mome.ge

რომელია თქვენი ფერი დაბადების თვის მიხედვით

რომელია თქვენი ფერი დაბადების თვის მიხედვით


დაბადების თვე ადამიანის პიროვნებასთან უფრო მეტადაა ასოცირებული, ვიდრე ზოდიაქოს ნიშანი. წიგნში - „Colorstrology – What Your Birthday Color Says About You” - ავტორი, მიშელ ბერნჰარდი აერთიანებს ასტროლოგიასა და სწავლებას ფერების შესახებ იმისთვის, რომ აღწეროს ადამიანის პიროვნება და დაადგინოს გზები, თუ როგორ იპოვოთ ცხოვრებაში ბალანსი.

იანვარი, კარამელის ფერი - თქვენ ხართ ლოგიკური, პრაქტიკული ადამიანი და მყარად დგახართ მიწაზე. ხართ ამბიციური და ძლიერი. გამოიყენეთ ეს თვისებები როცა გრძნობთ, რომ ცხოვრებაში უფრო მეტი სტაბილურობა გჭირდებათ.

თებერვალი, იისფერი - გაქვთ საოცარი წარმოსახვის უნარი და ხართ ძალიან მეოცნებე. როდესაც ემოციურად დატვირთული ხართ, ამ ფერის დანახვა დამშვიდებაში გეხმარებათ.

მარტი, ცისფერი - გაქვთ საოცარი ინტუიცია და დელიკატური სული, ხართ სამართლიანი, ძალიან მეოცნებე და ოცნებები თქვენი ინსპირაციის წყარო ხდება.

აპრილი, მუქი წითელი - ცეცხლოვანი, ვნებიანი, ენერგიული და გაბედული ხართ. ეს ფერი კი თქვენ კიდევ უფრო დიდი ენთუზიაზმით გავსებთ და კიდევ უფრო გაბედულს გხდით.

მაისი, მწვანე - ხართ სტაბილური, თავდაჯერებული და გაწონასწორებული. მწვანე სტაბილურობისა და ჯანსაღი გარემოს ფერია. ეს თქვენ გეხმარებათ იპოვოთ მტკიცე ბალანსი ემოციებსა და სტაბილურობას შორის.

ივნისი, ოქროსფერი - თქვენ მუდამ ბრწყინავთ და თვალისმომჭრელი ხართ. ეს ფერი გეხმარებათ იყოთ უფრო აქტიური და მოტივირებული.

ივლისი, ძალიან ღია ვარდისფერი - თქვენ ძალიან მზურნველი ხართ და სხვაზე ზრუნვა სიამოვნებას განიჭებთ.

აგვისტო, ნარინჯისფერი - თქვენ თავდაჯერებული და ძლიერი ხართ. ეს ფერი უნდა გამოიყენოთ მაშინ, როცა ამჩნევთ, რომ თავდაჯერება გაკლიათ, ეს ფერი თქვენს დიდებულებაზე მიუთითებს.

სექტემბერი, ლურჯი - პერსპექტიული ადამიანი ხართ, ძალიან არტისტული და გახასიათებთ სიბრძნე. ხართ მშვიდობისმოყვარე და ამ ფერს თქვენს ცხოვრებაში მშვიდობა მოაქვს.

ოქტომბერი, მუქი ცისფერი - მშვიდი და გაწონასწორებული ნატურა ხართ. ეს ფერი კი გეხმარებათ, რომ იპოვოთ სიმშვიდე და კონცენტრაცია მოახდინოთ მნიშვნელოვან მოვლენებზე ცხოვრებაში.

ნოემბერი, ბორდოსფერი - ვნებიანი, მოტივირებული და ძლიერი ხართ. ეს ფერი თქვენი ინსპირაციის წყაროა და კიდევ უფრო გაძლიერებთ. ბორდოსფერი შეგიძლიათ გამოიყენოთ მაშინ, როცა დამატებითი მოტივაცია გჭირდებათ, ან თუნდაც მაშინ, როცა გსურთ რომ იყოთ სექსუალურად უფრო აქტიურები.

დეკემბერი, მუქი ლურჯი - განათლებული და ბრძენი ხართ. ეს ფერი დიდ როლს ასრულებს თქვენს ცხოვრებაში მოგზაურობის, რაიმის შესწავლის, ახლის აღმოჩენის დროს და ის თქვენი ინსპირაციის წყარო ხდება.

წყარო: https://www.popsugar.com/love/What-My-Birth-Month-Color-43645882
Регистрация