onlain sesxebi - ყველა

სახალისო ტესტი - აირჩიეთ ბაყაყი და გაიგეთ სად იმალება თქვენი წარმატება

სახალისო ტესტი - აირჩიეთ ბაყაყი და გაიგეთ სად იმალება თქვენი წარმატება


ამბობენ, რომ ბაყაყი სიმდიდრისა და წარმატების სიმბოლოა. ამიტომ სწორედ ამ გადმოცემას უკავშირდება დღევანდელი პატარა, თუმცა საინტერესო ტესტი.
ამ ბაყაყებიდან რომელი გიზიდავთ ყველაზე მეტად? გაფრთხილებთ, კარგად დააკვირდით, რადგან თქვენი წარმატების საიდუმლო თქვენს არჩევანზეა დამოკიდებული.

მაშ ასე:

ბაყაყი N1
ყველაფერი, რაც გარშემო ხდება, თქვენთვის თავგადასავალია და ნებისმიერ პრობლემას მსუბუქად იღებთ. თქვენი გულწრფელობით ფორტუნას იზიდავთ, რადგან წარმატება მიდის მხოლოდ მასთან, ვისაც მისთვის კარი მუდმივად ღია აქვს. სწორედ პოზიტიური განწყობა და კეთილი დამოკიდებულება გეხმარებათ, იყოთ საჭირო სიმაღლეზე და მიიღოთ ბედისწერის გულუხვი საჩუქრები.

ბაყაყი №2
დასახული მიზნისკენ მიმავალ გზებზე დეტალურად ფიქრობთ, ყოველ ნაბიჯს წონით, შემდეგ თანდათანობით იწყებთ პროექტის რეალიზებას - ასეთია თქვენი სტრატეგია. თქვენ არ იბრძვით იმისთვის, რომ ყველაფერი უცებ მიიღოთ, არამედ ხელმძღვანელობთ დევიზით: „ნელა ივლი - შორს წახვალ“. საკუთარი ძალების განსაზღვრა და ენერგიის ოპტიმალური სიჩქარის დადგენა შეგიძლიათ, რაც წარმატების გზაზე რისკისგან გიცავთ და მიზნის მიღწევის გარანტიას გაძლევთ.

ბაყაყი N3
თქვენში ძლიერი ხელმძღვანელის ნიშნები აშკარად იკვეთება. კოლექტივის მართვა, ნებისმიერი ქმედების ორგანიზება და კონტროლი - ეს თქვენი საქმეა. თქვენ შეგიძლიათ ცხოვრების რიტმის დადგენა და ნებისმიერ საქმესთან მარტივად გამკლავება. ხართ ამბიციური და დამსახურებულად აფასებთ საკუთარ თავს, ამასთანავე, არასდროს გავიწყდებათ სხვა ადამიანების ინტერესები და ყოველთვის ცდილობთ, თანამშრომლებთან კარგი ურთიერთობები შეინარჩუნოთ.


ბაყაყი N4
თქვენთვის უცხოა ნებისმიერი ეგოისტური ინტერესი. წარმატების მიღწევაში სულიერი წონასწორობა და გარე სამყაროსთან თანხმობა გეხმარებათ. კარიერის აწყობის პროცესში თქვენთვის მთავარია არა მხოლოდ რეზულტატი, არამედ მისი მიღწევის გზებიც. ამიტომ, სხვების ხარჯზე არასდროს მოქმედებთ. პირიქით, სწორედ სანდო ურთიერთობა, ხალხთან თანამშრომლობა და ურთიერთგაგება გეხმარებათ წარმატების მიღწევაში.

ბაყაყი №5
თქვენ შეგიძლიათ, მოთმინებით ელოდოთ შესაფერის მომენტს გადამწყვეტი მოქმედებისთვის. არასტანდარტული აზროვნების წყალობით, სხვებზე ადრე ხედავთ პერსპექტივას და პოულობთ საუკეთესო გამოსავალს. ინტუიცია ყოველთვის გეხმარებათ ისეთ სიტუაციებში, სადაც ჩვეულებრივი ლოგიკა არ მუშაობს. გარშემომყოფები მუდმივად გაოცებულები არიან თქვენი თავბრუდამხვევი გამარჯვებებით.

წყარო: http://www.esotericblog.ru/2017/08/blog-post_41.html