onlain sesxebi - ყველა

როგორ ყავას მიირთმევენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში - 12 ორიგინალური რეცეპტი

როგორ ყავას მიირთმევენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში - 12 ორიგინალური რეცეპტი

1. კვერცხის ყავა (ვიეტნამი)
რეცეპტის ფუძეშია - კვერცხის გული, შედედებული რძე, შაქარი და ცხელი ყავა.

2. ლაპლანდიური ყავა (ფინეთი)
ფინჯანში ჯერ დებენ ლაპლანდიურ ყველს, შემდეგ ასხამენ ყავას.

3. ესპრესო რომაულად (იტალია)
ესპრესო ლიმონის ნაჭერით, თანაც გამოყენების წინ ლიმონი უნდა დაჭყლიტოთ კოვზით ჭიქის კედლებზე ან ძირში.

4. ლაგრიმა (არგენტინა)
რძიან ქაფში უნდა დაამატოთ მხოლოდ 2-3 წვეთი მაგარი ყავა. მარტივად რომ ვთქვათ, ეს უფრო ყავიანი რძეა.

5. ბონბონი (ესპანეთი)
ეს არის ესპრესო შედედებული რძით. თუ შეურევთ ჩვეულებრივი რძის ნახევარს შედედებული რძის ნახევარს, გამოვა leche y leche.

6. ყავა სანელებლებით (მაროკო)
სანელებლების ნაზავი, როგორიცაა სეზამის თესლი, პილპილი და მუსკატის კაკალი, იფქვება ყავის მარცვლებთან და გამოდის... ნამდვილად ძლიერი სასმელი.

7. ყავა ჩაით (ჰონკონგი)
ყავისა და რძიანი ჩაის მიქსი შთაბეჭდილებას ახდენს პირველივე ყლუპიდან! დაგჭირდებათ შავი ჩაის 4 ერთჯერადი პაკეტი, წიწაკა, შედედებული რძე და 2 ჩ.კ. ყავა.

8. ფრაპე (საბერძნეთი)
ყავა, ნაყინი, რძე და გაყინული წყალი - აი გემრიელი ფრაპეს ინგრედიენტები.

9. ფარისეი (გერმანია)
ეს სასმელი გამოიგონეს გერმანიაში იმისათვის, რომ შენიღბონ ალკოჰოლური სასმელი ოჯახურ წვეულებებზე: ათქვეფილი ნაღების ქვეშ „იმალება“ რომის საკმაოდ დიდი ულუფა ყავაში.

10. ტოუბა (სენეგალი)
ყავის მოხალვის დროს ამატებენ გვინეის წიწაკის მარცვლებს. სასმელი კი იხარშება როგორც ჩვეულებრივი გაფილტრული ყავა.

11. ყავა ნივრითა და თაფლით (თურქეთი)
პოპულარული სასმელი თურქეთში. ამ ყავას ასევე უწოდებენ „მოხუცი მავრის რეცეპტს“.

12. ყავა ფორთოხლით (იამაიკა)
იამაიკა პირველ რიგში ასოცირდება რომთან. არ არის გასაკვირი, რომ ტრადიციულ იამაიკურ ყავას ამზადებენ მასში ამ მაგარი ალკოჰოლური სასმელის დამატებით.

წყარო: https://www.adme.ru/zhizn-kuhnya/kak-vyglyadit-chashka-kofe-v-raznyh-stranah-mira-1028160/