onlain sesxebi - ყველა

ტიბეტური აღზრდის 3 ძირითადი წესი

ტიბეტური აღზრდის 3 ძირითადი წესი


ტიბეტური აღზრდის ძირითადი წესები:
- ყველაზე მთავარი - არანაირი დამცირება და ფიზიკური დასჯა. ერთადერთი მიზეზი, რის გამოც არ სჯიან ბავშვებს, ის არის, რომ გაფუჭებულს ვეღარ გაამთელებ.

- პირველი პერიოდი: 5 წლამდე. ბავშვს უნდა მოექცეთ „როგორც მეფეს“. არაფერი არ უნდა აუკრძალოთ. თუ რაიმეს სახიფათოს აკეთებს, შეშინებული სახით უნდა გქონდეთ რეაქცია, რადგან ბავშვი მიხვდეს თქვენს ენას. ამ პერიოდში ვითარდება აქტიურობა, ცნობისმოყვარეობა. ბავშვს ჯერ არ შეუძლია დაალაგოს გრძელი ლოგიკური ჯაჭვი. დასჯას ის აღიქვამს როგორც დათრგუნვას ძალის პოზიციიდან. თქვენ კი უნდა ასწავლოთ დაემორჩილოს იმას, ვინც უფრო ძლიერია.

- მეორე პერიოდი: 5-დან 10 წლამდე. ამ პერიოდში ბავშვს უნდა მოექცეთ როგორც „მორჩილს“. უნდა დაუსვათ ამოცანები და მოსთხოვოთ მათი შესრულება. შეიძლება დასაჯოთ შეუსრულებლობის გამო, მაგრამ არა ფიზიკურად. ამ პერიოდში აქტიურად ვითარდება ინტელექტი. ბავშვმა უნდა ისწავლოს ადამიანების რეაქციის პროგნოზირება მის ქცევებზე, გამოიწვიოს დადებითი დამოკიდებულება საკუთარი თავის მიმართ და მოერიდოს უარყოფითის გამოვლენას. ამ პერიოდში არ შეგეშინდეთ დატვირთოთ ბავშვი ცოდნით.

- მესამე პერიოდი: 10-დან 15 წლამდე. როგორ უნდა მოექცეთ? როგორც თანატოლს. რჩევა სთხოვეთ ყველა მნიშვნელოვან საკითხზე, მიანიჭეთ და მოუწონეთ დამოუკიდებლობა. საკუთარი ნება მოახვიეთ „ხავერდის ხელთათმანებით“ განხილვის პროცესში, შეხსენებებით, რჩევებით. თუ რაიმე არ მოგწონთ, მოახდინეთ მისი ყურადღების აქცენტირება ნეგატიურ შედეგებზე და მოერიდეთ პირდაპირ აკრძალვებს. ამ პერიოდში ფორმირდება აზროვნების დამოუკიდებლობა

- უკანასკნელი პერიოდი: 15 წლიდან. მოექეცით ბავშვს პატივისცემით. მისი აღზრდა უკვე გვიანია, და თქვენ მოგიწევთ მხოლოდ საკუთარი შრომის ნაყოფის აღება.

როგორი შედეგი შეიძლება გამოიწვიოს ამ წესების დაუცველობამ?

· თუ დათრგუნავთ ბავშვს 5 წლამდე, ამით თქვენ დათრგუნავთ მის ცხოვრებისეულ აქტივობას, ინტერესს ცხოვრებისადმი და ინტელექტს. მიაჩვევთ დაემორჩილოს უხეშ ძალას. გახდით მას იოლ მსხვერპლს ყველანაირი არამზადებისთვის.

· თუ გააგრძელებთ მასთან ენის მოჩლექით ლაპარაკს 5 წლის შემდეგაც, ბავშვი გაიზრდება ინფანტილური, შრომის და საერთოდ სულიერების მიმართ.

· თუ იზრუნებთ მასზე როგორც პატარაზე 10 წლის შემდეგაც, მაშინ ის გაიზრდება თავდაუჯერებელი, იქნება დამოკიდებული უფრო დამოუკიდებელ მეგობრებზე, რომლებსაც ყოველთვის შეუძლიათ მოახდინონ გავლენა.

· თუ პატივს არ სცემთ ბავშვს 15 წლის შემდეგ, ის ამას არ გაპატიებთ და დაგტოვებთ სამუდამოდ პირველივე შესაძლებლობისთანავე.

წყარო: http://fit4brain.com/4337
Регистрация