onlain sesxebi - ყველა

ტესტი ფსიქიკურ და ფიზიკურ დაღლილობაზე

ტესტი ფსიქიკურ და ფიზიკურ დაღლილობაზე


ეს ილუზია გამოიგონა იაპონელმა ფსიქიატრმა აკიოში კიტაოკამ. ფსიქიატრი ამტკიცებს, რომ „ვიზუალური ილუზიები“ როგორც სხვა არაფერი ისე გვეხმარება ადამიანის ფსიქიკური მდგომარეობის განსაზღვრაში მოცემულ მომენტში. შეხედეთ ზემოთ მოყვანილ სტატიკურ სურათს (ეს ანიმაცია არაა).

თუ სურათი მთლიანად უძრავია - მაშინ თქვენ სანერვიულო არაფერი გაქვთ, ფსიქიკური ჯანმრთელობა რიგზეა. ასეთი რეზულტატი შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ გაწონასწორებულ, წყნარ და დასვენებულ ადამიანს.

თუ სურათი მოძრაობს ნელა - თქვენთვის აუცილებელია დასვენება, როგორც ფიზიკური, ისე მორალური. განსაკუთრებით სავალდებულოა სრულყოფილი ძილი, რომელიც გვევლინება საუკეთესო ანტიდეპრესანტად.

თუ სურათი მოძრაობს აქტიურად - ის მეტყველებს დაგროვებულ დაღლილობაზე, სტრესის მაღალ მაჩვენებელზე და ჯანმრთელობის გაუარესებაზე. თქვენთვის აუცილებელია დასვენება - შესაძლოა, სამკურნალო-პროფილაქტიკურ დაწესებულებაშიც.

შესაძლოა, თქვენთვის უმჯობესი იყოს ცოტა კორექტივები შეიტანოთ თქვენი ცხოვრების სტილში, რამაც შეიძლება მოაწესრიგოს სულიერი ჰარმონია და გაგიუმჯობესოთ ჯანმრთელობა

აკიოში კიტაოკა, პროფესორი ფსიქიატრი რიტცუმეიკანის(კიოტო, იაპონია) უნივერსიტეტიდან, სპეციალიზებულია ვიზუალურ აღქმებსა და ვიზუალურ ილუზიებზე. მისმა ილუზიამ „მბრუნავი გველი“ ნიჭიერ ფსიქოლოგს მსოფლიო ცნობადობა მოუტანა.

წყარო: http://fit4brain.com/7096