onlain sesxebi - ყველა

15 „ჯადოსნური“ ფრაზა რომელიც ყოველდღე უნდა უთხრათ საკუთარ თავს

15 „ჯადოსნური“ ფრაზა რომელიც ყოველდღე უნდა უთხრათ საკუთარ თავს


ჩვენ ვიბრძვით - ყოველთვის და ყველასთან - ზოგჯერ ღიად და ზოგჯერ ფარულად! თუმცა ყველაზე ხშირად მაინც საკუთარ თავს ვებრძვით და, შესაბამისად, ვაზარალებთ კიდეც! ჩვენ გვინდა იმაზე უკეთესები ვიყოთ, ვიდრე ვართ; იმაზე მეტს ვაკეთებდეთ, ვიდრე ვასწრებთ; იმაზე მეტად გვიყვარდეს ან ვუყვარდეთ, ვიდრე ეს ახლა, ამ მომენტშია... და ასე შემდეგ, დაუსრულებლად.
ერთი შეხედვით, ეს სურვილები და მონდომება ცუდი სულაც არაა და ძალიან მნიშვნელოვანია წინსვლისთვის და განვითარებისთვის, ჰარმონიული ურთიერთობებისთვის. მთავარი აქ სხვა საკითხია, მაგალითად, ის, თუ როგორ ვაიძულებთ საკუთარ თავს ამ ყველაფრის შეცვლას, რას ვეუბნებით მას ყოველ დილით, ყოველ შეცდომაზე, დაღლილი, დაძინებისას?
ვაღიაროთ, რომ დღის განმავლობაში ჩვენს თავთან ძირითადად უარყოფითი მონოლოგები გვაქვს. მუდმივად იხსენებ, როგორი დაღლილი ხარ, როგორი არაორგანიზებული და როგორ გეზიზღება ყველაფერი, რისი გაკეთებაც გიხდება. რა მოხდება მაშინ, თუ საკუთარ თავთან სხვაგვარ დიალოგს წარმართავ? არა აქვს მნიშვნელობა ხმამაღლა ესაუბრები საკუთარ თავს, თუ უბრალოდ ფიქრობ, ყველაფერი, რაც შენ გეხება, მნიშვნელოვანია!
არსებობს 15 „ჯადოსნური“ ფრაზა უკეთესი განწყობისთვის, პროდუქტიულობისათვის, წარმატებისთვის და საკუთარ თავთან ჰარმონიული ურთიერთობისთვის. ყოველდღე უთხარი შენს თავს რამდენიმე მათგანი მაინც:
„საკმარისად კარგი ხარ, ახლაც, ასეთიც!“. ყველას გვსურს განვვითარდეთ, წინსვლა განვაგრძოთ და გავაკეთოთ მეტი. თუმცა ზოგჯერ გვჭირდება, შევახსენოთ საკუთარ თავს, რომ საკმარისად კარგები ვართ ზუსტად ახლა, დღეს!
„მე არ მეხება, მაგრამ მერე რა მოხდა?“ გქონდეს სურვილი ის გააკეთო, რაც თქვენი კონკრეტული პასუხისმგებლობა არ არის, ეს აისახება შენს ცხოვრებასა და კარიერაზე დადებითად. არა აქვს მნიშვნელობა, გაიგებს თუ არა ვინმე, რომ რაღაც მხოლოდ შენ გააკეთე, მთავარია, იცი და თავს არაჩვეულებრივად გრძნობს იმის გამო, რომ რაღაც შეცვალე.
„მერე რა, რომ იდეალური არ ვარ!“ განცდა იმისა, რომ აუცილებლად უნდა ვიყოთ იდეალურები და უნაკლოები სანამ ბიზნესს დავიწყებთ ან ცხოვრებაში მნიშვნელოვან ნაბიჯს გადავდგამთ, წარმატებაში ხელს გვიშლის. დიდი ამბავი, თუ „იდეალური არ ხარ!“ ვინმეს იცნობ ასეთს?
„ეს დრო მნიშვნელოვანი და საჭიროა ჩემთვის!“ ძალიან ბევრი ადამიანი საკმარის დროს არ უთმობს თავის თავს. მათგან განსხვავებით, სცადე გამონახო დრო, რომელსაც შენთვის გამოიყენებ - გადახედე გეგმებს, წადი ფიტნეს-ცენტრში ან უბრალოდ დაისვენე. გამოიყენე ეს დრო!
„მე შემიძლია ამის გაკეთება!“ სანამ რთულ ვითარებაში ამოყოფ თავს ან მიიღებ სხვადასხვა გამოწვევას, უთხარი საკუთარ თავს, რომ ეს შეგიძლია. თუ შენ გჯერა, რომ შეძლებ, ე.ი. მართლა შეძლებ!
„სხვები არაფრით განსხვავდებიან ჩემგან!“ როცა სხვების განსჯას იწყებ საკუთარი თავის უკეთ წარმოსაჩენად, ფსევდო სიამაყის გრძნობა გეუფლება. ამის ნაცვლად, სჯობს გავიაზროთ, რომ არავინ არაფრით განსხვავდება სხვისგან, ასე იზოლირებულად და მარტო არ იგრძნობ თავს.
„არ მაინტერესებს, რას ფიქრობენ სხვები!“ სიმართლე ის არის, რომ ხალხის აზრს მნიშვნელობა არა აქვს. ამიტომ ძალიან ხშირად შეახსენე ეს საკუთარ თავს. იყავი გულახდილი საკუთარ თავთან.
„საოცარი ხარ!“ „საოცრების“ ზუსტი დეფინიცია ჯერ არავის მოუცია, ამიტომაც ის ყველასთვის სიმართლეა. სხვადასხვა მხრივ ყველანი საოცრებები ვართ, ამიტომაც დროა, შენს თავს საკუთარი განსაკუთრებულობა შეახსენო.
„ვიწყებ!“ გადადგა პირველი ნაბიჯი, ყოველთვის რთულია და ამას ძალიან იშვიათად აღვნიშნავთ. მიულოცე საკუთარ თავს რაღაცების დაწყება - ასე, ყველა ნაბიჯი გაცილებით გამარტივდება.
„ჩემი ბრალია!“ პასუხისმგებლობების აღება ჩვენ მიერ გაკეთებულზე, გვაძლიერებს იმისთვის, რომ მოვიბოდიშოთ და უკეთესობისკენ შევცვალოთ სიტუაცია. როცა დამნაშავე არ ხარ, თავს ნუ დაიდანაშაულებ!
„მე ის შევძელი, რასაც ვერავინ შეძლებს!“ ყოველთვის არსებობს რაღაც, რისი გაკეთებაც შესძელი შენ და სხვა ვერ შეძლებდა, მნიშვნელობა არ აქვს პატარა იქნება ეს თუ დიდი. დამსახურებულ კომპლიმენტს თუ ხშირად ეტყვი საკუთარ თავს, ეს საუკეთესო საშუალება იქნება თავდაჯერებულობის შესანარჩუნებლად.
„არც ისეთი საშიში იყო, როგორიც მეგონა!“ ხშირად ის, რისიც გვეშინია, არც ისეთი ცუდია და კატასტროფული მაშინაც კი, როცა ეს „საშიში“ უკვე ხდება. საკუთარი თავისთვის ამის შეხსენება, გვაძლიერებს ჩვენი შიშების წინააღმდეგ.
„მე შემიძლია ჩემი შიშების დაძლევა!“ იმის გაანალიზებისას, რომ ჩვენი შიში იზრდება და ღრმავდება, უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება, რომ დავძლიოთ იგი. როცა ამ შიშებს პირისპირ შევხედავთ, ეს შეგვმატებს სიმტკიცეს და თავდაჯერებულობას. გახსოვდეს, შიშს მხოლოდ მაშინ აქვს ძალა, როცა შენ აძლევ ამის საშუალებას.
„წარსულშიც წარმატებული ვიყავი!“ კონკრეტული წარმატების მაგალითი თავდაჯერებულობას გვძენს სწორედ მაშინ, როცა საკუთარი თავის ხელში აყვანა და ახალი რაღაცების ცდა არის საჭირო.
„ვაპირებ წარმატებას მივაღწიო!“ როდესაც საკუთარ თავს ეუბნები, რომ კონკრეტულ საკითხში წარმატების მიღწევას გეგმავ, წინააღმდეგობას უწევ შინაგან ეჭვებს იმის შესახებ, რომ არაფერი გამოგივა.

წყარო: http://time.com