mome.ge

საინტერესო ფსიქოლოგიური ფაქტები, რომლებსაც ყოველდღიურად ვეჯახებით

საინტერესო ფსიქოლოგიური ფაქტები, რომლებსაც ყოველდღიურად ვეჯახებით

ყოველ დღე ვხვდებით ხაფანგში, რომელსაც ჩვენი ტვინი გვიწყობს, ხანდახან კი თავად ვასულელებთ მას. როგორ ხდება ეს და რატომ არის მნიშვნელოვანი მივაქციოთ ყურადღება იმას, რა მუსიკას ვუსმენთ, ვისთან ვურთიერთობთ და რას ვამბობთ?

1. ჩვენი საყვარელი სიმღერები პირდაპირ არის დაკავშირებული ცხოვრებისეულ მოვლენებთან
დიახ, დიახ! აქ საქმე სულაც არ არის თქვენს მუსიკალურ გემოვნებაში. გემოვნება კი არ გეხმარებათ იმის გაგებას, მოგწონთ სიმღერა თუ არა, არამედ თქვენი ისტორია. სწორედ ამიტომ ხანდახან თქვენ შეიძლება მოგეწონოთ სიმღერა, რომელიც თქვენს სტილი სულაც არ არის.

2. მუსიკა გავლენას ახდენს ემოციებზე და იმაზე, როგორ აღვიქვამთ სამყაროს
იმის მიხედვით, რომელ მელოდიას უსმენთ: სევდიანს თუ მხიარულს, იცვლება თქვენი განწყობაც. სევდიანი მელოდიების მიმართ სიყვარული იწვევს ჩვევას დაინახოთ ყველაფერი ცუდი მხრიდან და ირგვლივ მხოლოდ უბედური ხალხი შეამჩნიოთ. ამ დროს, მხიარული და ენერგიული მელოდიების მოსმენისას, თავს უფრო პოზიტიურად იგრძნობთ და ხშირად გაიღიმებთ.

3. თუ დაარწმუნებთ საკუთარ თავს, რომ გამოიძინეთ, ტვინი დაიჯერებს
ეს ე.წ. პლაცებოს ეფექტია. კვლევების მიხედვით, ის ნამდვილად მუშაობს. თქვენ შეგიძლიათ მოატყუოთ ტვინი, აიძულოთ იფიქროს, რომ კარგად გამოიძინეთ. მაგალითად, თუ გეძინათ სულ რაღაც 4 საათი, მთელი დღე ენერგიით იქნებით სავსე, სანამ საკუთარ თავს დააჯერებთ რომ გამოძინებული ხართ.

4. თუ ისაუბრებთ საკუთარი გეგმებისა და მიზნების შესახებ, რთული იქნება მათი მიღწევა
როცა ყვებით თუ რა გეგმები და მიზნების გაქვთ, უკვე განიცდით რაღაც სიამოვნებას, რის გამოც არც ისე დიდ ძალ-ღონეს ხარჯავთ მისი რეალიზაციისთვის. ეს ამცირებს მიზნის მიღწევის შანსებს. რა თქმა უნდა, ეს ყველას არ ეხება, მხოლოდ განსაზღვრული ტიპის ადამიანებს.

5. თანამედროვე სტუდენტები უფრო აღელვებულები არიან, ვიდრე 50-იანი წლების ფსიქიატრიული კლინიკების პაციენტები
სამსახურში მოწყობის სიძნელეები, სოციალური ზეწოლა, მომატებული მოლოდინი, სასიყვარულო დავიდარაბა და ყოველდღიური პრობლემები სტუდენტების ფსიქიკას უფრო მეტ სტრესს აყენებს, ვიდრე კლინიკის ყოფილი პაციენტები განიცდიდნენ.

6. როცა ვიხსენებთ მოვლენებს წარსულიდან, სრულად აღვადგენთ მოგონებების ჯაჭვს
თავდაპირველად, ზუსტად გვახსოვს რა მოხდა სინამდვილეში, მაგრამ ამის შესახებ მეორედ, მესამედ თუ გავიხსენებთ ტვინს ბევრად უადვილდება ააწყოს წარსულში მომხდარის ჯაჭვი.

7. თუ იმყოფებით ბედნიერი ადამიანების გარემოცვაში, შეიძლება თქვენც გაბედნიერდეთ
სევდა ხანდახან გადამდებია, სტრესიც, მაგრამ იგივე შეიძლება ვთქვათ ბედნიერებაზეც. როდესაც ვურთიერთობთ ბედნიერ ადამიანთან, განწყობა უმჯობესდება. და როგორც სხვადასხვა დაკვირვებებით მტკიცდება, ბედნიერ ადამიანს მკვეთრად უმცირდება ქრონიკული დაავადებების რისკი.

8. ყველაზე სტრესული წლებია 18-33 წლამდე
18-33 წლამდე ასაკში ჩვენ შევაბიჯებთ ახალ ცხოვრებაში და ვსწავლობთ მასთან შეჩვევას: ვეწყობით უნივერსიტეტში, ვიღებთ პროფესიას, გავდივართ შრომის ბაზარზე, სადაც არც ისე ადვილად ეწყობა ყველაფერი, განსაკუთრებით ახალგაზრდა სპეციალისტებისთვის, ვყიდულობთ ბინას, მანქანას, ვქმნით ოჯახს და ა.შ.

წყარო: http://www.psychologies.ru/self-knowledge/interesnyie-psihologicheskie-faktyi-s-kotoryimi-myi-stalkivaemsya-kajdyiy-den/
Регистрация