onlain sesxebi - ყველა

ერთი რამ, რაც ბედნიერს გაგხდით - ფსიქოლოგების რჩევა

ერთი რამ, რაც ბედნიერს გაგხდით - ფსიქოლოგების რჩევა
სოციალური ფსიქოლოგიის ექსპერტები ასახელებენ იმ ერთ მიზეზს, რომელიც მთავარია ბედნიერებისთვის. თუ ფიქრობთ, რომ ადამიანისთვის ბედნიერების განცდა ფულს, პოპულარობას, ან კარგ სექსს მოაქვს, ცდებით.

ერთადერთი, რასაც ბედნიერების მოტანა შეუძლია, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის შეგრძნებაა. როცა გრძნობ, რომ შენი ყოველი აქტივობა მხოლოდ შენ გეკუთვნის, რომ მხოლოდ საკუთარი გადაწყვეტილებით იქცევი ასე და ეს არავისგან არაა ნაკარნახევი, როცა გრძნობ, რომ გადაწყვეტილების მიღების ძალა გაქვს, ბედნიერება მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება თქვენთან.

ზოგჯერ, საკუთარ ძალას, თვითრწმენას საკუთარ თავთან შინაგან სამყაროსთან დიალოგით ვარღვევთ. ჩვენ ვუსვამთ საკუთარ თავს ძალის გამომცლელ კითხვებს, როგორებიცაა - „რატომ ვერ შევძელი?“, რა მივიღე ამის სანაცვლოდ?“, „რაღაც ცუდი ხდება ჩემს თავს“. ამით ერთადერთ შედეგს ვიღებთ - ვკარგავთ თვითრწმენას.

ფსიქოთერაპევტი ლისა ზაჩეო ამბობს, რომ საკუთარი თავის რწმენის ნაკლებობა გვართმევს ძალას, რომ დამოუკიდებლად მივიღოთ გადაწყვეტილებები და ასეთ დროს ყოველთვის ველოდებით ვიღაცას, რომ ჩვენ ნაცვლად გადაწყვეტს.

„საკმარისად კარგი არ ვარ“ - გეცნობათ ფრაზა? მსგავს ფრაზას თუ ხშირად ვუმეორებთ საკუთარ თავს, არასრულფასოვნების კომპლექსი გაგივითარდებათ და დაიჯერებთ, რომ მართლაც არ ხართ საკმარისად კარგი, რომ არ უნდა მიიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, საკუთარ თავს ვერაფერში ენდობით.

ზაჩო გირჩევთ, რომ სასწრაფოდ შეწყვიტოთ საკუთარი თავისადმი ეს დამოკიდებულება და არასოდეს თქვათ, რომ არ ხართ საკმარისად კარგი.

იფიქრეთ მხოლოდ პოზიტიურად და მოიშორეთ ნეგატივი. თქვით, რომ ყველაფერი გამოგივათ, ყველაფერს შეძლებთ, რომ შეგიძლიათ გადაწყვეტილებების მიღება. გახდით საკუთარი თავის საუკეთესო მეგობარი და მხოლოდ პოზიტივზე მოახდინეთ კონცენტრირება.

გახსოვდეთ, რომ თვითრწმენა აუცილებელი ადამიანის დამოუკიდებლობისთვის, ხოლო დამოუკიდებლობა მისი ბედნიერების მთავარი განმაპირობებელი ფაქტორია.

წყარო: https://www.inc.com/scott-mautz/want-to-be-happier-then-stop-this-self-defeating-h.html