onlain sesxebi - ყველა

7 სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გაკვეთილი ადამიანების ცხოვრებაში რომლებსაც ხშირად გვიან ვსწავლობთ

7 სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გაკვეთილი ადამიანების ცხოვრებაში რომლებსაც  ხშირად გვიან ვსწავლობთ


ცხოვრებისეული გაკვეთილები სავსეა სიბრძნით, რადგან მას ცხოვრების რთული გზის გავლის შედეგად ვიძენთ. თუმცა ამ პროცესის ყველაზე დიდი სირთულე იმის გაანალიზებაა, რომ ყველა შესაძლებლობა დაუსრულებლად არ გრძელდება და მისი დროულად გამოყენებაა საჭირო.

უმჯობესია, ცხოვრებისეული გამოცდილება მივიღოთ ადრე, ვიდრე დაგვიანებით.

1. თუ საყვარელი საქმის გაკეთება გსურს, სხვებთან შედარებით სამჯერ მეტი ძალისხმევით უნდა იშრომო
ადამიანების უმრავლესობა თავისი ცხოვრების დღეებს საყვარელი საქმის კეთებაში არ ხარჯავს. ისინი ძირითადად იმას აკეთებენ, რაც მშობლებმა, მეგობრებმა და უფროსებმა დაავალეს. ისინი მიჰყვებიან იმ საქმეებს, რომლებიც მათ გულთან ახლოსაც არ არის. თუ გსურს ის იყო, ვინც საყვარელი საქმით დაკავდება, საჭიროა ამას შეხედო, როგორც პრივილეგიას და არა როგორც იმედს. ასეთი ადამიანები უმცირესობას წარმოადგენენ. თუ ზუსტად იცი, რისი კეთება გსურს, დროა, საქმეს ახლავე შეუდგე.

2. სიბრაზის მიღმა ყოველთვის შიში იმალება
როგორც ბრძენი იოდა ამბობს, "შიში სიბნელისკენ მიმავალი გზაა. იგი იწვევს სიბრაზეს, სიბრაზე იწვევს სიძულვილს, ხოლო სიძულვილი - ტანჯვას". როცა ვიტანჯებით, განსაკუთრებით, თუკი ეს მდგომარეობა დიდხანს გრძელდება, უპირველესად იმის გვჯერა, რომ ამის მიზეზი არა ჩვენს თავში, არამედ სხვა რამეშია, რაც ჩვენ გარშემოა - რაღაც ისეთია, რაც გვძულს. ხშირად ამ ემოციას არსებობის საშუალებას ვაძლევთ და შემდეგ აღმოვაჩენთ, რომ ეს სიძულვილი სიბრაზის გმინვაა, რომელსაც დიდი ხანია, ვებღაუჭებით. მაგრამ ამ ყველაფრის უკან ყოველთვის შიში იმალება - შიში რაიმეს დაკარგვის, შიში დაუცველობის, შიში გაშვების. თუმცა, თუ შიშის მნიშვნელობას გაიაზრებ, თანაგრძნობის ნათელ სხივსაც იქვე იპოვი და შეძლებ, ცხოვრება განაგრძო.

3. ჩვენი ყოველდღიური ჩვევები ჩვენს მომავალს განაპირობებს
ყველაფერი, რასაც დღეს აკეთებ, გაქცევს იმად, ვინც იქნები ხვალ. თუ მთელი კვირის განმავლობაში კონკრეტულ ქმედებებს გაიმეორებ, ცვლილებებისთვის ასუფთავებ შენი ცხოვრების ზედაპირს. თუ ამას თვის განმავლობაში გააკეთებ, უმნიშვნელო ცვლილებების შემჩნევასაც დაიწყებ. და თუ ერთი, ორი ან ხუთი წლის განმავლობაში კონკრეტულ ქმედებებს ჩვევად გაიხდი, საკუთარ თავს ვეღარ იცნობ - კონკრეტული თვალსაზრისით სრულიად შეიცვლები. დააფასე ყოველი მცირე ქმედების ძალა, გაიმეორე ისინი დროთა განმავლობაში. კარგია ეს თუ ცუდი, შენი ჩვევები გაყალიბებს იმად, ვინც საბოლოო ჯამში უნდა გახდე.

4. ისწავლე ემოციების მართვა
როცა რაიმეს მართვის სწავლაზე ვსაუბრობთ, ძირითადად ამას განვიხილავთ, როგორც უნარის ჩამოყალიბებას. სწავლობ პიანინოს დაკვრას ან ფეხბურთის თამაშს. საქმე ისაა, რომ იმის სწავლაც შეიძლება, თუ როგორი უნდა იყო ემოციური თვალსაზრისით. შეგიძლია ისწავლო თავმდაბლობა, შემწყნარებლობა. შეგიძლია დახვეწო და გაიღრმავო ინტელექტი, იუმორი. ეს ისევე მნიშვნელოვანია, როგორც საკუთარი სიბრაზის, აღშფოთების, ტრაგედიისა თუ კონფლიქტების მართვის უნარი. როგორი ხარ ემოციურად, ეს იმ სწავლის პროცესის შედეგია, რომელიც ან გაცნობიერებული იყო, ან გაუცნობიერებელი. ნაწყენი ხომ არ დაბადებულხარ, არა? ყველა ემოცია, რაც გაგაჩნია და მათი გამოხატვის უნარი - შეძენილი და ნასწავლია, მაგალითად - სიხარული.

5. ყველას საკუთარი პრიორიტეტი აქვს
ამ ფრაზას ხშირად უარყოფით კონტექსტში იყენებენ და სტერეოტიპულადაც მიიჩნევენ. თუმცა მე პირიქით მგონია და მიმაჩნია, რომ ყველამ საკუთარ თავზე უნდა ვიზრუნოთ. ყველას ჩვენი, საკუთარი ოჯახი, მეგობრები, ოცნებები, მიზნები, მისწრაფებები და სხვა მნიშვნელოვანი რაღაცები გვაქვს. ყველას, ერთმანეთის მსგავსად, როგორც მცირე, ისე გრანდიოზული სურვილების ასრულება გვწადია.

6. მიღწევები მოგზაურობებივით არ სრულდება
ერთია მიზნის დასახვა და მეორე - მისი განხორციელება სხვების დახმარებით ისე, რომ შედეგი შესამჩნევი იყოს. სრულიად სხვა საქმეა, საკუთარი და შენ გარშემო მყოფი ადამიანების კეთილდღეობა შესწირო ამ მიზანს და მის განხორციელებას. საბოლოოდ, არაფერი შეედრება იმ განცდას, რაც შედეგსა და მიღწეულ მიზნებს ახლავს თან. თუ მოგზაურობისას არ შეგიძლია, დატკბე გარემოცვით, საბოლოო მიზანიც უმნიშვნელო ხდება.

7. თავდაუზოგავი შრომა და მხიარულება ერთმანეთს არ გამორიცხავს
ვერასდროს ვიგებდი სამომავლო გეგმებზე საუბრისას ადამიანები რატომ არ იცონოდნენ და რატომ აღიქვამდნენ ყველა საკითხს სერიოზულად. საუკეთესო იდეებს მარტივი საკითხები წარმოშობს, საუკეთესო ემოციებს - სიხარული. ადამიანები ურთიერთობას ხშირად ღიმილით იწყებენ. მუშაობისას ან პრობლემის მოგვარებისას სიცილი ახალი შესაძლებლობაა მათთვის წარმატებით თავის გასართმევად. ხანდახან ადამიანები ამას ვერ იგებენ - ისინი იზრდებიან და უხეშდებიან, ცხოვრება კი, პირიქით, სიამოვნების მიღებაა, მხიარულებაა. გართობა იმას კი არ ნიშნავს, რომ ვერაფერს ვერ გააკეთებ. პირიქით, შეგიძლია გაერთო, იცინო და იმაზე მეტიც გააკეთო, ვიდრე წარმოიდგენდი.

წყარო: http://www.businessinsider.com/7-crucial-lessons-people-often-learn-too-late-in-life-2016-9?utm_content=buffer9f89f&utm_medium=social&utm_source=facebook.com&utm_campaign=buffer//#-1