onlain sesxebi - ყველა

შეხედეთ თითებს - თქვენ შესახებ ყველაფერს გაიგებთ

ხელის ანალიზის ამერიკული აკადემიის ხელმძღვანელი, ქეი ფეკარდი დარწმუნებულია, რომ ხელებს, თითებს ძალიან ბევრი რამის თქმა შეუძლია ჩვენ შესახებ. აკადემიის ექსპერტები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ჩვენს თითოეულ თითს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. მათი საშუალებით ადამიანის ხასიათის შტრიხების შესწავლაა შესაძლებელი.
გთავაზობთ აკადემიის კვლევის შედეგებს.

1. განსაზღვრეთ, რომელია უფრო ძლიერი ხელი - ეს მარტივია, თუ მემარჯვენე ხართ, ე.ი მარჯვენაა ძლიერი ხელი, ხოლო თუ მემარცხენე - მარცხენა.

2. განსაზღვრეთ სუსტი და ძლიერი თითები - ყველა ადამიანს აქვს სუსტი და ძლიერი თითები. უფრო ძლიერი თითებით შესაძლებელია თქვენი ხასიათის დადგენა. თუ თითი არის მოხრილი, ან გვერდზე გადახრილი, ან არ შეუძლია გარკვეული რამის გაკეთება, ის არის სუსტი. თუ თითი სწორი და გრძელია, მაშინ ის ძლიერი თითია.

· ძლიერი ცერი ძლიერ ხელზე მიანიშნებს, რომ თქვენ ისწრაფვით წარმატებისკენ თქვენს პროფესიაში.

· ძლიერი საჩვენებელი თითი ძლიერ ხელზე მიანიშნებს, რომ თქვენ ძალაუფლების მოყვარული ხართ, ეს ხასიათის სიმტკიცესა და გამჭრიახობაზე მეტყველებს.

· ძლიერი შუა თითი ძლიერ ხელზე - ეს თქვენი პასუხისმგებლობიანობის, ეფექტურობის, მაღალი სანდოობისა და სიბრძნის განმსაზღვრელია.

· ძლიერი არათითი ძლიერ ხელზე - თქვენ ხელოვანი ადამიანი ხართ

· ძლიერი ნეკი ძლიერ ხელზე თქვენს კომუნიკაბელურ შესაძლებლობებზე მეტყველებს
თუ გაქვთ ძლიერი ცერი და შუა თითი წამყვან ხელზე, მაშინ თქვენ ხართ პასუხისმგებლობის გრძნობით სავსე, პროფესიონალი ადამიანი, რომელიც აკეთებს საქმეს და მხოლოდ ამბიციებით არ შემოიფარგლება.

3. დააკვირდით ფრჩხილის ფორმას :
მრგვალი ფორმის ფრჩხილი მეტყველებს, რომ თქვენ მშვიდობისმოყვარე ხართ.

სამკუთხედის ფორმის მსგავსი ფრჩხილი თუ გაქვთ ნიშნავს, რომ არ გიყვართ გაურკვევლობა, ყველაფერში სიზუსტეს მოითხოვთ. თქვენ პედანტი ბრძანდებით.

თუ ოთხკუთხედი ფრჩხილი გაქვთ, ეს მიუთითებს, რომ თქვენ მუდამ სიახლეს ეძებთ, არ გიყვართ სხვის გათელილ გზაზე სიარული. საკუთარ გზას თავად მიიკვლევთ.

ტრაპეციის ფორმის ფრჩხილი კი მიუთითებს, რომ თქვენ გიყვართ რაიმე არასტანდარტულის გაკეთება.

4. დააკვირდით თითებს შორის ადგილებს - მოათავსეთ თქვენი ხელები სიბრტყეზე თქვენს წინ კომფორტულად
თუ თითებს შორის დარჩენილია დიდი ადგილები, თქვენ ხართ დამოუკიდებელი ადამიანი, რომელსაც უყვარს ექსპერიმენტები.

თუ თითები გვერდიგვერდ მჭიდროდაა განლაგებული, თქვენ გონიერი და ფრთხილი ადამიანი ხართ. შესაძლოა, დამოუკიდებელიც.

თუ არა თითი და შუა თითი დაშორებულია, თქვენზე გავლენის მოხდენა მარტივია. ხოლო თუ ისინი ერთმანეთთან ახლოსაა განლაგებული, თქვენ მიჰყვებით ცხოვრების პრინციპებს, იცავთ წესებს.

შეხედეთ მანძილს არათითსა და ნეკს შორის, თუ ადგილი დიდია, თქვენ თავს არიდებთ სერიოზულ თემებზე საუბარსა და გადაწყვეტილებების მიღებას, როგორც სამსახურში ასევე ოჯახში. თუ მანძილი საშუალოა, ეს ნიშნავს, რომ ხართ დამოუკიდებელი აზროვნების მქონე ადამიანი, რომელსაც შეუძლია ცხოვრებაში თამამი ნაბიჯები გადადგას.

წყარო: https://brightside.me/wonder-curiosities/scientists-reveal-how-to-tell-a-persons-character-by-the-shape-of-their-hands-282860/