onlain sesxebi - ყველა

რა არ უნდა გააკეთოთ უცხო ქვეყნებში მოგზაურობისას არავითარ შემთხვევაში

მოგზაურობის მოყვარულებს გთავაზობთ საინტერესო ინფორმაციას, რომელიც უცხო გარემოში ადაპტირებას გაგიმარტივებთ.

რა არ უნდა გააკეთოთ ქვემოთ ჩამოთვლილ ქვეყნებში მოგზაურობისას არავითარ შემთხვევაში:

1. რუსეთში არავის მიართვათ საჩუქრად ბევრი ყვავილები. რუსებს ბევრი ყვავილი მხოლოდ დაკრძალვებსა და მემორიალების შესამკობად მიაქვთ. სადღესასწაულო თაიგულები აქ ძალიან მცირე რაოდენობის ყვავილებისგან შედგება;

2. ჩილე - არაფერი შეჭამოთ აქ თითებით. მანერებს ჩილელები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ;

3. სინგაპური - ფრთხილად იყავით, აქ უმნიშვნელო საკითხებზეც შეიძლება დაგაჯარიმონ - აკრძალულია ფრინველების დაპურება, ჭამა საზოგადოებრივ ტრანსპორტში.

4. ინდოეთი - არ აკოცოთ და არ ჩაეხუტოთ საპირისპირო სქესის წარმომადგენელს საჯაროდ. ინდოეთში ამის გამო შეიძლება ციხეში მოხვდეთ.

5. იაპონია - აკრძალული არის საჯარო ჩახუტებები. არანაირი ,,ფეხის ქირა“, ეს იაპონიაში მიუღებლად მიიჩნევა; აკეთე ის რასაც ადგილობრივები აკეთებენ.

6. მექსიკა - ყველაფერს პირადად თქვენ თავზე ნუ მიიღებთ, მექსიკელებს უყვართ ხუმრობები და როდესაც ამის შესაძლებლობა მიეცემათ ამას ხელიდან არ გაუშვებენ;
მოსინჯეთ ახალი რაღაცეები თუნდაც ეცადეთ ისწავლოთ მათი ენა, ადგილობრივი მოსახლეობა ძალიან დააფასებს თქვენს ამ მცდელობას ან თუნდაც შეისწავლეთ მათი ტრადიციები.

7. ახალი ზელანდია - აქ არასოდეს იხუმროთ რაგბიზე, „ბეჭდების მბრძანებელსა“ და დიდი ბრიტანეთის დედოფალზე. ახალი ზელანდიელები ამ თემებზე არ ხუმრობენ და ყველა სიტყვას სერიოზულად აღიქვამენ. არ გაგიკვირდეთ თუ შენიშნავთ ბევრ ფეხშიშველ ადამიანს.

8. ნორვეგია - არავის მისცეთ თანხმობის ჟესტი. ეს აქ უხამს ჟესტად ითვლება. ეცადეთ, არ მიიღოთ ალკოჰოლი. ქუჩაში საჯაროდ მთვრალი სიარული სამარცხვინოდ ითვლება. არ დაუსვათ კითხვები ეკლესიებთან დაკავშირებით.

9. თურქეთი - არასოდეს უჩვენოთ სიმბოლო არავის; ეცადეთ ბევრი არ დალიოთ, სიმთვრალე საჯარო ადგილებში სამარცხვინოა. რესტორანში ცუდად მოქცევა აკრძალულია

10. დიდი ბრიტანეთი - არ ჰკითხოთ ადამიანებს რა რაოდენობის ფულს გამოიმუშავებენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, უტაქტო ადამიანად ჩაგთვლიან. არ გადაახტე რიგს, ამის გამო განსჯის ობიექტი შეიძლება გახდეთ. არ დაპატიჟოთ უცხო და შემთხვევითი ადამიანები თქვენთან, დაპატიჟეთ მხოლოდ ახლო მეგობრები.

11. ირლანდია - ნუ ეცდებით, რომ ისაუბროთ ირლანდიელებივით. ირლანდიელებს რეგიონების მიხედვით განსხვავებული აქცენტი აქვთ და აქცენტის მიხედვით ცნობენ ადამიანებს, თქვენს მცდელობას - მიემსგავსოთ მათ, სასაცილოდ ჩათვლიან. არ დაიწყოთ ბარში დალევა, თუ საკმარისი ფული არ გაქვთ.

12. გერმანია - ნუ გამოიყენებთ ნაცისტურ ჟესტიკულაციას. ეს გერმანიაში დანაშაულად ითვლება და შეიძლება დაგსაჯონ. ნუ მიაშტერდებით ადამიანებს - აქ ასე მხოლოდ გაუნათლებლები და გიჟები იქცევიან. ნუ შეხედავთ ვინმეს მეგობრულად - გერმანელს დიდი დრო სჭირდება ადამიანთან დასაახლოებლად, ამიტომ, თქვენი მეგობრული მზერა უადგილოა. დაბადების დღე არავის მიულოცოთ მის დადგომამდე. ამ საკითხში გერმანელები არიან ცრუმორწმუნეები და სჯერათ, რომ ერთი წუთით ადრე მილოცვაც კი ცუდის ნიშანია.

13. კენია - არ გამოხატოთ უპატივცემულობა რელიგიისადმი; იყავით მომთმენნი; არავის მიმართოთ პირაპირ სახელით თუ მას ეს არ მოუმართავს თქვენთვის მსგავსად.

14. მალაიზია - არავის შეეხოთ თავზე! მეგობრულად თავზე ხელის გადასმა, ან თმაზე შეხება, განსაკუთრებით ბავშვებზე, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება და ამას უპატივცემულობად ჩათვლიან. მალაიზილებს მიაჩნიათ, რომ თავი სხეულის ყველაზე წმინდა ნაწილია.

15. კორეა - ფულის გადაცემისას გამოიყენეთ ორივე ხელი, ეს არის პატივისცემის გამოხატულება.


Регистрация