onlain sesxebi - ყველა

10 ფაქტი ტვინის მუშაობის შესახებ, რომელიც დაგეხმარებათ რომ შეუძლებელი შეძლოთ

10 ფაქტი ტვინის მუშაობის შესახებ, რომელიც დაგეხმარებათ რომ შეუძლებელი შეძლოთ


ადამიანის ტვინი, გონება საოცარია. ის ნებისმიერ სირთულეს დაგვაძლევინებს და მისი საშუალებით შეგვიძლია წარმოუდგენელი მწვერვალები დავიპყროთ, მივაღწიოთ მიზნებს.
აუცილებელია ვიცოდეთ ის პრინციპები, რომლითაც ჩვენი ტვინი მუშაობს.

1. ტვინისთვის რეალობასა და წარმოსახვას შორის განსხვავება არ არსებობს - ტვინი რეაგირებს ყველანაირ ფიქრსა და ფანტაზიაზე. მისთვის ზღვარი რეალურსა და წარმოსახულს შორის არ არსებობს. ამიტომაცაა, რომ ბედნიერი ადამიანი სამყაროს ვარდისფერი სათვალით ხედავს.

2. გონებრივი სამუშაო ტვინს არ ღლის - ტვინის დაღლილობის გრძნობა ჩნდება ემოციების გამო, თუმცა გონებრივი მუშაობის დროს ის არ იღლება.

3. ტვინი ავტომატურად მუშაობს - დღევანდელი ფიქრების ნახევარზე მეტი დაკავშირებულია გუშინდელ დღესთან. ამიტომაც პესიმისტებისთვის ძალიან რთულია სამყაროს აღქმის შეცვლა. მათ სჭირდებათ გონების „გასუფთავება“ იმისთვის, რომ რეაგირება მოახდინონ პოზიტიურ საკითხებზე.

4. ჩვენ ვხედავთ იმას, რის შესახებაც ვფიქრობთ - თუ ოცნებობთ პარიზში მოგზაურობაზე, თქვენ ხედავთ გარშემო მხოლოდ ისეთ რაღაცებს, რაც ამ ქალაქს გახსენებთ. ამიტომ, თუ გსურთ რომ შეცვალოთ სამყაროს აღქმა, უნდა შეიცვალოთ ფიქრები.

5. ტვინს კუნთების მსგავსად, ვარჯიში სჭირდება - სწავლა, სუფთა ჰაერი, ჯანსაღი კვება, ძილი, ახალ ადგილებში მოგზაურობა, ახალი აქტივობები, ცეკვა აუცილებელია გონების გავარჯიშებისთვის.

6. გონება არასოდეს ისვენებს - მაშინაც კი, როცა გძინავთ, გონება აქტიურად მუშაობს. უფრო მეტიც, ძილის დროს ტვინი შეიძლება უფრო აქტიურად მუშაობდეს.

7. გონების დახშობა ზოგჯერ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია - იმისთვის, რომ ათასობით არასასურველი, ნეგატიური აზრი ჩავახშოთ, გვჭირდება რომ ზოგჯერ „დავახშოთ“ გონება, შევისვენოთ. არ დაგავიწყდეთ, რომ აქტიური დასვენება ტვინისთვის ყველაზე სასარგებლო და რელაქსაციის საუკეთესო საშუალებაა.

8. ზოგიერთი ფაქტის დავიწყება კარგია იმიტომ, რომ ამ გზით ნერვული სისტემა უფრო მოქნილი ხდება - იმისთვის, რომ „შეინახოთ“ ახალი მოგონებები, აუცილებელია რომ ზოგიერთი მოგონება ამოიგდოთ გონებიდან.

9. ტკივილის მიმართ ტვინი არ არის სენსიტიური - ტვინი რეაგირებს ტკივილზე, მაგრამ ვერ გრძნობს მას, რადგანაც ტვინში შესაბამისი რეცეპტორები ნაკლებადაა.

10. შეგვიძლია შევცვალოთ ჩვენი გონება - ნებისმიერი ახალი აქტივობა ჩვენს ტვინში ქმნის ახალ ნერვულ კავშირებს. თუ ხშირად გაიმეორებთ ფრაზას „მე ვიქნები წარმატებული“, გონება, ტვინი თავად მოგცემთ შესაძლებლობას, რომ რეალიზება მოახდინოთ საკუთარი სურვილების და დასახულ მიზანს მიაღწიოთ.

წყარო: https://brightside.me/wonder-curiosities/10-facts-about-brain-work-which-prove-were-capable-of-anything-311910/