onlain sesxebi - ყველა

10 ყველაზე ცნობილი ,,სურნელი“ ქალებისთვის

10 ყველაზე ცნობილი ,,სურნელი“ ქალებისთვის

სუნამო ქალების უმეტესობის ჩანთის განუყოფელი ნაწილია. ამბობენ, რომ სურნელის მიხედვით შესაძლებელია ქალის ხასიათის, განწყობის განსაზღვრა. გთავაზობთ 10 სუნამოს, რომლებიც მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა თაობის ქალებს მოსწონდათ და დღემდე არ კარგავენ აქტუალობას.

1. Chanel #5 – „სამუდამო სურნელი“ - ასე უწოდებენ მას. ეს დახვეწილი და უკვდავი სუნამო დღემდე ყველაზე პოპულარულია. დღეს ქალებს ოდნავ სახეცვლილ, თანამედროვე სურნელს სთავაზობენ. ყვავილების ნოტებს სხვადასხვა არომატი აქვს დამატებული.

2. Estee Lauder Youth Dew – „ესტე ლაუდერმა“ ეს ძლიერი, მომხიბვლელი არომატი 1953 წელს შექმნა და დღემდე ყველაზე სექსუალურ სურნელად მიიჩნევა.

3. Hermes Caleche – „ჰერმესის“ პირველი სუნამოს მთელ მსოფლიოში დღემდე პოპულარობით სარგებლობს და ქალების საყვარელ სუნამოდ რჩება. ეს სუნამო შეიცავს ციტრუსისა და ყვავილების სურნელს. ის ერთ-ერთ ყველაზე გამძლე სუნამოთა კატეგორიას მოეკუთვნება. დილით თუ რამდენიმე წვეთს იპკურებთ, სურნელი გვიან ღამემდე გაგყვებათ.

4. Angel by Thierry Mugler - ვარსკვლავის ფორმის ბოთლში მოთავსებული სუნამო უნიკალური ნაზავია კარამელის, თაფლისა და ვანილის ნოტების.

5. Coco by Chanel – სუნამო 1984 წელს გამოუშვეს და მის სახელში სიმბოლიზირებულია კოკო შანელის იდუმალი პიროვნება. ეს არის აღმოსავლური სურნელი. მანდარინის, ფორთოხლის, ჟასმინისა და ვარდის ნოტების ნაზავი.

6. Creed Fantasia de Fleurs - ეს ყველაზე ძველი სუნამოა რაც კი ოდესმე შექმნილა და მისი შექმნა 1800-იან წლებს უკავშირდება. სუნამო ავსტრია-უნგრეთის დედოფლის, ელიზაბეტის თმებისთვის შექმნეს. Fantasia de Fleurs აქვს ძლიერი სურნელი და ის ოთხი კომპონენტისგან შედგება - ბერგამოტი, ვარდი, ირისი და ამბრი.

7. ტომ ფორდის „შავი ორქიდეა“ - ჩვენს სიაში ეს ყველაზე ახალი სურნელია. „შავი ორქიდეა“ 2006 წელს შეიქმნა და ჯერჯერობით დროს უძლებს. სუნამო ფრანგული ჟასმინის, შოკოლადისა და ვანილის ნოტების კომბინაციაა.

8. Yves Saint Laurent Opium - ეს ეგზოტიკური სურნელი 1977 წელს შექმნეს. სუნამო მანდარინის, ქლიავის, შროშანისა და ვარდის სურნელს აერთიანებს.

9. Christian Dior, Miss Dior – 1947 წლიდან დღემდე „მის დიორი“ ყველაზე რომანტიკულ სურნელად ითვლება. ამბობენ, რომ ეს არის ელეგანტური ქალის სურნელი.

10. Guerlain Shalimar - ეს არის პირველი აღმოსავლური სუნამო, რომელიც 1925 წელს შექმნეს. მისი შექმნა ინდოეთის იმპერატორის შა ჯაჰანისა და პრინცესა მუმთაზ მაჰაის სიყვარულითაა შთაგონებული, რომლებიც ინდოეთში 4 საუკუნის წინ ცხოვრობდნენ. სწორედ იმპერატორის სასიყვარულო ურთიერთობამ შთააგონა ჟაკ გერლაინი, რომელმაც შექმნა სუნამო Shamilar. ეს არის თბილი და სექსუალური სურნელი ჟასმინისა და ვარდის ნოტებით.

წყარო: https://www.vogue.in/content/10-iconic-womens-fragrances-that-any-perfume-lover-should-own/#estee-lauder-youth-dew
Регистрация