცერემონიალის ორგანიზატორებს მნიშვნელოვანი დავალება აქვთ - სტუმრების განაწილება. ყოველთვის უნდა იყვნენ ვარსკვლავების კონფლიქტის საქმის კურსში, რათა უხერხული სიტუაციები არ შეიქმნას. ყოველ წელს შესაძლოა შეიცვალოს ცოლ-ქმრების განაწილება, მაგალითად ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი ერთად აღარ იჯდებიან. ერთი და იმავე კატეგორიის შემოქმედებითი ჯგუფიც არ უნდა იმყოფებოდეს ერთმანეთის გვერდით რათა კადრში გახარება და წყენა ერთდროულად არ მოხვდეს.

არანაირი იმპროვიზირებული ხუმრობა
ვარსკვლავები ასე გონებამახვილურად ექსპრომტად ნამდვილად არ ხუმრობენ. ეს სცენარისტების ჯგუფის დამსახურებაა. ისინი მუშაობას შოუმდე 2 თვით ადრე იწყებენ. თუ იმპროვიზაცია ხდება საჭირო, კულისებში იგონებენ რაიმეს სწრაფად, სანამ ეთერში რეკლამის ჭრები გადის.

დაცვა არა ვარსკვლავებისთვის არამედ ძვირფასეულობისთის
რა თქმა უნდა, ყევლა ვარსკვლავს სურს რომ განუმეორებლად გამოიყურებოდეს. ამისთვის ხშირად საკმაოდ ძვირადღირებულ სამკაულს იკეთებენ. ძვირფასეულობის ფასი იმდენად დიდია, რომ მას დამოუკიდებელი დაცვა სჭირდება. მაგალითად, 2014 წელს, ქეით ბლანშეტის Chopard-ის საყურეების და Armani Prive-ს კაბის ღრებულებამ 18.1 მილიონ დოლარს მიაღწია.


ვარსკვლავების სუფლიორი
ისინი ვარსკვლავებს კარნახობენ სად და როგორ უნდა იდგნენ, რათა ფოტოები კარგი გამოვიდეს.

მდიდრული "შაბათ-კვირა" ელიტურ სასტუმროებში
ცერემონიალამდე 48 საათით ადრე ყველა ვარსკვლავი ბევერლი-ჰილსის ცენტრალური ქუჩის მთავარ სასტუმროებში რჩება. ადგილების მოპოვება ამ პერიოდზე ისეთი რთულია, რომ ისინი ნომრებს ხანდახან ერთი წლით ადრეც კი ჯავშნიან.

წყარო: http://micetimes.asia/behind-the-scenes-of-oscar-photo/