onlain sesxebi - ყველა

3 ფუნდამენტური წესი ნდობის შესახებ

3 ფუნდამენტური წესი ნდობის შესახებ
პირველი შთაბეჭდილებებით აღტაცებულებს, ცხოვრებაში სიმართლის დანახვა ყოველთვის არ შეგვიძლია: რეალობას ზოგჯერ უამრავი ფაქტი ამახინჯებს, ისევე, როგორც ახალ ამბებს. ყოველთვის სანდო ხომ ეს უკანასკნელიც არ არის ხოლმე — ხან აქტუალური და ზუსტია, ხან — გაზვიადებული და ფაბრიკაციებით გაჯერებული. რამდენადაც ასეთ გარემოში გვიწევს ცხოვრება, ისიც უნდა გვესმოდეს, რომ ამა თუ იმ ადამიანის მიმართ ცალსახად ნდობის გამოცხადება მხოლოდ ზედმეტად მიამიტებს, მიმნდობ და თავზე ხელაღებულად გამბედავებს ახასიათებთ.

სამწუხაროდ, ნდობის ფაქტორი ყველა დროის პრობლემაა: ტექნოლოგიები იცვლება, ადამიანის ბუნება კი იგივე რჩება — ისტორიას უამრავი თაღლითი, მოღალატე და მატყუარა ახსოვს, კაცობრიობაც იმავე გამოწვევის წინაშე რჩება: ვის და როდის უნდა ენდოს? დღევანდელი სამყარო ძალიან სწრაფად ცვალებადია, ხშირად ყველაზე გონიერი ადამიანებიც კი ტყუვდებიან. თუმცა არსებობს შედარებით მარტივი წესები, რომლებიც ნდობის ფაქტორის 3 ფუნდამენტურ მოსაზრებას ემყარება და მათი ცოდნა არ გაწყენდა:

1. არ მისცე უფლება პირველ შთაბეჭდილებას, გავლენის ქვეშ მოგაქციოს:
მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაც წარმატებული და თავის პროფესიაში კომპეტენტურია, ავტომატურად არ ნიშნავს, რომ ის სხვა ამპლუაშიც სანდო ადამიანია. ხშირად ისეც ხდება, რომ ადამიანზე წარმოდგენას მისი კარგი (ან ცუდი) გარეგნობის მიხედვით ვიქმნით და ამის გამო, ავტომატურად ყველაფერში კომპეტენტური (ან არაკომპეტენტური) მიგვაჩნია. მოკლედ, როგორც ავტომანქანის ხელოსანს ვერ ანდობ შენი სახლის მთავარი მილის შეკეთებას, ცხოვრებისეულ საკითხებშიც იმავე პრინციპით უნდა იხელმძღვანელო.

2. ნუ ენდობი ადამიანს სტატუსის, პოზიციის, როლის გამო; ან გარკვეულ საკითხებთან თანხვედრის ხათრით:
მნიშვნელობა არ აქვს, ადამიანი რა რეგალიის, სტატუსის, სქესის ან ეროვნების წარმომადგენელია — ამ მახასიათებლებით მის სანდოობას ვერ დაადგენ: მაგალითად, თუ მოცემული პიროვნება დიდი კომპანიის მმართველია, ეს ავტომატურად არ ნიშნავს, რომ პირად ურთიერთობებში დაბალ პოზიციაზე მყოფ თანამშრომელზე უფრო სანდოა. ნებისმიერ შემთხვევაში, ურთიერთობა მუშასთან გიწევს, გაყიდვების მენეჯერთან თუ პოლიციის ოფიცერთან, გახსოვდეს, რომ საქმე ადამიანებთან გაქვს — ნდობა კი ინდივიდის განმსაზღვრელია და არა ჯგუფების!

3. ნუ განიკითხავ ან დაუჯერებ იმისათვის, რასაც ამბობენ;
დააკვირდი, რას აკეთებენ, იქცევიან თუ არა თავიანთი საუბრის შესაბამისად: გახსოვდეს, მსახიობები ამის მეტს არაფერს აკეთებენ — დამაჯერებლად საუბრობენ. ქცევას კი სიტყვებსა და მოქმედებებს შორის კავშირი განაპირობებს, სწორედ ესაა ნდობის საფუძველიც. ამიტომაც, ნუ ენდობი ადამიანებს, რომელთა ლაპარაკი და მოქმედებაც ერთმანეთს არ ემთხვევა. ასევე, ნურც იმათ ენდობი, რომლებიც თავიანთი მოქმედებებით ამტკიცებენ, რომ მომთხოვნები მხოლოდ სხვების მიმართ არიან.

გაითვალისწინე ეს წესები და გახსოვდეს: მთავარი ცხოვრებისეული გამოცდილების პროდუქტიულად გამოყენებაა: ეცადე, შენივე შეცდომების დახმარებით განვითარდე, სხვა მხრივ ადამიანების გამოცნობის სწავლა შეუძლებელია

წყარო: https://www.psychologytoday.com/blog/trust-the-new-workplace-currency/201608/3-fundamental-rules-trust?utm_source=FacebookPost&utm_medium=FBPost&utm_campaign=FBPost
Регистрация