onlain sesxebi - ყველა

5 მიზეზი თუ რატომ უნდა შეწყვიტოთ საკუთარი თავის სხვებთან შედარება

შეგიმჩნევიათ რომ საკუთარ თავს ხშირად სხვებს ადარებთ? მაგალითად ოჯახის წევრებს, ახლო მეგობარს, ვინმეს, პოპულარულს სოციალურ ქსელებში? - თუ პასუხი არის დიახ, გეტყვით, რომ ეს სამწუხარო რეალობაა და მსგავსი რამ ბევრს ემართება.

საკუთარი თავის სხვებთან შედარება ადრეული ასაკიდან იწყება. ბავშვობაში ვხედავთ მეგობარს, რომელსაც ჩვენზე მეტი სათამაშო აქვს, ან უფრო ლამაზ სახლში ცხოვრობს და შეიძლება ვწუხდეთ ამის გამო სხვებთან შედარებას არ ვწყვეტთ თინეიჯერობის ასაკშიც. ხშირად საკუთარ თავს ნეგატიურად ვაფასებთ. გვტანჯავს ფიქრები - „მე არ ვარ საკმარისად კარგი“, „არაფრის გაკეთება არ შემიძლია“, „ხელმოცარული ვარ“.

ასეთი აზრები გვიწამლავენ გონებას, გვემატება შფოთვა და ზოგჯერ დეპრესიაშიც ვვარდებით, ყოველივე კი მძიმე გავლენას ახდენს ჩვენს ცხოვრებაზე უკვე ზრდასრულ ასაკშიც.

ამიტომაც, გთავაზობთ 5 მიზეზს - რატომ უნდა შეწყვიტოთ საკუთარი თავის სხვებთან შედარება:

1. სხვებთან შედარება გართმევთ ბედნიერებას - ეს ალბათ ხშირად მოგისმენიათ, მაგრამ გამეორება ყოველთვის საჭიროა. საკუთარი ცხოვრების სხვებთან შედარება თქვენს ცხოვრებას მხოლოდ და მხოლოდ ართულებს და მას მხოლოდ ტკივილი მოაქვს თქვენთვის. ამის ნაცვლად სცადეთ სხვების გამოყენება მოტივატორად - რომ იმუშაოთ უფრო მეტი და წახვიდეთ უკეთესობისკენ.

2. სხვებთან შედარება აჩერებს თქვენს პროგრესს - თუ მთელ დღეებს საკუთარი თავის სხვებთან შედარებაში, სხვების მიღწევებთან შედარებაში ატარებთ, თქვენ ვერასოდეს ვერაფერს მიაღწევთ. მთელია ენერგია უნდა ჩადოთ საკუთარი ოცნებებისა და მიზნების რეალიზებაში. ნუ დახარჯავთ ძვირფას დროს სხვებზე ფიქრში.

3. თქვენ არ შეგიძლიათ ფიზიკურად შეიცვალოთ - ყოველთვის იქნებით ისეთი, როგორიც ხართ, სხვა ვერ გახდებით. ამიტომაც სჯობს შეიყვაროთ საკუთარი თავი ისეთი, როგორიც ხართ.

4. არავის აქვს სრულყოფილი ცხოვრება - მიუხედავად იმისა, რომ თქვენ ხედავთ ადამიანებს და ფიქრობთ, რომ საოცარი ცხოვრება აქვთ, პრობლემების გარეშე, უნდა იცოდეთ, რომ ეს არ არის მართალი. ყველა ადამიანს აქვს პრობლემები, დგას გამოწვევების წინაშე. ამისგან თავისუფალი არავინ არაა. უბრალოდ, ზოგიერთი კარგად ახერხებს ამ პრობლემების შენახვას და არ აჩვენებს ყველას.
ასე რომ, შემდეგ ჯერზე, როდესაც საკუთარ თავს მეგობარს, ან მეზობელს შეადარებთ, გახსოვდეთ, რომ თქვენ შეიძლება არ იცით მათი ცხოვრების შესახებ ყველა დეტალი.

5. გახსოვდეთ, რომ ყოველთვის არის ვიღაც, ვინც უკეთესი იქნება თქვენზე რაიმე საკითხში- გვესმის, რომ შეიძლება ეს რთული მოსასმენია, მაგრამ რეალობაა. რაც უფრო მალე მიხვდებით ამას და გააცნობიერებთ, მით უფრო მალე იპოვით ბედნიერებას. ყოველთვის ყველაფერში ვერ გაიმარჯვებთ, ყველას ვერ აჯობებთ. ერთადერთი რაც უნდა გააკეთოთ, იმუშაოთ ბევრი იმისთვის, რომ გამოავლინოთ შესაძლებლობების მაქსიმუმი.

წყარო: https://www.goalcast.com/2017/03/11/reasons-stop-comparing-yourself-others/
Регистрация