onlain sesxebi - ყველა

როგორ უნდა იცხოვროთ 20-30 წლამდე - 5 რჩევა წიგნიდან „მნიშვნელოვანი წლები“

როგორ უნდა იცხოვროთ 20-30 წლამდე - 5 რჩევა წიგნიდან „მნიშვნელოვანი წლები“
ასაკი 20-დან 30-მდე - ყველაზე პროდუქტიული დროა. როგორ უნდა იცხოვროთ ეს ყველაზე მნიშვნელოვანი 10 წელი მაქსიმალურად ეფექტურად, რომ მერე არ ინანოთ ტყუილად დაკარგულ ახალგაზრდობაზე? წიგნში „მნიშვნელოვანი წლები“ ფსიქოლოგი მეგ ჯეი გვთავაზობს რამდენიმე პასუხს ამ კითხვაზე.

1. ყოველთვის გახსოვდეთ: ეს მთავარი დროა
რატომ? თურმე, ჩვენს ცხოვრებაში საბედისწერო მოვლენების 80 % ხდება 35 წლამდე. შემოსავლის დონის ორი მესამედი მოდის კარიერის პირველ ათ წელიწადზე. 30 წლისთვის ადამიანების უმეტესობა ქორწინდება და ქმნის ოჯახს. ამიტომ არის ახლა ასე მნიშვნელოვანი შეხედოთ საკუთარ ცხოვრებას და დაინახოთ პერსპექტივა, გაიგოთ, რა ქმედებები მოგიტანთ მომავალში სარგებელს, და ჩამოყალიბდეთ ვინ ხართ სინამდვილეში.

2. ეცადეთ გაიგოთ, რა მოგწონთ და რა გინდათ
ასაკი 20-დან 30-მდე - ზრდასრულების კრიტიკული პერიოდია. ამ მონაკვეთში ყველაზე ადვილია იმ ცხოვრების საფუძველის ჩაყრა, რომელიც გვსურს გავიაროთ. სამწუხაროდ, ბევრი ამას ვერ ხვდება და მთავარ შეცდომას აუშვებს: ფიქრობენ, რომ ეს დროა, როცა შეიძლება ბევრი გაერთო. მაგრამ როცა ეს 30 წელი ზღურბლზეა, ხვდებიან, რომ სამუშაოს არ მოაქვს სიამოვნება და სიხარული, განსაკუთრებული მიღწევებიც არ არის, და საერთოდ გაუგებარია, რაში დახარჯა ცხოვრების 10 წელი. ეს რომ თავიდან აიცილოთ, ეცადეთ უკვე ახლავე გაერკვიოთ იმაში, სინამდვილეში რის კეთება მოგწონთ და რას შეუძლია მოგიტანოთ სიამოვნება, სიხარული და შემოსავალი.

3. დააგროვეთ იდენტურობის კაპიტალი
ადამიანის ცხოვრება 20-30 წლის ასაკში გვაგონებს თვითმფრინავს, რომელიც მიფრინავს ცაში ტურბულენტობის ზონაში, მაგრამ თუ ისწავლი მის მართვას, შეიძლება უფრო შორს და უფრო სწრაფად გაფრინდე. მნიშვნელოვანია დააგროვოთ „იდენტურობის კაპიტალი“ - პიროვნულობის აქტივების ერთობლიობა, ინდივიდუალური რესურსების მარაგი, რომლებსაც გამოვიმუშავებთ დროთა განმავლობაში. ეს ჩვენი ინვესტიციებია საკუთარ თავში, ის, რასაც ვაკეთებთ საკმაოდ ხანგრძლივად იმისათვის, რომ ის გახდეს ჩვენი ნაწილი. იდენტურობის კაპიტალის ასპექტების ერთი ნაწილი აისახება ჩვენს რეზიუმეში - მაგალითად, განათლება, სამუშაოს გამოცდილება, საგამოცდო ქულები. სხვები უფრო პირად ხასიათს ატარებენ - კერძოდ, ეს შეიძლება იყოს ჩვენი საუბრის მანერა, საგვარეულო ნუსხა, ის, როგორ ვწყვეტთ პრობლემას და როგორ გამოვიყურებით.

4. გაიაზრეთ საკუთარი ჭეშმარიტი პოტენციალი
ყველა ადამიანს გააჩნია შინაგანი მოთხოვნილება გამოამჟღავნოს საკუთარი პოტენციალი, მაგრამ ბევრს ნათლად ვერ წარმოუდგენია, რას ნიშნავს ეს. მთავარია განსაზღვროთ, როგორ შეეხამება თქვენი უნარი და შეზღუდვები გარშემო სამყაროს, - სწორედ ასე შეიძლება გაიაზრო საკუთარი ჭეშმარიტი პოტენციალი.

5. გახსოვდეთ სუსტი კავშირების ძალის შესახებ
ყველა ჩვენთაგანს ჰყავს ახლობელი ადამიანები: ისინი, ვინც გვეხმარებიან, როცა ცუდად ვართ, გვაძლევენ რჩევებს და მოაქვთ ხილი, როცა ავად ვხდებით. აი ჩვენი ცხოვრების შეცვლა კი მათ არ შეუძლიათ. პარადოქსაული ეს კი არა, არამედ ის არის, რომ ჩვენთვის ნაკლებად ნაცნობ ადამიანებს შეუძლიათ სწრაფად და ყველაზე რადიკალურად შეცვალონ ჩვენი ცხოვრება უკეთესობისკენ. სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორმა, სოციოლოგმა მარკ გრანოვეტერმა ჩაატარა სოც-ქსელების პირველი გამოკითხვა. სამ მეოთხედ შემთხვევებში ახალი სამსახური იყო ნაშოვნი იმ ადამიანების ინფორმაციის დახმარებით, რომლებსაც გამოკითხვის მონაწილეები იშვიათად ან დროდადრო ხვდებოდნენ.

წყარო: http://www.psychologies.ru/events/books/samopoznanie/pyat-prichin-ne-otkladyivat-jizn-na-potom/