onlain sesxebi - ყველა

სხეულის ენის 7 ჩვევა, რომელიც წარმატებულ ადამიანებს ახასიათებთ - შესაძლოა ეს რჩევები თქვენც დაგეხმაროთ

სხეულის ენის 7 ჩვევა, რომელიც წარმატებულ ადამიანებს ახასიათებთ - შესაძლოა ეს რჩევები თქვენც დაგეხმაროთ


სხეულს აქვს ენა და ის უფრო გამოხატავს ზოგჯერ ადამიანის დამოკიდებულებას ამა თუ იმ საკითხისადმი, ვიდრე სიტყვები. თანამედროვე კვლევები აჩვენებს, რომ ადამიანი, რომელმაც იცის როგორ დაამყაროს ეფექტურად კომუნიკაცია, იყენებს არავერბალურ ენას.
გთავაზობთ სხეულის ენას, რომელიც შესაძლოა წარმატების მიღწევაში დაგეხმაროთ:


1. დაჯექი სწორად - დაჯექი გამართულად. ნუ ჩარგავთ სახეს ხელებში და იდაყვებით ნუ დაეყრდნობით მაგიდას. თუ ასე მოიქცევით, ეს მიანიშნებს, რომ არ გაინტერესებთ ის, რაზეც გესაუბრებიან. მაგრამ თუ სამუშაო მაგიდასთან დაჯდებით სწორად და მხრებგაშლილი ეს თქვენს თავდაჯერებულობაზე მიუთითებს და იმაზე, რომ იცით საკუთარი ძალის შესახებ.

2. გადაჭარბებული არაფერია კარგი - თუ ზედმეტად მოინდომებთ და ჟესტიკულაციის გამოხატვისას ბალანსს ვერ დაიცავთ ჩათვლიან, რომ იტყუებით. გახსოვდეთ, რომ გადაჭარბებული არაფერია კარგია.
3. ნუ გადააჯვარედინებთ ხელებს - როდესაც მკლავები გადაჯვარედინებული გაქვთ, თქვენ გზავნით სიგნალს - „მე არ ვეთანხმები იმას, რასაც ამბობ“. თუ თქვენ იღიმით და თან ამ დროს ხელებიც გადაჯვარედინებული, დამცინავი იერი გაქვთ და ეს კარგი ჟესტი ნამდვილად არ არის.
4. შეწყვიტეთ თმაზე შეხება - თუ თქვენ განეკუთვნებით იმ ადამიანთა რიცხვს, რომლებსაც განუწყვეტლივ თმაზე აქვს ხელი და მაშინაც ასე იქცევით, როცა ვინმეს ესაუბრებით, ეს ცუდი ჩვევაა. ის მიუთითებს, რომ დაუცველობის შეგრძნება გაქვთ. შეწყვიტეთ ასე მოქცევა და კონცენტრირება მოახდინეთ საუბარზე.
5. ღიმილი - უნდა იცოდეთ როდის გაიღიმოთ, ეს წარმატების ნამდვილი გარანტია. ეს მიუთითებს, რომ შეგიძლიათ გააკონტროლოთ სიტუაცია თქვენ გარშემო და შეგიძლიათ შეინარჩუნოთ სიმშვიდე ნებისმიერ სტრესულ სიტუაციაში.
6. თვალებით კონტაქტი - თვალებით ინტენსიური კონტაქტით მარტივად შეძლებთ თანამოსაუბრის დარწმუნებას და ამასთანავე, ეს თქვენს თავდაჯერებულობაზე მეტყველებს. საუბრის დროს ნუ აარიდებთ თვალებს თანამოსაუბრეს.

7. ხელის ჩამორთმევა -ხელი ჩამოართვით მყარად და ძლიერად. ეს თავდაჯერებულობის ნიშანია.

წყარო: brightside.me