onlain sesxebi - ყველა

აირჩიეთ გზა, რომლითაც წახვიდოდით და გაიგეთ, რა გელოდებათ მომავალში

აირჩიეთ გზა, რომლითაც წახვიდოდით და გაიგეთ, რა გელოდებათ მომავალში


ადამიანი ცხოვრებისეულ გზას ირჩევს, როგორც სიმბოლური, ასევე პირდაპირი მნიშვნელობით. გვაქვს არჩევანის საშუალება, ავირჩიოთ სასურველი ვარიანტი: სასეირნოდ წავიდეთ თუ სასიამოვნო მოგზაურობა დავგეგმოთ. ხშირად სწორედ ამ არჩევანზეა დამოკიდებული ჩვენი მომავალი ბედი.
ფსიქოლოგები კი აღნიშნავენ, რომ ამა თუ იმ გზის ვირტუალურმა არჩევანმა ადამიანზე ბევრი რამ შეიძლება გვამცნოს. გთავაზობთ, თავად დარწმუნდეთ ამ დაკვირვებაში.
აირჩიეთ თქვენთვის სასურველი გზა.

1. საავტომობილო გზა
თქვენ მარტივ და მოსახერხებელ ცხოვრების გზას ირჩევთ. გზა გახაზულია, წესები ყველასათვის ცნობილი, ამიტომაც თავდაჯერებული ხართ. ამასთან, თქვენამდე ეს გზა უამრავმა მოგზაურმა გაიარა, თქვენ მერეც მეტი გაივლის... ერთხელ და სამუდამოდ შესწავლილი "ცხოვრებისეული" მოძრაობის წესებით, ცხოვრებას მიმართულების მიხედვით ცვლით და მოხერხებულად არიდებთ თავს წინააღმდეგობებს.

2. ცუდი გზა
პირველი გამკვალავნი - უშიშარი და მამაცი ხალხია. თქვენ მათ შორის ხართ. სწორედ თქვენ შეგიძლიათ, აღმოაჩინოთ ახალი გზები და თან ხალხიც გაიყოლიოთ. გაიხსენებენ თუ არა სიკეთეს, ამას თქვენთვის მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია - მიზანი, რომლისკენაც დამაჯერებელი ნაბიჯებით მიიწევთ წინ. სირთულეები გამოცდილებას გმატებთ და თუ არავინ გამოგყვებათ, ეს არაფერს დააკლებს წინსვლისა და ახალი სიმაღლეების დაპყრობის სურვილსა და ჟინს. თქვენი ცხოვრება თავგადასავლების კალეიდოსკოპია. თქვენ თავად პოულობთ გზას და თავად ლახავთ წინააღმდეგობებს. საკუთარ თავში დარწმუნებული ხართ და ნებისმიერი სიტუაციიდან პოულობთ გამოსავალს. თუმცა, გარშემომყოფნი ხშირად ვერ ხვდებიან, თუ რაში გჭირდებათ ეს ყველაფერი.


3. ლიანდაგი
ერთი მხრივ, ეს გზა აუცილებლად მიგიყვანთ დანიშნულების ადგილამდე, მაგრამ ამავე დროს, ამ გზით სიარული მოუხერხებელია - რთულია, ნაბიჯი სწორად გათვალო რელსებს შორის. ან ძალიან პატარა ნაბიჯი უნდა გადადგათ, ან ძალიან დიდი. მსგავსი ნაბიჯებით სიარული გღლით, ცხოვრებისეულ რიტმს ფეხს ვერ უწყობთ და ფეხი გერევათ. ხან აღმართი, ხანაც - დაღმართი... ცვალებადი წარმატება და ხასიათი. თუმცა, ნუ დაგავიწყდებათ, რომ ნებისმიერ მომენტში შეიძლება მატარებელი გამოჩნდეს, რომელიც რადიკალურად შეცვლის თქვენს ცხოვრებას. მზად ხართ ამისთვის?

4. ასფალტის გზა
მყარი გზა რისკის გარეშე. მას არ გააჩნია მკაცრი განსაზღვრა: შეგიძლიათ იმოძრაოთ, როგორც გსურთ. თუმცა, გარკვეული წესების დაცვა მაინც დაგჭირდებათ, რომ სადმე არ მიეხეთქოთ. გეჩვენებათ, რომ ინდივიდუალისტი ხართ, მაგრამ თუ საკუთარ თავს ობიექტურად შეაფასებთ, ნახავთ, რომ ინდივიდუალიზმს მარტივად შეცვლით "კოლექტივის ხელსაყრელ პირობებზე". კომფორტი და კარგი პირობები თქვენი ცხოვრებისეული პრიორიტეტების ბოლო ადგილზეა.

5. ვიწრო ბილიკი
სურვილი, სხვებს რომ არ დაემსგავსოთ, განსაზღვრავს თქვენს გადაწყვეტილებებს. საწადელი გზის გამო თავისუფლად შეგიძლიათ ცხოვრებისეულ კომფორტზე უარი თქვათ. ნასწავლი გზებით სიარული თქვენთვის მოსაწყენია. შთაგონებას მხოლოდ დაუპყრობელი ჰორიზონტები შთაგბერავთ. და თუკი არავინ იცის, საით შეიძლება ამ გზამ შეგაქანოთ, თქვენ სწორედ მას აირჩევთ. გაუვლელ ბილიკზე სიარულისას ბუნების ხმებით ტკბობა მეტ ბედნიერებას მოგანიჭებთ, ვიდრე ყველასთან ერთად მოსახერხებელ გზაზე მოძრაობა.

6. შარაგზა
არც ისე ახლო, არც ისე მოსახერხებელი და არც ისე ადვილი გზა. მაგრამ თქვენ გახარებთ ვრცელი გზა მინდვრებს შორის, რომელზეც ადამიანი ხშირად არ დადის და თქვენ ფიქრის საშუალება გაქვთ. გიყვართ სიმარტოვე, დროებითი მარტოობა კი
სამკურნალოც შეიძლება გამოდგეს. საით მიჰყავხართ ამ გზას? ეს მხოლოდ თქვენ იცით. თუ ცივილიზაცია და დინამიკურობა მოგინდებათ, ცხოვრებისეულ მოციმციმე ჩქაროსნულ ტრასას გაუყვებით და თუ თქვენს სულს სიმშვიდე სურს - მყუდრო ადგილს იპოვით პატარა დაბაში. არჩევანი მუდამ თქვენზეა!

7. ქვაფენილი
ამ გზით სიარულისას ფეხები აგერევათ. თუ ეს დროებითი სიტუაციაა, დიდი პრობლემებიც არ შეგექმნებათ. საშუალება გაქვთ, სხვა გზებს შეადაროთ, გაიაზროთ, თუ რა არის თქვენთვის უმჯობესი. უხეშ ქვაფენილზე სიარული სწრაფად დაგღლით, ამიტომაც თქვენი ხშირი სტუმარი - ცუდი განწყობა და ცხოვრებით უკმაყოფილება შეიძლება გახდეს. ღირს კი ეს გზა თქვენს გულში მუდმივი უხასიათობის დაბუდებად?

8. პარკის ბილიკი
ამჯობინებთ, რომ არჩევანი თქვენ მაგივრად სხვამ გააკეთოს. სრულებით გაწყობთ, რომ პარკის გზა ვიღაცამ განსაზღვრული მიმართულებით დააგო. ამჩნევთ, რომ მისმა შემქმნელმა გაითვალისწინა არა მხოლოდ საკუთარი გემოვნება, არამედ თქვენზეც იზრუნა. ამასთან, მოგწონთ ესთეტიკური სიამოვნების მიღება, ყოველგვარი რისკის გარეშე. ხშირად გეშინიათ პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება. შესაძლოა, ეს მუდამ ასე იყო ან მხოლოდ მოცემულ მომენტში ხდება. საკუთარი პრობლემების სხვის მხრებზე გადატანით თქვენ ცხოვრებისეულ გზაზე მიდიხართ სურვილით, დატკბეთ ყოველი წამით. და ამ წამში საკუთარი თავითა და არჩევანით კმაყოფილი ხართ.

წყარო: http://asttrolog.ru/blog/43264001099/Kak-vyi-vyibirayete-svoy-zhiznennyiy-put:-8-tipov-lichnosti