onlain sesxebi - ყველა

20 ფილმი, რომელიც ყველა ქალს უნდა ჰქონდეს ნანახი

20 ფილმი, რომელიც ყველა ქალს უნდა ჰქონდეს ნანახი


ქალებს ცხოვრებაში უამრავ სირთულესთან და წინააღმდეგობასთან უწევთ გამკლავება. დეპრესია, შიში, ძალაუფლება, ოჯახი და პასუხისმგებლობები, კარიერა და უამრავი სხვა ფაქტორი განსაზღვრავს ქალის ცხოვრებას.
გთავაზობთ ქალებზე გადაღებული ფილმების ჩამონათვალს. ყოველი მათგანი განსაკუთრებულია და წარუშლელი შთაბეჭდილების დატოვება შეუძლია თითოეულ თქვენგანზე.

1. ცხოვრება ვარდისფერ ფერებში (La Vie en Rose) - ფილმი ფრანგი მომღერლის, ედიტ პიაფის ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს. ის იბრძვის თავისი უფლებებისთვის, სიმღერისთვის, სიყვარულისთვის. ეს არის ფილმი გოგონაზე პარიზის ღარიბული გარეუბნიდან, რომელმაც შეძლო ხალხის გულების დაპყრობა

2. ჯარისკაცი ჯეინი (G.I. Jane) - ის გვიჩვენებს რა ძალა აქვს ადამიანის სულს. ფილმი შეიცავს რამდენიმე დაუვიწყარ სცენას, რომელთა საშუალებითაც ის ნამდვილ კლასიკად იქცა.

3. მონა ლიზას ღიმილი (Mona Lisa Smile) - ღირსება, გამბედაობა, მიზნისკენ სწრაფვა - ფილმი ამაზეა დაფუძნებული, თუმცა ეს არ არის მთავარი. ის გაიძულებთ დაფიქრდეთ და ჩაუღრმავდეთ საკუთარ თავს. ეს არის ისტორია ფემინისტ მასწავლებელზე, რომელმაც შეყვარებული დატოვა და სხვა ქალაქში გადავიდა ქალთა კერძო ხელოვნების კოლეჯში მასწავლებლად.

4. გოგონა მილიონ დოლარად (Million Dollar Baby) – ეს ნამდვილად მომაჯადოებელი ფილმია. ის უკომპრომისოდ ასახავს მწარე რეალობას. ცხოვრების ჭეშმარიტ სიმძიმესა და სისასტიკეს გვიჩვენებს.

5. ეშმაკი ატარებს პრადას (The Devil Wears Prada) - მოდა არის ის, რაზეც ქალები გიჟდებიან, მაგრამ რაც უფრო ღრმად შეიხედავთ ამ სამყაროში, მით უფრო საშინლად მოგეჩვენებათ ის. სულ მცირე შეცდომამაც კი ამ სფეროში შეიძლება მთელი კარიერა დაგინგრიოთ. ეს სახალისო და დამაფიქრებელი შინაარსის მქონე ფილმი ქალბატონებს ბევრ რამეზე დაგაფიქრებთ. ფილმში ორი შესანიშნავი მსახიობის - მერილ სტრიპისა და ენ ჰეთვეის ფანტასტიკური ტანდემია.

6. ცვლილებების გზა (Revolutionary Road) - ფილმი მოგვითხრობ მეოცე საუკუნის შუა წლების ამერიკული ოჯახის შესახებ - ცოლი, ქმარი და ორი შვილი. მასში ასახულია ის, რაც რეალურ ცხოვრებაშიც ხშირად ხდება. ქალი, რომელმაც ვერ იპოვა საკუთარი თავი და რომელიც ცდილობს კარიერული თვალსაზრისით წარმატების მიღწევას. ის მზადაა, უარი თქვას ამერიკულ ცხოვრებაზე და პარიზში წავიდეს. ადამიანებს ხშირად გვინდა შევცვალოთ ჩვენს გარშემო ყველაფერი, მაგრამ ეს არც ისე მარტივია.

7. დედოფალი (The Queen) - ფილმში აღწერილია ბრიტანეთის სამეფო ოჯახის რთული პერიოდი პრინცესა დაიანას სიკვდილის შემდეგ. ემოციები, გამბედაობა, საზოგადოების აზრი და სამეფო ოჯახის ღირსების დაცვა.

8. ერინ ბროკოვიჩი (Erin Brockovich) - ფილმში ასახულია მარტოხელა ქალის ცხოვრება, რომელიც სამ შვილს ზრდის. შვილების გამო ის უარს ამბობს კარიერულ წინსვლაზე, თუმცა ერთ დღესაც მას ცხოვრება შანსს სთავაზობს. ის ძლიერი ქალია და ჩვეულებრივი ქალური სისუსტეები დაუშვებელი ფუფუნებაა.

9. ფრიდა (Frida) - ფილმი მოგვითხრობს ქალზე, რომელსაც გონებიდან ვერ წაშლით. მასში ასახულია დაუოკებელი სურვილები და ურჩობა, რომელიც თან ახლავს ადამიანის ხასიათს, დაუშრეტელი ენერგია. ფრიდა იყო 20 წლის, როდესაც ცოლად გაჰყვა მასზე ბევრად უფროსს და მდიდარ, გარყვნილ მექსიკელ მხატვარს, დიეგო რივერას.

10. ჭამე, ილოცე, შეიყვარე (Eat Pray Love) - ფილმი გვთავაზობს მარტივ მეთოდს, როგორ დავძლიოთ დეპრესია - უბრალოდ, დაიწყეთ მოგზაურობა და იპოვეთ საკუთარი თავი. მთავარი გმირი ამ მეთოდით მოიპოვებს წარმატებას. როცა ამ ფილმს ნახავთ, დაფიქრდით, იქნებ თქვენც ფილმის მთავარი გმირის მსგავსად უნდა მოიქცეთ.

11. ელისაბედი: ოქროს ხანა (Elizabeth: The Golden Age) – ეს კიდევ ერთი შესანიშნავი ფილმია, რომელიც დედოფლის ცხოვრების სირთულეებს ასახავს. ელისაბედ პირველი არის ქალი, რომელსაც არ აქვს უფლება ჰქონდეს პირადი ცხოვრება. შფოთვა, ვნება, ღალატი და დიდება - ეს ყველაფერი გაერთიანებულია ფილმში.

12. იქ, სადაც გულია (Where the Heart Is) - ეს ერთ-ერთი საუკეთესო ფილმია სიყვარულზე, პატიებასა და მეგობრობაზე. ბიჭი ტოვებს თავის ფეხმძიმე შეყვარებულს, მაგრამ ცხოვრება არც ისეთი საშინელია, როგორც მსგავს პერიოდში შეიძლება მოგეჩვენოს.

13. ჟანა დ'არკი (The Messenger: The Story of Joan of Arc) - მართლაც შესანიშნავი ისტორიული ფილმი. სურათის შემქმნელებმა საოცრად რეალისტურად ასახეს მტკიცე რწმენა და სამართლიანობის გრძნობა ჟანა დარკის ხასიათში. პერსონაჟი ბრწყინვალედ ითამაშა მილა იოვოვიჩმა.

14. თავი ღრუბლებში (Head in the Clouds) - ეს ემოციური ფილმი მოგწყვეტთ რეალობას. მასში ასახულია მეგობრების ისტორია, რომლებსაც მეორე მსოფლიო ომი ერთმანეთს აშორებს.

15. ელეგია (Elegy) - ფილმი მოგვითხრობს ახალგაზრდა გამოუცდელი სტუდენტისა და პროფესორის ურთიერთობის შესახებ. ის აუცილებლად დატოვებს კვალს თქვენზე. ფილმი გვიჩვენებს, რომ ზოგიერთი ადამიანი ამ სამყაროში საოცრად ახლობელია ჩვენთვის. არიან ისეთებიც ვისთანაც გვაქვს ღრმა სულიერი კავშირი.

16. ამელი (Amélie) - ამელი ფრანგი გოგონაა, რომელსაც წარმოსახვის საოცარი უნარი აქვს. ის ცდილობს ადამიანებს ბედნიერება მოუტანოს და ყველაფერს ნათელი ფერები მოჰფინოს.

17. ერთი კვირა მერლინთან (One Week with Marilyn) - ფილმში ნაჩვენებია მერლინ მონროსა და სენ ლოურენს ოლივიას მუშაობის პროცესი კინოსურათზე. ფილმი დაგაჯერებთ, რომ ერთ დღეს შეიძლება თქვენც ვარსკვლავი გახდეთ.

18. ევიტა (Evita) - ეს არის შესანიშნავი მუსიკალური სურათი მომღერალ მარია ევა დუარტე დე პერონის ცხოვრების შესახებ. მადონამ ზედმიწევნით ზუსტად ასახა როგორც ნათელი ასავე მუქი მხარეები მომღერლის, ასევე მისი შიშები და ამბიციები.

19. ჯია (Gia) - ეს არის ჯია კარანჯის ისტორია, რომელმაც 18 წლის ასაკში ყველას გული მოინადირა, თუმცა მისი ცხოვრება ერთ დიდ ტრაგედიად იქცა. ის სამოდელო ბიზნესში არსებულ მწარე რეალობას შეეჯახა.

20. კოკო შანელამდე (Coco Before Chanel) - ეს არის ბიოგრაფიული ფილმი, რომელიც ლეგენდარულ დიზაინერზე კოკო შანელზე მოგვითხრობს. ფილმი არის ძლიერი ქალის შესახებ, რომელსაც არ ეშინია უგულებელყოს კონსერვატიული საზოგადოების შეხედულებები თავისი ძველებური მოდით, კორსეტებითა და მოსაწყენი კაბებით.

წყარო: https://brightside.me/article/20-movies-which-every-woman-should-watch-1155/