onlain sesxebi - ყველა

უნიკალური ფსიქოლოგიური ტესტი - „შენი პროფესია“

თქვენ ზუსტად ახლა გაიგებთ, რომელი პროფესია შეგეფერებათ და ასევე რა უნარი გაქვთ უკეთ განვითარებული.
სწრაფად აირჩიეთ სურათი, რომელიც მოგეწონებათ დანარჩენებთან შედარებით და იხილეთ შედეგი.

უნიკალური ფსიქოლოგიური ტესტი - „შენი პროფესია“


შედეგები:
1) შენი პროფესიაა - შოუ-ბიზნესის ვარსკვლავი

ფეხების სითბოში შენარჩუნება, ხოლო თავის - სიცივეში, აი რა გიყვარს შენ. შენ გიყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა, შენ გიყვარს გარემოს შეცვლა და არ გამოირჩევი ურთიერთობებში ერთგულებით - ყველაფერი დამოკიდებულია შენი განწყობის ცვლილებაზე. შენ გინდა, რომ შენი ცხოვრება იყოს კაშკაშა და დახუნძლული მრავალი მოვლენით, შენ სულ ელოდები ცვლილებებს. ცხოვრებაში არსებობს მრავალი სიამოვნება, რომლებიც შენ მიგიზიდავენ და შენც გინდა ყველაფერი და ერთდროულად. ასე, რომ წინ - იმღერე, იცეკვე და არაფერზე თქვა უარი!

2) შენი პროფესიაა - პირადი დეტექტივი/ექიმი/იურისტი

ბუნებრივი დაკვირვებულობა, ცივსისხლიანობა და იუმორის გრძნობა დაგეხმარებათ ნებისმიერ სიტუაციაში. შენ გიყვარს სხვა ადამიანებზე დაკვირვება, მათი მოქმედებების ანალიზი და საკუთრი თავის მათზე ზევით დაყენება. შენ მოგწონს ლოგიკური და ამასთან ერთად კრეატიული სამუშაო, შენ არ უშინდები შენ თავზე რთული სამუშაოს აღებას, და როგორც წესი, შენ მათ ასრულებ. არ ხარ შურიანი. აბა შენ იცი, გახდი ახალი პინკერტონი!


3) შენი პროფესიაა - ბიზნესმენი/მენეჯერი/პიარ მენეჯერი

შენ ხარ მოხერხებული და ყოველთვის იცი, რა გინდა ცხოვრებისგან და როგორ უნდა მიაღწიო ამას. შენთვის მიზანი ამართლებს საშუალებებს. შენ იცი ნამდვილი სიამოვნება და შენი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად დიდი ფული გჭირდება. იცი ხალხის შენს გარშემო შემოკრება და მათი მართვა. შენთვის ღიაა ბიზნესი, პიარი, პოლიტიკური სტრატეგიები, ასევე თვითონ პოლიტიკაც! აბა იქ ეშმაკობის გარეშე რანაირად. ყველაფერი მხოლოდ შენზეა დამოკიდებული.

4) შენი პროფესიაა - კასკადიორი/ საბრძოლო ხელოვნებათა მწვრთნელი/ დაქირავებული ჯარისკაცი

შენს აგრესიასა და ცხოვრებისეულ ენერგიას ესაჭიროება გასასვლელი. შენ გაქვს კარგი რეაქცია, და შენ არ ხარ მიჩვეული დიდი ხანი ფიქრსა და დეპრესიას რაიმეს შესახებ. დიდი შანსია, რომ შენ საუბრობ ძალიან ცოტას და ცივად. ყველაზე მეტად შენ არ გიყვარს ერთ ადგილას ჯდომა და გიყვარს საკუთარი ძალის შეგრძნება. შენი სტიქიაა - ორთაბრძოლა და რისკი.

5) შენი პროფესიაა - მუდმივი სტუდენტი/მასწავლებელი

ალბათ, შენი ახალგაზრდობა არასდროს დასრულდება! შენ ენთუზიაზმით აღსავსე პიროვნება ხარ, ცხოვრების მოყვარული და ალბათ კომპანიის სული. შენ არ გიყვარს შენ თავზე პასუხისმგებლობის აღება, ამიტომ შენ იდეალურ შემთხვევაში მუდამ სტუდენტად დარჩენას ისურვებდი! ან მასწავლებელი, რადგან შენ, ისე როგორც არავინ, შეძლებს შენნაირი სტუდენტის გაგებას.

6) შენი პროფესიაა -ბუღალტერი/სტატისტი/ბირჟის ანალიტიკოსი

მკაფიოდ გამოკვეთილი ანალიტიკისკენ გადახრა გამოგყოფთ სხვა ადამიანებისგან. დიდი შანსია, რომ თქვენ ყოველთვის კარგად უმკლავდებოდით ციფრებთან სამუშაოს და გყავდათ ფრიადი მათემატიკაში. ასეთი ადამიანები არასდროს დაიკარგებიან შრომით ბაზარზე - ასევე საკუთარ ბიზნესშიც გამოგადგებათ! ბოლომდე დაიხარჯე, შესაძლოა, მომავალი როკფელერი გახდეთ! 

წყარო: http://brenik.livejournal.com/3033845.html