onlain sesxebi - ყველა

მეცნიერება საბოლოოდ დაადგინეს 5 პატარა სასიცოცხლო უნარები, რომლებიც წარმატების მომტანნი არიან

მეცნიერება საბოლოოდ დაადგინეს 5 პატარა სასიცოცხლო უნარები, რომლებიც წარმატების მომტანნი არიან

რა გვხდის წარმატებულებს? - მართალია, რომ აღზრდა, სწავლა. სიყვარული, მხარდაჭერა ადრეული ასაკიდანვე თამაშობს დიდ როლს, მაგრამ მკვლევარები მიიჩნევენ, რომ წარმატების საიდუმლო ეს არ არის.

ლონდონის უნივერსიტეტის მკვლევარებმა შეისწავლეს 8 119 მამაკაცი და ქალი და განსაზღვრეს მათი ცხოვრებისეული უნარები, რომელიც ხელს უწყობს წარმატების მიღწევას.

მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ ისინი ვინც ადრეულ ასაკში იყვნენ წარმატებულები, მდიდრები და ბედნიერები, არ იყვნენ მოზრდილ ასაკში ისეთივე მდგომარეობაში.

მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ადამიანის წარმატებას განაპირობებს 5 მარტივი პიროვნული თვისება.

1. ემოციური სტაბილურობა - იმისთვის, რომ ცხოვრებაში წარმატებას მიაღწიოთ, პირველ რიგში, იზრუნეთ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. „ჩვენი უნარი, გავაკონტროლოთ ემოციები, არის ყველაზე ძლიერი უნარი რაც გაგვაჩნია“, - განმარტავს ალაბამას უნივერსიტეტის პროფესორი, ფსიქოლოგი ჯოშუა ქლაფოუ.

ემოციური სტაბილურობა ჰგავს ჩვენი ცხოვრების ერთგვარ მარეგულირებელს. ის გვაძლევს საშუალებას არ ვიყოთ ცრუ ოპტიმიზმით სავსე.
ინდიანას უნივერსიტეტის მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ ემოციური სტაბილურობა და წარმატება მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან.
ადამიანებს, რომლებსაც შეუძლიათ თავის გაკონტროლება, ემოციების მართვა, ახერხებენ მარტივად გაუმკლავდნენ სტრესს, რაც ხელს უწყობს მომავალში შესაძლებლობების ფართო სპექტრის გაშლას. ასე რომ, თუ გსურთ მომავალში იყოთ მდიდარი, ჯანმრთელი და წარმატებული, ფოკუსირება მოახდინეთ თქვენს ემოციურად მდგრადობაზე.

2. ანალიზი, განსაზღვრა - მკაფიოდ განსაზღვრა სურვილების, მომავლის ანალიზი ეხმარება ადამიანს მიზნის მიღწევაში.
სანამ რაიმის გაკეთებას დაიწყებთ, აუცილებელია, წინასწარ გათვალოთ და გაწეროთ თითოეული ნაბიჯი. თვითგამორკვევა თერაპიის მსგავსია და მასწავლებელია ყოველდღიურ ცხოვრებაში.

3. კონტროლი - თუ ისწავლოთ შეხედოთ სამყაროს, როგორც მოვლენებისა და სიტუაციების მთელ რიგს, შეძლებთ ცხოვრების გაკონტროლებას. პირველ რიგში, თუ გსურთ, რომ ცხოვრება აკონტროლოთ, საკუთარი თავის კონტროლი უნდა შეგეძლოთ. წარმატებას მიაღწევთ იმ შემთხვევაში, თუ შეგეძლებათ წარმოიდგინოთ მოვლენები ფართო ხედითა და ყველა კუთხით. ასე უფრო მარტივად შეძლებთ ცხოვრების გაკონტროლებას.

4. ოპტიმიზმი - ოპტიმისტები ელოდებიან, რომ აუცილებლად მოხდება რაღაც კარგი მათ ცხოვრებაში და ერთი შეხედვით, ეს ადამიანები არა რეალისტები ჩანან. თუმცა ეს იმასაც ნიშნავს, რომ ისინი ცდილობენ იპოვონ კარგი იმაში, რასაც აკეთებენ.
ფსიქოლოგი ენდრიუ სტეპთოე და მისი კოლეგა ჯეინ უორდლი ამბობენ, რომ როცა ადამიანში ოპტიმიზმი წარმატების მომტან სხვა თვისებებთან ერთად კომბინაციაშია, წარმატება გარდაუვალია. ოპტიმიზმი ადამიანს სტრესის დაძლევაში ეხმარება.

5. კეთილსინდისიერება - მიიჩნევა რომ კეთილსინდისიერი ადამიანები საქმეს აკეთებენ სწორად. როგორც წესი, არიან ძალიან ორგანიზებულები, დეტალებზე ამახვილებენ ყურადღებას და აქვთ პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა. ჰარვარდის უნივერსიტეტის მკვლევართა დასკვნით, ადამიანი უფრო კეთილსინდისიერი ხდება თუ მის გარშემო ასეთი ადამიანები არიან.

ვინაიდან კეთილსინდისიერი ადამიანები საქმეს ზედმიწევნით სწორად აკეთებენ, ეს თვისება წარმატების მიღწევის ერთ-ერთ წინაპირობად მიიჩნევა.

წყარო: https://www.rd.com/health/wellness/ife-skills-for-health-wealth-and-success/
Регистрация