onlain sesxebi - ყველა

8 ჰოლივუდის ვარსკვლავი, რომელიც არ იცოდით რომ ბრიტანეთის სამეფო ოჯახთან არის დაკავშირებული.

8  ჰოლივუდის ვარსკვლავი, რომელიც არ იცოდით რომ ბრიტანეთის სამეფო ოჯახთან არის  დაკავშირებული.


ფილმმა "პრინცესას დღიურები" ყველა გოგონას ოცნებად ჩაუბეჭდა - ერთ დღეს პრინცესად გაეღვიძა. სამეფო ოჯახის ნათესაობა "მარადმწვანე ოცნებაა": ფანტაზია, რომელზეც დრო ვერ იმარჯვებს. ვის არ უფიქრია ეცხოვრა სასახლეში და მდიდრული კაბები და აქსესუარები მოერგო? ზოგიერთ ვარსკვლავს გაუმართლა - ისინი სამეფო ოჯახის წევრების ნათესავები არიან.


ჰილარი დაფი და დედოფალი ელიზაბეტი
ახალგაზრდა ვარსკვლავი ელიზაბეტის ყველაზე ახლო ნათესავია ამერიკელ ცნობილ ადამიანებს შორის. მას ნამდვილად აქვს შანსი პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის მოსალოდნელ ქორწინებაში დაპატიჟონ.


ბიონსე და დედოფალი ელიზაბეტი
ყველას ჰქონდა ეჭვი, რომ ბიონსე ნამდვილი სამეფო ოჯახის წევრია, მაგრამ CBS-მა ეს რეალურად დაადასტურა. დედოფალი ბი არის ელიზაბეტ II-ის 25-ე ბიძაშვილი.


ჯონი დეპი და დედოფალი ელიზაბეტი
დეპი და დედოფალი ედუარდ მესამეს შთამომავლები არიან. დეპი დედოფლის 20-ე ბიძაშვილია.


მადონა, სელენ დიონი და კამილა პარკერ ბოულსი
ორი უდიდესი მუსიკოსი პრინც ჩარლზის ცოლის ნათესავები არიან. სამივე წარმოშობით 17-ე საუკუნის ცნობილი ფრანგულ-კანადური ოჯახიდან არიან.


პრეზიდენტი ჯორჯ ბუში და პრინცესა დაიანა
ამერიკელი პოლიტიკოსის დინასტია ბრიტანულ სამეფო ოჯახთანაა დაკავშირებული. ჯორჯ და ჯებ ბუშები არიან 11-ე კუზინები სახალხო პრინცესის.


ელენ დეჯენერესი და ქეით მიდლტონი
შოუს წამყვანი და ჰერცოგინია შორეული ბიძაშვილები არიან.


გაი რიჩი და ქეით მიდლტონი
სხვებისგან განსხვავებით, რიჩის კემბრიჯის ჰერცოგინიასთან ახლო ურთიერთობა აკავშირებს, ეს ორი ერთმანეთის 6-ე ბიძაშვილები არიან. რეჟისორი სამეფო ქორწილშიც იყო დაპატიჟებული.


რალფ ფიენს და პრინცი ჩარლზი
The Grand Budapest Hotel-ის მსახიობი და მოსალოდნელი ინგლისის მეფე შოტლანდიის მეფე ჯეიმსის შთამომავალები არიან.

წყარო: https://www.vogue.com/article/celebrities-related-to-royals