onlain sesxebi - ყველა

9 გამოგონება მოდის ინდუსტრიაში, რომელიც ყოველთვის მოდაში იქნება

9 გამოგონება მოდის ინდუსტრიაში, რომელიც ყოველთვის მოდაში იქნება


მოდა იცვლება, მაგრამ არსებობს ისეთი რაღაცები, რაც ვფიქრობთ, რომ მოდიდან არასოდეს გადავა.
ჯინსები - მე-17 საუკუნეში იტალიის ქალაქმა ჯენუამ განახორციელა ტექსტილის ექსპორტი, რომელსაც უწოდებდნენ “genes”. 1873 წელს მეწარმე ლევი სტრაუსმა შექმნა ცნობილი ლურჯი ჯინსის პატენტი. იმ დროისთვის ეს იყო მამაკაცების სამუშაოდ შექმნილი უნიფორმა, რომელსაც ჰქონდა ჯიბეები დანისა და ხურდა ფულისთვის. მალე ჯინსი მსოფლიოს მასშტაბით ადამიანების საყვარელი სამოსი გახდა. ხოლო სტრაუსის კომპანია დღეს უკვე პოპულარული ბრენდი „ლევისია“.

მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი - ალბათ ძნელი წარმოსადგენია, რომ მე-17 საუკუნემდე მაღალქუსლიან ფეხსაცმელებს მხოლოდ მამაკაცები ატარებდნენ. შუა საუკუნეების ევროპაში პოპულარული იყო ხის ქუსლიანი ფეხსაცმელი. მე-16 საუკუნეში მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები განკუთვნილი იყო ცხენოსნებისთვის. პირველად წვრილ და მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი მოდის ბაზარზე ქალებისთვის მეოცე საუკუნეში გამოჩნდა და ის დღეს თითქმის ყველა ქალის გარდერობში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს.

ბიკინი - ბიკინის პროვოკაციული პრეზენტაცია პარიზში 1946 წელს, მოდის ჩვენებაზე შედგა. მისი დიზაინერი ლუის რეარდი იყო. საზოგადოება თავიდან აღშფოთებული შეხვდა ამ სტილის საცურაო კოსტიუმის გამოჩენას, თუმცა რამდენიმე წლის შემდეგ, როდესაც მერლინ მონროსა და ბრიჯიტ ბარდოს გარდერობში მან საპატიო ადგილი დაიკავა, დანარჩენმა ქალებმაც მოიწონეს და დღეს უკვე ზაფხული ბიკინის გარეშე წარმოუდგენელია.
მოკლე შავი კაბა - შანელის ამ კაბას ძალიან ბევრი ლეგენდა უკავშირდება, თუმცა ფაქტი ერთია, ამ კაბამ მოდის სამყაროში გადატრიალება მოახდინა. დღეს მოკლე შავი კაბა გემოვნებისა და ელეგანტურობის სიმბოლოდ ითვლება და ვფიქრობთ, რომ ის არასოდეს გადავა მოდიდან.

ნეილონის კოლგოტები - მეოცე საუკუნემდე ქალებს თექის, ან აბრეშუმის ამოსაცმელები ეცვათ. 1935 წელს ამერიკელმა ქიმიკოსმა დუპონტმა შექმნა ნეილონი და ქალებს თხელი კოლგოტები შესთავაზა. დროთა განმავლობაში ის გახდა საუკეთესოდ გაყიდვადი პროდუქტი. ეს არის ის, რაც გარდერობში ყველა ქალს აქვს.

ტყავის მოსაცმელი - ეს სამოსი აშშ-ში მფრინავებისთვის შეიქმნა. 1928 წელს კომპანიამ The Schott შექმნა ტყავის ქურთუკები ელვა შესაკრავით, რომელსაც შემდეგ მოტოციკლისტის სამოსს უწოდებდნენ. რა თქმა უნდა, ამ სამოსის პოპულარობა განსაკუთრებით გაიზარდა მაშინ, როცა ის ელვის პრესლიმ და მარლონ ბრანდომ ჩაიცვეს. ამის შემდეგ ტყავის ქურთუკები რჩება თავისუფლებისა და მეამბოხე სულის სიმბოლოდ.

მოკლე კაბა - დიზაინერ და მოდელ მერი კანტის ჰქონდა პატარა, მაგრამ ძალიან ტრენდული მაღაზია ლონდონში. ეს იყო ადგილი, სადაც ახალგაზრდები მოდის ახალი ტენდენციების გასაგებად მიდიოდნენ. 50-იან წლებში მინი კაბები გახდა ყველაზე გაყიდვადი სამოსი, მიუხედავად იმისა, რომ ის საზოგადოების უფროსი თაობის განრისხების საბაბი გახდა. 60-იან წლებში მინი კაბა ქალის გარდერობში უკვე აუცილებელი ატრიბუტად იქცა. ასეთი კაბებით დადიოდა ჟაკლინ კენედი. დედოფალმა ელიზაბეტ მეორემ კი მერი კანტი ბრიტანეთის იმპერიის ორდენით დააჯილდოვა.

მაკინტოშის ლაბადა - დღეს ის ელეგანტური სამოსია და მსოფლიოს სხვადასხვა ბრენდები მის ანალოგებს ქმნიან, მაგრამ მისი გამოგონება ფაქტობრივად უბედური შემთხვევა იყო. გამომგონებელ ჩარლზ მაკინტოშს ნივთიერება გადაესხა თავის ქურთუკზე და მალე მიხვდა, რომ ქურთუკი წყალგამძლე გეხადა. მალე მან დაიწყო წყალგამძლე ქურთუკების გამოშვება. თავდაპირველად, ამ ქურთუკებს ჰქონდა რეზინის უსიამოვნო სუნი, თუმცა დროთა განმავლობაში ქსოვილის ხარისხი გაუმჯობესდა და ეს სასარგებლო ლაბადები ჩვენს გარდერობში საპატიო ადგილს იკავებს.

ბიუსჰალტერი - უძველესი დროიდან ქალები ატარებდნენ ე.წ. მკერდის ბანდაჟს, რასაც მოჰყვებოდა კორსეტი და მხოლოდ მეოცე საუკუნის დასაწყისში მიიღო ბიუსჰალტერმა ისეთი ფორმა, როგორიც აქვს დღემდე. პირველად ასეთი ფორმის ბიუსჰალტერი Caresse Crosby-მ გამოუშვა. მალე ახალმა დიზაინმა პოპულარობა მოიპოვა და სხვადასხვა ბრენდებმა განსხვავებული სტილი ბიუსჰალტერების გამოშვება დაიწყეს.

წყარო: https://brightside.me/wonder-curiosities/9-inventions-that-changed-fashion-once-and-for-all-361060/